„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №219
2023 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/09/2022, 040090000.10.003.023676) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“:
1. მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) სტიმულირების პროგრამა – შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა, რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების, ახალი პრიორიტეტული მიმართულებისა და ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამები;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირებისთვის ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს თითოეული ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის არაუმეტეს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში.“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჯამში, სულ მცირე, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) გამფრენი მგზავრის გადაყვანა შესაბამისი ბაზირებული საჰაერო ხომალდით, პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში;
ბ) სულ მცირე, 1 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.10.003.024052.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219, 12.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.024052 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827138/