„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 03.08.2004
ძალის დაკარგვა 23.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.608
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 11/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,764 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2004 მიღება
23.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"SPDumbadze","serif"; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.14​1.224.006.608 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №104 2004 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’. 2. დებულება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან. 3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანება „საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე. 4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა: ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების აღრიცხვის ფორმა”; ბ) უზრუნველყონ საკრედიტო კავშირში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, პარტნიორებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გეგუჩაძე დებულება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე. 3. დებულება არეგულირებს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების (შემდგომში – „საკრედიტო კავშირი“) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება; ე) პარტნიორი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებებები და მოვალეობები; ვ) მონიტორინგი – საკრედიტო კავშირის მიერ მისი პარტნიორებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა; ზ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, აგრეთვე გარიგება, რომელიც ითვალისწინებს თანხის გადარიცხვას ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; თ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა); ი) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; კ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები; ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით; მ) ოფშორული ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; ნ) საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ანდა გარიგების თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებული (დადებული) გარიგებების ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში); ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა); 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საკრედიტო კავშირს ეგზავნება (ან ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.     მუხლი 4🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტს. 2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს: ა) საკრედიტო კავშირთან დაკავშირებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პარტნიორებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მათი წარმომადგენლების, მარწმუნებლების იდენტიფიკაცია; ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ანგარიშგების სპეციალური ფორმით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს: ა) საკრედიტო კავშირის პარტნიორების, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მათი წარმომადგენლების, მარწმუნებლების იდენტიფიკაციის პირობები და წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა; გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების მიწოდების წესი; ე) საკრედიტო კავშირის სხვა თანამშრომლის, მათ შორის ხელმძღვანელი მუშაკის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი). 4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 5. მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ საკრედიტო კავშირის პარტნიორებისათვის, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, მარწმუნებლებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს (მიჩნეული იქნა საეჭვოდ). 6. საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.     მუხლი 5🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის საკრედიტო კავშირის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და შესაბამისი პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებითა და სხვა).     მუხლი 6🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი პარტნიორების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი პარტნიორისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის, მისი წარმომადგენლის, მარწმუნებლის იდენტიფიკაცია. 2. საკრედიტო კავშირს არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. 3. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საკრედიტო კავშირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მხურველი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. 4. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საკრედიტო კავშირი ვალდებულია უარი განაცხადოს პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, აგრეთვე დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების სპეციალური ფორმა და/ან შესაბამისი ინფორმაცია. 5. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება); გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად). 6. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან; დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს თან პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მაგალითად, თუ გარიგებაში მონაწილეობს სამხედრო მოსამსახურე, მისი იდენტიფიკაციისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო ბილეთი). 8. თუ საკრედიტო კავშირში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინმფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) დაბადების ადგილი; ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, თარიღი; ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები ბანკსა და საკრედიტო კავშირში; ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.     მუხლი 7🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ. 2. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს საკრედიტო კავშირმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) გარიგების სახე (მაგალითად, სესხის გაცემა, ანაბრების მიღება, ინვესტიციების განთავსება და ა.შ.); ბ) გარიგების ფორმა (მაგალითად, წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება); გ) გარიგების მიზანი (მაგალითად, ვალდებულების დაფარვა, სარგებლის მიღება და სხვა); დ) გარიგების მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) გარიგების დადების ადგილი, გარიგების დადების ან განხორციელების თარიღი, დასრულების თარიღი, თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება შესრულდა (უნდა შესრულდეს); ვ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში); ზ) იმ პარტნიორის ვინაობა, რომლის დავალებითაც საკრედიტო კავშირი ახორციელებს გარიგებას, მათ შორის საკრედიტო კავშირში არსებული ანგარიშის სახეობა, ნომერი, რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული გარიგებისათვის; 3. საკრედიტო კავშირის პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს კომპიუტერის საშუალებით, ხოლო კომპიუტერის არქონის შემთხვევაში – სპეციალურ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების წარმოების გზით. საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.     მუხლი 8🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ შეინახოს შესაბამისი გარიგების შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც კომპიუტერის საშუალებით აღრიცხული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე საკრედიტო კავშირში დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული მასალები. 2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, საკრედიტო კავშირმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 5 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმები (როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული სახით). ამასთან, საკრედიტო კავშირში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია საკრედიტო კავშირის წესდებით (ინსტრუქციით) – საკრედიტო კავშირის ბეჭდით. 4. საკრედიტო კავშირის მიერ აღრიცხული და შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების და შესაბამისი პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის სისხლისსამართლებრივი პროცესების დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 9🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული წერილობითი ცნობები უნდა იყოს შედგენილი ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიხედვით (ამ დებულების დანართი №1). ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების დეტალურ ინსტრუქციას შეიმუშავებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. 3. ანგარიშგების სპეციალური ფორმები უნდა მიაწოდოს სამსახურს როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. ანგარიშგების სპეციალური ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; ბ) თუ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; გ) თუ არსებობს ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, საკრედიტო კავშირი ვალდებულია ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების სპეციალური ფორმის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები. 6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო კავშირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და გრიფი: „კონფიდენციალური”. 7. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საწყისი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწოდება ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge”. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+99532) 44 23 76; ფაქსი: (+99532) 93 69 41. 9. გადაწყვეტილებას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს საკრედიტო კავშირის ის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე. 10. ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების უფლება აქვთ საკრედიტო კავშირის მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკრედიტო კავშირს სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 11. ანგარიშგების სპეციალური ფორმა უნდა დაიბეჭდოს (ხელით შეივსოს) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია წესდებით (ინსტრუქციით) – საკრედიტო კავშირის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი მიეწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება საკრედიტო კავშირში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. 12. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების სპეციალური ფორმების რეესტრი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების სპეციალური ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. 13. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი საკრედიტო კავშირს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, ხოლო, თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „—” სიმბოლოებით. 14. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით. 15. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის. 16. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემთხვევაში საკრედიტო კავშირი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს. 17. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო კავშირისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების სპეციალური ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 18. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემდეგ საკრედიტო კავშირი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმის სახით. 19. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. საკრედიტო კავშირის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების სპეციალურ ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.     მუხლი 10🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საკრედიტო კავშირების (მათი ფილიალების) შესახებ ინფორმაციის შეტანა 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საკრედიტო კავშირის (მისი ფილიალის) შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით საკრედიტო კავშირმა (მისმა ფილიალმა) უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების (მათი ფილიალების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელის ხელმოწერით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების (მათი ფილიალების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საკრედიტო კავშირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა.     მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 1. ზედამხედველობას საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.