⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.10.2020)
გაუქმებულია:

„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 27.07.2004
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.141.224.006.593
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 02/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,191 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2004 მიღება
20.10.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"LitNusx","sans-serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.141.224.006.593 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №93 2004 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ”. 2. დებულება „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან. 3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2003 წლის 25 დეკემბრის №23 ბრძანება „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე. 4. საქართველოში მოქმედმა ყველა ნოტარიუსმა: უზრუნველყონ სანოტარო ბიუროში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში. 5. ნოტარიუსებმა, რომლებიც დაინიშნებიან თანამდებობაზე ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ ბრძანების მოთხოვნები. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გეგუჩაძე დებულება ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსებისათვის. 3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფი-ლიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. 4. დებულება არეგულირებს ნოტარიუსების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ნოტარიუსების კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – ნოტარიუსის მიერ მისი კლიენტების იდენტიფიკაცია, პირების მიერ ნოტარიუსის მეშვეობით განხორციელებული, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, აგრეთვე გარიგება, რომელიც ითვალისწინებს თანხის გადარიცხვას ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი და ამხანაგობა); ზ) ნოტარიუსის კლიენტები – ფიზიკური და იურიდიული პირები (აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს), რომლებიც მიმართავენ ნოტარიუსს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების შესასრულებლად; თ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; ი) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც იდება გარიგება; კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით; ლ) ოფშორული ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული (ან შესრულებული – თუ ნოტარიუსისთვის ამ გარიგების შესახებ ცნობილი გახდა მისი შესრულების შემდეგ) გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა); ბ) პირის მიერ შესრულებული ან დადებული გარიგების, ანდა გარიგების თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ (დადებულ) გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ნოტარიუსს ეგზავნება (ან ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 4. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი (ან მათი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა გარიგების მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, გარიგების არსი და სხვა), რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით. 5. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსს უფლება აქვს სამსახურს არ მიაწოდოს ანგარიშგების ფორმა უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ გარიგებების თაობაზე, თუ გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს, მაგრამ გარიგებას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შედეგად არ მოჰყვება გარიგების საგნის მესაკუთრის შეცვლა (მათ შორის მოთხოვნის უზრუნველყოფნის მიზნით დადებული გარიგებები). აღნიშნული გამონაკლისის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ან მასში მონაწილე რომელიმე პირი ეჭვს იწვევს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე.     მუხლი 4🔗. ნოტარიუსის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ნოტარიუსი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 5🔗. ნოტარიუსის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი კლიენტის და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის, მისი წარმომადგენლის, მარწმუნებლის, აგრეთვე იმ მესამე პირის იდენტიფიკაცია, რომლის სასარგებლოდაც იდება (დადებულია) გარიგება. 2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. 3. ნოტარიუსს არა აქვს უფლება დაამოწმოს (დაადასტუროს) გარიგება (დოკუმენტი), შეასრულოს რაიმე სხვა სანოტარო მოქმედება, გაუწიოს მომსახურება კლიენტს, ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. 4. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ნოტარიუსი არ აჩერებს სანოტარო მოქმედების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ ნოტარიუსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტი-ფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ნოტარიუსი ვალდებულია უარი განაცხადოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე და კლიენტის მომსახურებაზე, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, აგრეთვე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების სპეციალური ფორმა და შესაბამისი მასალები (დოკუმენტები). 6. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები წინამდებარე პუნქტის შესაბამისად (ცალკე ივსება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ იურიდიულ პირს გარიგებაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება); გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები წინამდებარე პუნქტის შესაბამისად (ცალკე ივსება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ პირს გარიგებაში). 7. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ)  თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან; დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართვე-ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. თუ ნოტარიუსთან არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს, აგრეთვე, შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) დაბადების ადგილი; ა.გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო; ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.ე) პროფესია, საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ვ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) დამფუძნებელი/პარტნიორი პირების, აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.გ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.     მუხლი 6🔗. ნოტარიუსის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ.  2. ნოტარიუსი ვალდებულია აღრიცხოს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები): ა) გარიგების სახე, საგანი და მიზანი (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ნასყიდობა, გაცვლა და ა.შ.; რა არის გარიგების საგანი – მაგ., ფულადი თანხა, ნივთი და ა.შ.; ასევე აღინიშნება გარიგების მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ მხა-რეებს – მაგ., მოგების მიღება, ვალის გადახდა, ქველმოქმედება და ა.შ.); ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგ-რეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედების შინაარსი (გარიგების (ხელშეკრულების, ანდერძის) დამოწმება, ხელმოწერის დადასტურება და სხვა); დ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას. 3. ნოტარიუსი ვალდებულია აღრიცხოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უკლებლივ ყველა იმ გარიგებასთან დაკავშირებით, რომელიც ექვემდებარება მონიტორინგს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად. 4. ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვისას გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.     მუხლი 7🔗. ნოტარიუსის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ სანოტარო მოქმედების შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ასევე, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ გარიგების დამოწმების (დადასტურების) დღიდან 5 წლის განმავლობაში. 2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს თავად ნოტარიუსის მიერ. 3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. კერძოდ, სანოტარო ბიუროში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეგზემპლარი. დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და ა.შ.) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. აღნიშნულ დოკუმენტებთან წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ ნოტარიუსსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს. 4. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზირებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 8🔗. ნოტარიუსის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი წერილობითი ცნობები უნდა იყოს შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №1). 3. ანგარიშგების სპეციალური ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. ანგარიშგების სპეციალური ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; ბ) თუ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა (ე.ი. თუ გარიგების დამოწმების ან დადასტურების მომენტში ნოტარიუსს არ წარმოეშვა საეჭვოობის ვარაუდი, მაგრამ ასეთი ვარაუდი წარმოიშვა უფრო გვიან, ინფორმაციის შემდგომში უკეთ გაანალიზების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად); გ) თუ არსებობს ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა გაეგზავნოს ნოტარიუსის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, ნოტარიუსის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, ნოტარიუსი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების სპეციალური ფორმის დაგვიანებით გაგზავნის მიზეზები. 6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით. ნოტარიუსის მიერ პირადად ან უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (ამ უკანასკნელს კონვერტი გადაეცემა დაბეჭდილი და მას არ აქვს უფლება იცოდეს მისი შინაარსი), ან ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ნოტარიუსის სახელი და გვარი და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი. 7. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ელექტრონული ვერსიის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: “str@fms.gov.ge”. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისაწოდებელი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით. 8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+99532) 44 23 76; ფაქსი: (+99532) 93 69 41. 9. ანგარიშგების სპეციალური ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის ხელმოწერით და ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება ნოტარიუსთან და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. 10. ნოტარიუსი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმების რეესტრი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების სპეციალური ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. 11. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ნოტარიუსს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, ხოლო, თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „——” სიმბოლოებით. 12. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ნოტარიუსის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული თავად ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 13. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს ივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის. 14. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემთხვევაში, ნოტარიუსი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ სხვა გარიგებებს. 15. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ნოტარიუსისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების სპეციალური ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ნოტარიუსი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 16. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის გაგზავნის შემდეგ ნოტარიუსი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმის სახით. 17. ნოტარიუსი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ სხვა პირს.     მუხლი 9🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 1. ზედამხედველობას ნოტარიუსის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა, ამ დებულებით და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის ნოტარიუსის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. კონფიდენციალური ნაწილი 1 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ნოტარიუსის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა (№ 3)  ნოტარიუსის სააღრიცხვო კოდი ______ პირველადი დამატები-თი შეცვ- ლილი                                                                                                                 ნოტარიუსის მიერ მინიჭებული №________                                                                                                                 ფმს-ში გამოგზავნის თარიღი ___________                                                                                                                 ფმს-ის მიერ მინიჭებული №_____________ ინფორმაცია გარიგების შესახებ ზღვარს ზემოთ საეჭვო   1.1.  სანოტარომოქმედების შინაარსი   1.2.  გარიგების სახე   1.3. გარიგების საგანი   1.4. გარიგების თანხა ციფრებით სიტყვიერად   1.5. გარიგების ვალუტა   1.6. გარიგების დადების თარიღი   1.7. გარიგების დადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი)   1.8. გარიგების დაწყების თარიღი   1.9. გარიგების დასრულების თარიღი   1.10. გარიგების მიზანი მონაცემები გარიგების რეგისტრაციის (დამოწმების) შესახებ:   1.11. გარიგების რეგისტრაციის თარიღი   1.12. გარიგების რეგისტრაციის ნომერი   1.13. დრო, როდესაც ნოტარიუსისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია გარიგების შესახებ   1.14. ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა  რაოდენობა ნაწილი 1 ნაწილი 2 ნაწილი 3 ნაწილი 4 ნაწილი 5 სულ ფურცლები 1.15. ფორმის შევსების თარიღი 1.16. ხელმოწერა კონფიდენციალური ნაწილი 2 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ნოტარიუსის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა (№3)  ნოტარიუსის სააღრიცხვო კოდი ______ პირველა- დი დამატე- ბითი შეცვ- ლილი                                                                                                  ნოტარიუსის მიერ მინიჭებული №________                                                                                                  ფმს-ში გამოგზავნის თარიღი____________                                                                                                  ფმს-ს მიერ მინიჭებული________________ მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ   2,1. გარიგებაში  მონაწილეობის ფორმა   2.2. პირადი ნომერი   23. პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის სახეობა   2.4. პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ნომერი   2.5. სახელი   2.6. გვარი   2.7. მამის სახელი   2.8. სქესი: მამ. მდ.   2.9. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) და თარიღი   2.10. მუდმივი (რეგისტრირებული) მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)   2.11. დროებითი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)     2.12. დოკუმენტის გამცემი ორგანო     2.13. დოკუმენტის გაცემის თარიღი     2.14. მოქალაქეობა (კოდი, ქვეყანა)     2.15. ძირითადი საქმიანობა (კოდი, დარგი, ქვედარგი ან ორგანიზაციის სახელწოდება)     2.16. თანამდებობა   საბანკო რეკვიზიტები:     2.17. საბანკო დაწესებულების  სახელწოდება     2.18. საბანკო დაწესებულების  ადგილმდებარეობა  (კოდი, ქვეყანა, დასახლებული  პუნქტი)     2.19. ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი)  SWIFT-ის სისტემის მიხედვით     2.20. ანგარიშის სახეობა     2.21. ანგარიშის ნომერი   2.22. ანგარიშის გახსნის თარიღი   2.23. ანგარიშის  დახურვის თარიღი ინდივიდუალური მეწარმის მონაცემები:     2.24. მარეგისტრირებელი ორგანო   2.25. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი __   2.26. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი საკონტაქტო ინფორმაცია:     2.27. ტელეფონი   2.28. ფაქსი   2.29. ელ-ფოსტა 2.30. ფორმის შევსების თარიღი 2.31. ხელმოწერა კონფიდენციალური ნაწილი 3                                                                                                                  გვერდი 1 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ნოტარიუსის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა (N 3)  ნოტარიუსის სააღრიცხვო კოდი ______ პირვე- ლადი დამატე- ბითი შეცვლი- ლი                                        ნოტარიუსის მიერ მინიჭებული №________                                                                                                  ფმს-ში გამოგზავნის თარიღი____________                                                                                                  ფმს-ის მიერ მინიჭებული № ____________ მონაცემები იურიდიული პირის შესახებ   3.1. გარიგებაში მონაწილეობის ფორმა     3.2. სრული სახელწოდება     3.3. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა     3.4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი     3.5. მარეგისტრირებელი ორგანო     3.6. რეგისტრაციის თარიღი     3.7. რეგისტრაციის ნომერი     3.8. იურიდიული მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)     3.9. ფაქტობრივი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)     3.10. საქმიანობის საგანი (დარგის კოდი, ქვედარგი) საბანკო რეკვიზიტები:     3.11. საბანკო დაწესებულების სახელწოდება     3.12. საბანკო დაწესებულების ადგილმდებარეობა (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი)     3.13. ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი) SWIFT-is სისტემის მიხედვით   3.14. ანგარიშის სახეობა     3.15. ანგარიშის ნომერი     3.16. ანგარიშის გახსნის თარიღი     3.17. ანგარიშის დახურვის თარიღი   საკონტაქტო ინფორმაცია:     3.18. ტელეფონი     3.19. ფაქსი     3.20. ელ-ფოსტა ნაწილი 3 გვერდი 2 აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი პირები:   3.21. ფიზიკური პირის სახელი, გვარი სახელი გვარი ა ბ გ დ ე   3.22. იურიდიული პირის სახელწოდება და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ა ბ გ დ ე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები:     3.23. სახელი, გვარი სახელი გვარი ა ბ გ დ ე   3.24. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) და თარიღი ა ბ გ დ ე   3.25. საცხოვრებელი ადგილი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) ა ბ გ დ ე   3.26. პირადი ნომერი ა ბ გ დ ე   3.27. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი ა ბ გ დ ე   3.28. თანამდებობა და დანიშვნის თარიღი ა ბ გ დ ე 3.29. ფორმის შევსების თარიღი 3.30. ხელმოწერა კონფიდენციალური ნაწილი 4 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი № 1 ნოტარიუსის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა (№ 3)  ნოტარიუსის სააღრიცხვო კოდი ______ პირველადი დამატებითი შეცვლილი                                                                                                  ნოტარიუსის მიერ მინიჭებული №________                                                                                                  ფმს-ში გამოგზავნის თარიღი____________                                                                                                  ფმს-ის მინიჭებული № _____________ ინფორმაცია ფორმის წარდგენის მიზეზებისა და ნოტარიუსის ხელთ არსებული დამატებითი მონაცემების (დოკუმენტების) შესახებ   4.1. გარიგების და მასში მონაწილე პირების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი     4.2. დამატებითი ინფორმაცია (შეიტანეთ ამ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნოტარიუსის ხელთ არსებული ყველა ის მონაცემი, რომელიც ვერ მოხვდა ანგარიშგების სხვა გრაფაში)     4.3. დოკუმენტები, რომლებიც (რომელთა ასლებიც) ინახება ნოტარიუსთან გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით 4.4 ფორმის შევსების თარიღი 4.5. ხელმოწერა კონფიდენციალური ნაწილი 5 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ნოტარიუსის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა (№ 3)  ნოტარიუსის სარეგისტრაციო კოდი ______ პირველადი დამატებითი შეცვლილი                                                                                                  ნოტარიუსის მიერ მინიჭებული №_______                                                                                                  ფმს-ის მიერ მინიჭებული______________                                                                                                  ფმს-ში შემოსვლის თარიღი____________ დამატებითი ფურცელი 5.1 ფორმის შევსების თარიღი 5.2. ხელმოწერა