“საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 03.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.607
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 11/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,507 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 46.35pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.14​1.224.006.607 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №102 2004 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი „საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ”. 2. დებულება „საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან. 3. საფოსტო ორგანიზაციებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულებით გათვალისწინებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საფოსტო ორგანიზაციების აღრიცხვის ფორმა” (დებულების დანართი №2); 4. საფოსტო ორგანიზაციებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, „საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნები და ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საფოსტო ორგანიზაციების აღრიცხვის ფორმა”. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გეგუჩაძე დებულება საფოსტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება განკუთვნილია საქართველოს საფოსტო ორგანიზაციებისა და მათი განყოფილებებისთვის, აგრეთვე სხვა ქვეყნის საფოსტო ორგანიზაციების ფილიალებისათვის (წარმომადგენლობებისათვის) საქართველოში (შემდგომში – სოფოსტო ორგანიზაციები). 3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, ფილიალებზე, წარმომადგენლობებსა და განყოფილებებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. 4. დებულება არეგულირებს საფოსტო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, საფოსტო ორგანიზაციის კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – საფოსტო ორგანიზაციის მიერ მათი კლიენტების იდენტიფიკაცია, პირების მიერ საფოსტო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელებული, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) ოპერაცია (გარიგება) – საფოსტო ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა; ვ) საეჭვო ოპერაცია – საფოსტო ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა (მიუხედავად მისი თანხისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი განხორციელდა (ან ხორციელდება) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება ოპერაციის მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან ოპერაციის თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად ზონაში, ან რომ საფოსტო ფულადი გზავნილის გაგზავნა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ზ) პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა კავშირი); თ) საფოსტო ორგანიზაცია – საფოსტო კავშირის ეროვნული ოპერატორი, რომელიც მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს საფოსტო კავშირის უნივერსალურ მომსახურებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; ი) საფოსტო ორგანიზაციის კლიენტები – ფიზიკური და იურიდიული პირები (აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს), რომლებიც მიმართავენ საფოსტო ორგანიზაციას საფოსტო ფულადი გზავნილის მიღების ან გაგზავნის მიზნით; კ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; ლ) ოპერაციის განმახორციელებელი პირი – ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი (თანხის მიმღები და თანხის გამგზავნი); მ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით; ნ) ოფშორული ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები ოპერაციის განმახორციელებელი პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; ო) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – საფოსტო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც საფოსტო ორგანიზაციის სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე დაეკისრება საფოსტო ორგანიზაციაში მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და მიენიჭება შესაბამისი უფლებამოვალეობანი, მათ შორის საფოსტო ორგანიზაციის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებასთან, ოპერაციის საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების მიწოდებასთან დაკავშირებული და სხვა უფლებამოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით საფოსტო ორგანიზაციაში შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის უფლებამოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული ოპერაცია, ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ოპერაცია საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა); ბ) პირის მიერ შესრულებული ოპერაციის, ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოპერაციების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის ოპერაცია, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საფოსტო ორგანიზაციებს მიეწოდებათ (ან ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო ოპერაციის განხორციელების მცდელობა და სხვა ფაქტები (გარემოებები), რომლებიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.     მუხლი 4🔗.  საფოსტო ორგანიზაციის ვალდებულებანი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე  კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს კონტროლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე.     მუხლი 5🔗. საფოსტო ორგანიზაციის ვალდებულებანი მომხმარებლის იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს მასთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის განმახორციელებელი ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის იდენტიფიკაცია. 2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. 3. საფოსტო ორგანიზაციას არ აქვს უფლება განახორციელოს ოპერაცია, თუ წინასწარ არ მოახდინა ამ ოპერაციის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკაცია. 4. ოპერაციის საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად, საფოსტო ორგანიზაცია არ აჩერებს ოპერაციის შესრულებას (კლიენტის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში – დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად. 6. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს ოპერაციის განმახორციელებელი პირების შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება); გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. 7. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან;  დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს თან პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ოპერაციის განხორციელება და სხვა). 9. თუ საფოსტო ორგანიზაციაში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) გაცემის თარიღი; ა.გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) გამცემი ორგანო; ა.დ) დაბადების ადგილი; ა.ე) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.ვ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ზ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; ა.თ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) დამფუძნებელი/პარტნიორი  პირების, აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.გ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.     მუხლი 6🔗. საფოსტო ორგანიზაციების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საფოსტო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის შესახებ. 2. ოპერაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს საფოსტო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ოპერაციის შინაარსი (საფოსტო ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა); ოპერაციის განხორციელების თარიღი, ადგილი, თანხის ოდენობა და ვალუტა; ოპერაციის ყველა მონაწილე პირის (მათ შორის წარმომადგენლის და მარწმუნებლის) საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად.  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით საფოსტო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.     მუხლი 7🔗. საფოსტო ორგანიზაციის ვალდებულებანი ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. საფოსტო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ოპერაციის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის განხორციელების დღიდან 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული როგორც დოკუმენტური, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე ელექტრონული სახით (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა). 2. ოპერაციის შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით.  ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად საფოსტო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საფოსტო ორგანიზაციამ სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 5 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები (როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით). ამასთან, საფოსტო ორგანიზაციაში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია მოქმედი ნორმატიული აქტით – საფოსტო ორგანიზაციის ბეჭდით. 4. საფოსტო ორგანიზაციაში შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს განხორციელებულ ოპერაციას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 8🔗. საფოსტო ორგანიზაციის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციათა შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი წერილობითი ცნობები უნდა იყოს შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №1). 3. ანგარიშგების სპეციალური ფორმები უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს როგორც ნაბეჭდი, ასევე, შეძლებისდაგვარად ელექტრონული ფორმით. 4. ანგარიშგების სპეციალური ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის განხორციელებიდან (ან ასეთი ოპერაციის განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; ბ) თუ ოპერაცია მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; გ) თუ არსებობს ვარაუდი, რომ ოპერაციის განმახორციელებელი რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა გაეგზავნოს საფოსტო ორგანიზაციის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, საფოსტო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია არა უგვიანეს ინფორმაციის მიწოდების შემდეგი 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების სპეციალური ფორმის დაგვიანებით მიწოდების მიზეზები.  6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნა ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საფოსტო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საფოსტო ორგანიზაციის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ., №3/5 და გრიფი „კონფიდენციალური”. 7. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge”. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გასაგზავნი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველადი ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+99532)44 23 76; ფაქსი: (+99532) 93 69 41. 9. გადაწყვეტილებას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს საფოსტო ორგანიზაციის მონიტორინგის განმახორციელებელი პირი. 10. ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების უფლება აქვთ საფოსტო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ საფოსტო ორგანიზაციის სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით. 11. ანგარიშგების სპეციალური ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმატიული აქტით – საფოსტო ორგანიზაციის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საფოსტო ორგანიზაციაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესითა და ვადით. 12. საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების სპეციალური ფორმების რეესტრი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების სპეციალური ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. 13. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი საფოსტო ორგანიზაციას არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, ხოლო, თუ კონკრეტული ოპერაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „—” სიმბოლოებით. 14. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი საფოსტო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს  დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით. 15. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.       16. საეჭვო ოპერაციის გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ  სხვა ოპერაციებს. 17. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საფოსტო ორგანიზაციისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ოპერაციების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების სპეციალური ფორმა არ იყო გაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 18. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის გაგზავნის შემდეგ საფოსტო ორგანიზაცია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს ანგარიშგების სპეციალური ფორმის სახით. 19. საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი ოპერაციის განმახორციელებელ პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. საფოსტო ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო ოპერაციას ან შეავსებს ანგარიშგების სპეციალურ ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია საფოსტო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.     მუხლი 9🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საფოსტო ორგანიზაციების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და განყოფილებების) აღრიცხვა 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საფოსტო ორგანიზაციების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვას. აღრიცხვის გავლის მიზნით, საფოსტო ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საფოსტო ორგანიზაციების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და განყოფილებების)  აღრიცხვის ფორმა“ (ამ დებულების დანართი №2), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული საფოსტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საფოსტო ორგანიზაციების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და განყოფილებების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საფოსტო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევსებული ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.     მუხლი 10🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის საფოსტო ორგანიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.