2. თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და წერილობითი შეთანხმებით.

3. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემთა სუბიექტისთვის. მონაცემთა სუბიექტს არ ეზღუდება თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლებ