1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) დაწესებულების პერსონალი
–
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი
–
საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა
–
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა
–
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ) მატერიალური რესურსის მართვა
–
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ) ადამიანური რესურსის მართვა
–
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ) საგანმანათლებლო პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი
–
აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
–
პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ) ტექნიკური პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ) სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსის მოვლას;
ს) მცენარეთამოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში);
ტ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;
უ)
თემი
–
ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
დაწესებულების პერსონალის შემადგენლო