2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მონაცემთა რაოდენობის, მონაცემთა დამუშავების მასშტაბის, შენახვის ვადებისა და მონაცემებზე წვდომის განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღება, რომ ავტომატურად დამუშავდეს მონაცემების მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნისთვის. ეს ზომები იმგვარად უნდა გამოიყენებოდეს, რომ ნებადართული ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ავტომატურად უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა მხოლოდ მინიმალურ მოცულობაზე წვდომ
LAW OF GEORGIA ON PERSONAL DATA PROTECTION · რედაქცია 17.12.2025
მუხლი 26. მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას1. ახალი ტექნოლოგიების, განხორციელების ხარჯ
თავი IV — დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას1. ახალი ტექნოლოგიების, განხორციელების ხარჯების, დამუშავების ხასიათის, მასშტაბის, კონტექსტისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოსალოდნელი რისკებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების გათვალისწინებით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა როგორც დამუშავების საშუალებების განსაზღვრის, ისე უშუალოდ დამუშავების პროცესში უნდა მიიღოს სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები (მათ შორის, ფსევდონიმიზაცია ან/და სხვა). ამ ზომების მიღება უნდა უზრუნველყოფდეს მონაცემთა დამუშავების პრინციპების ეფექტიან იმპლემენტაციას და მონაცემთა დამუშავების პროცესში დაცვის მექანიზმების ინტეგრირებას მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად. 2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მონაცემთა რაოდენობის, მონაცემთა დამუშავების მასშტაბის, შენახვის ვადებისა და მონაცემებზე წვდომის განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღება, რომ ავტომატურად დამუშავდეს მონაცემების მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნისთვის. ეს ზომები იმგვარად უნდა გამოიყენებოდეს, რომ ნებადართული ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ავტომატურად უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა მხოლოდ მინიმალურ მოცულობაზე წვდომა.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთ
- მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველო
- მუხლი 22. გასაჩივრების უფლება
- მუხლი 23. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დადგენილი წესით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის
- მუხლი 24. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში1. მონაცემების უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან შეგროვებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა შეგრო
- მუხლი 25. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება1. თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან არ ხდება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონ
- მუხლი 27. მონაცემთა უსაფრთხოება1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა ამ კანონის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და შეძლოს მონაცემთ
- მუხლი 28. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინება1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შ
- მუხლი 29. ინციდენტის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება
- მუხლი 30. ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება1. თუ ინციდენტი მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუ
- მუხლი 31. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება1. თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობ
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON PERSONAL DATA PROTECTION“, მუხლი 26, №3144-XIმს-Xმპ, 14.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020936 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827307/muxli-26/