ა) ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით;

ბ) თუ ამ მონაცემთა დამუშავება აკრძალული არ არის მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობით აკრძალა მისი გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება);

გ) თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი;

დ) თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლების განსახორციელებლად.

2. გარდაცვლილი პირის სახელის, გვარის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავება დასაშვებია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა და საფუძვლების არსებობის