„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.024051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და №21 დანართით („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) განსაზღვრულ ცხრილს („საერთო სანებართვო პირობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე გრაფა:

„36

სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, სამედიცინო სერვისის მიწოდებისას არ გამოიყენოს საკვლევი (საცდელი) სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობა/საგანი

შეზღუდვა ვრცელდება:

ა) ქირურგიულ ინვაზიურ მოწყობილობებზე, რომელთა ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე (ქსოვილებზე, ღრუებზე და სხვ.) ხორციელდება სრული ან ნაწილობრივი იმპლანტაციის გზით;

ბ) მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ სისხლის მიმოქცევის ან ნერვულ სისტემებზე ჩარევების დროს, მათ შორის, წამლის შემცველი ან  წამლით დაფარული სტენტები, ენდოვასკულური ან ნევროლოგიური იმპლანტები, გულის ხელოვნური სარქველები, მკერდის სილიკონის იმპლანტები, ინვაზიური ნეიროსტიმულატორები, შუნტები.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი