„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.07.2004
ძალის დაკარგვა 23.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.141.224.006.604
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 11/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 20.10.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 06.06.2003
დოკუმენტის ტექსტი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"SPDumbadze","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.85pt 46.35pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.141.224.006.604
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №96
2004 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2003 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
4. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა:
ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2);
ბ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.
5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები და ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
დებულება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №354 ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი).
3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე.
4. დებულება არეგულირებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) მონიტორინგი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მისი კლიენტებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა;
დ) საეჭვო გარიგება – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი შესრულდა (სრულდება) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ან რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (ან მისი წარმომადგენელი) დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის (ან მისი წარმომადგენლის) იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი, ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში;
ე) პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტები – ფიზიკური და იურიდიული პირები (აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს), რომლებიც მიმართავენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით;
ი) ოფშორული ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;
კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ლ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით ეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. ამ შემთხვევაში მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ჩაითვლება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები (გარიგებები)
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ან ოპერაციათა ერთობლიობა) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა);
ბ) პირის მიერ შესრულებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის, ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოპერაციების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, შეტანილია ტერორისტ და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან დაკავშირებულია, ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საეჭვო ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
მუხლი 4🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების პროცედურა და წესი ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მტკიცდება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:
ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) იდენტიფიკაცია;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა;
გ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების სპეციალური ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით განისაზღვრება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების წარდგენის წესი და პირობები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის ვალდებულებანი და პასუხისმგებლობა, აგრეთვე მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 5🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვა);
ბ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციების შესრულება);
გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების საკითხები;
დ) უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის წარმართვა იმგვარად, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტებისათვის (მათი წარმომადგენლებისათვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (საეჭვო ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში).
მუხლი 6🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი კლიენტისა და/ან მისი წარმომადგენლის (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება სხვა პირის სახელით) იდენტიფიკაცია.
2. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.
3. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის და/ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების სპეციალური ფორმა, შედგენილი ამ დებულების №1 დანართის მიხედვით და/ან შესაბამისი ინფორმაცია.
6. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება იურიდიული პირის ან ზემოაღნიშნული ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელით) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი) მისი რეგისტრაციის (შექმნის) შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.
7. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს თან პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
8. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის (მისი წარმომადგენლის) შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება იურიდიული პირის სახელით):
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების (იმ პირის ჩათვლით, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას იურიდიული პირის სახელით) საიდენტიფიკაციო მონაცემები, (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება ასეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელით):
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების (იმ პირის ჩათვლით, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას შესაბამისი ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელით) საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად).
9. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები და ფაქტობრივი მისამართი, თუ ის განსხვავდება იურიდიული მისამართისაგან (თუ კლიენტი არის იურიდიულ პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს).
მუხლი 7🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.
2. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:
ა) ოპერაციის შესრულების თარიღი;
ბ) ვალუტის სახეობები, რომლებშიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია შესრულდა და შესაბამისი თანხები (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);
გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით);
დ) ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში – ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.
3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს კომპიუტერის საშუალებით, ხოლო კომპიუტერის არქონის შემთხვევაში – სპეციალურ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების წარმოების გზით.
მუხლი 8🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც კომპიუტერის საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული მასალები.
2. 5 წლის ვადით შენახვას აგრეთვე ექვემდებარება:
ა) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრების მეორე ეგზემპლარები (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებზე);
ბ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული სახით).
3. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ოპერაციის განხორციელებიდან 5 წლის ვადით შეინახოს შესაბამისი კლიენტის (მისი წარმომადგენლის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამასთან, დოკუმენტების ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. ამ უკანასკნელი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება.
4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ დაფიქსირებული და შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებს და შესაბამისი კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პროცესების დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს შენახული ინფორმაციისა და დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაცვა.
მუხლი 9🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული წერილობითი ცნობები უნდა იყოს შედგენილი „მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ანგარიშგების ფორმის“ (შემდგომში – ანგარიშგების ფორმა) მიხედვით (დანართი №1).
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული ფორმით, თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.
4. ანგარიშგების ფორმების გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის შესრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (გარიგება) მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ არსებობს ვარაუდი, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა გაეგზავნოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ყველა სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტი.
5. თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით გაგზავნის მიზეზები.
6. ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნომერი (სალიცენზიო რეესტრის მიხედვით), მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ., №3/5 და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.
7. ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწოდება ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge”. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.
8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეიძლება მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+99532) 44 23 76; ფაქსი: (+99532) 93 69 41.
9. ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს (ხელით შეივსოს) ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
10. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა და მიანიჭოს ანგარიშგების თითოეულ ფორმას ინდივიდუალური ნომერი. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში.
11. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, ხოლო, თუ კონკრეტული ოპერაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „—” სიმბოლოებით.
12. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) ერთდროულად ახორციელებს ვალუტის ერთზე მეტი სახეობის ყიდვას ან გაყიდვას და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს, ანგარიშგების ფორმის ის ნაწილი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ (გადასაცვლელი და გადაცვლილი ვალუტის თანხა, სახეობა, გაცვლითი კურსი და ა.შ.) უნდა შეივსოს ცალ-ცალკე გადასაცვლელი და/ან გადაცვლილი ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით).
13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით.
14. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ივსება ფორმის ის ნაწილი (გრაფები), რომელიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.
15. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ნებისმიერ ოპერაციასთან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნებისმიერ კლიენტთან (მის წარმომადგენელთან) დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
16. თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნის შემდეგ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.
17. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტს (მის წარმომადგენელს) და არც ნებისმიერ სხვა პირს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საეჭვო ოპერაციას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებს (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და/ან მისი მფლობელის იმ თანამშრომლებს), რომლებსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 10🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის (ხოლო თუ მფლობელი იურიდიული პირია – მისი ხელმძღვანელის) ხელმოწერით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში), ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.