,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №216
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ყველა იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილისა და ლტოლვილის და მათი შთამომავლების ღირსეული დაბრუნების, რეინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; ფართო სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობა.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.“.
2. მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) პოლიტიკური ანალიზის სამმართველო;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ზ) საერთაშორისო ოპერაციების სამმართველო;
თ) საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო;
ი) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა სამმართველო;
კ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმართველო;
ლ) აღმასრულებელი სამდივნო.“.
4. საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 4 |
| სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| სამმართველოს უფროსი | 10 |
| მთავარი სპეციალისტი | 11 |
| უფროსი სპეციალისტი | 12 |
| სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე | 4 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| დამხმარე პერსონალი | 2 |
| სულ: | 57.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 05.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №216. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.010.10.003.001.161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №216, 05.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.001.161 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5830/