ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2023
ძალაში შესვლა 01.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №193/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016736
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით | პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების
მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,
ხელსაყრელად მიიჩნევენ რა სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და მოსაზრებების გაზიარებას ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებზე, ასევე საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები სათანადო დონეზე გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს საერთო ინტერესის საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ საკითხებზე.
კონსულტაციების დონე, დღის წესრიგი, ადგილი და დრო განისაზღვრება წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
სპეციფიკური საკითხების განსახილველად, მხარეებს შეუძლიათ შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა ჯგუფები.
მუხლი 3🔗
მეორე მხარის ქვეყანაში აკრედიტებული თითოეული მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მისი მუდმივი წარმომადგენლობები გააძლიერებენ ურთიერთობებს თავიანთი მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
მუხლი 4🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტების ან განხორციელების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი დავა მხარეთა შორის გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 5🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხარეთა ურთიერთთანხმობით. ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის გზით. ამგვარად შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით. თითოეული ვადის ამოწურვის შემდეგ მემორანდუმი ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთწლიანი ვადებით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობოს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 1 ივნისს, ორ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით