ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1974

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
„ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 11 თებერვლის ბრძანებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანებისა და სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსო სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვის, სამსახურის ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                    გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                               ზ. კვაჭაძე.

თბილისი. 1974 წლის 19 ივლისი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.07.1974.
როდის იქნა მიღებული „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
„ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ მიღებულია 19.07.1974. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.1974 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“, №0, 19.07.1974, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.1974). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827373/