„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №283
2023 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ,,სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;
ბ) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს სს „პეისერა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.
2. 2023 წლის 15 ივნისიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ გარემოში განახორციელოს მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ე1“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ი1“, „ი2“, „ი3“, „ი4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
3. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.“.
2. ,,სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №283.
- სად არის „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №283, 15.06.2023 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5832878/