საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 234. სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა
სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა, აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1975 წლის 5 ნოემბერი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.1975.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ მიღებულია 05.11.1975. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.1975 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“, №0, 05.11.1975, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.1975). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827944/