„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.08.2004
ძალის დაკარგვა 23.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.609
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 11/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 18.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"SPDumbadze","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 60.35pt 45.0pt 56.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.609
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №100
2004 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’.
2. დებულება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 იანვრის №37 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.
4. სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა:
ა) 2004 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით მათ მიერ დამტკიცებული შიდა ინხტრუქციების შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების მოთხოვნებთან, ხოლო შიდა ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში – მათი შემუშავება და დამტკიცება;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“;
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
დებულება
სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულება განკუთვნილია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის.
3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
4. დებულება არეგულირებს სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, მათი კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) მონიტორინგი – სადაზღვევო ორგანიზაციებისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული), შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან, რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან, რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი, ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან, რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ზ) სადაზღვევო ორგანიზაცია – „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი;
თ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
ი) გარიგების მონაწილე პირი – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი, დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე, სადაზღვევო აგენტი და სადაზღვევო ბროკერი, სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმებულია გადაზღვევის ხელშეკრულება. აგრეთვე, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საპენსიო სქემის მეანაბრე, საპენსიო სქემის მონაწილე ან მისი მემკვიდრე, ასევე მათი წარმომადგენლები და მარწმუნებლები;
კ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) ოპერაციის (გარიგების) თანხა – დაზღვევის, გარდა სიცოცხლის დაზღვევის, სახეობაში დადებული გარიგების თანხად ჩაითვლება განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის ოდენობა ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობა, ხოლო სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში დადებული გარიგების (განხორციელებული ოპერაციის) თანხად მიიჩნევა სადაზღვევო/საპენსიო შენატანის ჯამური ოდენობა ან/და გასაცემი თანხა/პენსია. ოპერაციის (გარიგების) თანხად აგრეთვე მიიჩნევა გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ან სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება;
მ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელი, რომელსაც სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლებამოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციაში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის უფლებამოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შიდა ინსტრუქციით;
ნ) სადაზღვევო შენატანი (პრემია) – დამზღვევის მიერ, მათ შორის სადაზღვევო ბროკერის ან აგენტის შუამავლობით, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა;
ო) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები;
პ) სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია ან დადებული გარიგება (შემდგომში ოპერაცია (გარიგება) ან გარიგება (ოპერაცია)) – სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სადაზღვევო პრემიის და/ან საპენსიო შენატანის მიღება, სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის ანაზღაურება და/ან პენსიის/თანხის გაცემა (სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში), აგრეთვე გადაზღვევასთან და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია და გარიგება;
ჟ) ფრანშიზა – აუნაზღაურებადი მინიმუმი, ანუ ის, რაც სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ არ ანაზღაურდება მიყენებული ზარალის დროს;
რ) სადაზღვევო თანხა – სადაზღვევო შემთხვევის დროს მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხა;
ს) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები (ოპერაციები)
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული ოპერაცია ან გარიგება, ანდა მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე, ნებისმიერი სახის ოპერაცია (გარიგება), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს ეგზავნება (ან ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო ოპერაციის (გარიგების) დადების შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
4. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა (ოპერაციათა) ჩამონათვალი (ან მათი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, ოპერაციის (გარიგების) არსი და სხვა), რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების მიწოდების ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 4🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.
2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:
ა) სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენა;
გ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ანგარიშგების სპეციალური ფორმით;
ე) თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და თავიდან აცილების კუთხით).
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის სპეციალური ანგარიშგების ფორმების მიწოდების პირობები.
4. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) სადაზღვევო ორგანიზაციასა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე სხვა პირების, მათი წარმომადგენლების, მარწმუნებლების, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) იდება (დადებულია) მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის იდენტიფიკაციის პირობები და წესი;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და სადაზღვევო ორგანიზაციასა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლისათვის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულისათვის) გადაცემის წესი;
გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი, აგრეთვე ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე თანამშრომლები;
დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების მიწოდების წესი (მათ შორის, ანგარიშგების ფორმების შევსების და ხელმოწერითა და/ან ბეჭდით დამოწმების უფლებამოსილების მინიჭების და სხვა საკითხები);
ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელისა და თითოეული თანამშრომლის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა);
ვ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა;
ზ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც მიენიჭებათ უფლება ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას.
5. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს, რომ:
ა) გადაწყვეტილებას ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შესახებ იღებს შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პირ(ებ)ი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სათანადო ქვედანაყოფების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე ორგანიზაციაში არსებული (მათ შორის, სხვადასხვა ფილიალში) ინფორმაციის საფუძველზე (საერთო საინფორმაციო ქსელის დანერგვის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც). ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციებსა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისთვის მიწოდებული მითითებები და სხვა ინფორმაცია. საეჭვო და/ან დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა);
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მუდმივი კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადასინჯვა (საჭიროების შემთხვევაში – განახლება) უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ, შიდა ინსტრუქციით დადგენილი პერიოდულობით;
გ) მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის კლიენტებისათვის, ოპერაციების (გარიგებების) მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები მიჩნეულ იქნა საეჭვოდ;
დ) სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის: კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ამ ინფორმაციის შემოწმებისა და გაანალიზების მასალების), აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან (ოპერაციებთან) დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ე) ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ყველა თანამშრომლის მონაწილეობა (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის ხელშეწყობის პროცესში.
6. შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.
მუხლი 5🔗. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან სპეციალური სტრუქტურული ერთეული).
2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის) ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით, აგრეთვე, თუ ეს გათვალისწინებულია სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შინაგანაწესით – შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციით (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – ინსტრუქციებით).
3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და მის მიერ, აგრეთვე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) უნდა დაეკისროს შემდეგი ფუნქციები:
ა) მონიტორინგის პროცესის ორგანიზება, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამშრომლებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, ოპერაციების (გარიგებების) საეჭვოობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსება, დამოწმება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა (შიდა ინსტრუქციით შეიძლება განისაზღვროს, რომ ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირი. ასეთ შემთხვევაში ანგარიშგების ფორმებს ხელს აწერს ეს უკანასკნელი);
გ) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომლების კონსულტირება და სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება;
დ) შიდა ინსრუქციით განსაზღვრული პერიოდულობით სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე წერილობითი ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა.
5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქნიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელს და იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ მის წინაშე.
7. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) აღმოაჩენს, რომ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის რომელიმე თანამშრომელი არ ასრულებს შიდა ინსტრუქციით დადგენილ წესებს და თავისი კომპეტენციის შესაბამისად არ იღებს მონაწილეობას მონიტორინგის პროცესში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს.
8. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) არყოფნისას მისი ფუნქციების შესრულება უნდა დაევალოს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომელს, რაც უნდა დაფიქსირდეს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სათანადოდ გაფორმებულ დოკუმენტში, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
მუხლი 6🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის, მისი წარმომადგენლის, მარწმუნებლის, აგრეთვე იმ მესამე პირის იდენტიფიკაცია, რომლის სასარგებლოდაც იდება (დადებულია) გარიგება ან სრულდება ოპერაცია.
2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
3. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო სერტიფიკატის გამოწერა და სხვა), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.
4. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში აგრეთვე დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების სპეციალური ფორმა და/ან შესაბამისი ინფორმაცია.
6. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში – როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს თან პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის დაზღევევის შემთხვევაში).
9. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მუდმივი კლიენტების (პირები, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს სადაზღვევო მომსახურებისათვის) საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.
10. ანკეტირების პროცესის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე იმ პირების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციასა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს ერთჯერადი ოპერაციის (გარიგების) განხორციელების მიზნით (არარეგულარულად), ან წარმოადგენენ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს (მაგალითად, როდესაც ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ).
11. თუ სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო;
ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ა.თ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) დამფუძნებელი/პარტნიორი პირების, აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. იდენტიფიკაციასთან და ანკეტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების დეტალური წესი და სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომლების შესაბამისი ფუნქციები განისაზღვრება სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით.
მუხლი 7🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის და/ან გარიგების შესახებ.
2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი (დაზღვევის სახეობა, პერიოდი, მოქმედების არეალი და ა.შ.);
ბ) ოპერაციის (გარიგების) დადების თარიღი, სადაზღვევო თანხის ოდენობა, სადაზღვევო პრემიის ან საპენსიო შენატანის ოდენობა, ანაზღაურებული ზარალის (თუ ზარალი ანაზღაურდა) და გაცემული პენსიის სიდიდე;
გ) ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც სადაზღვევო შუამავალი ახორციელებს ოპერაციას (გარიგებას);
ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის დავალებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ვ) თუ ოპერაცია სრულდება მესამე პირის (დაზღვეულის, მოსარგებლის) სასარგებლოდ – შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ზ) თუ სადაზღვევო გარიგება სრულდება დაზღვევის შუამავლის მეშვეობით, მაშინ – შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
თ) ოპერაციის (გარიგების) შესრულების მიზანი და საფუძველი (ამ უკანასკნელის თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). ოპერაციის (გარიგების) შესრულების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონის მოთხოვნა, კლიენტის მიერ დადებული სამეწარმეო ხელშეკრულება, კომერციული გარიგება და სხვა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს გააჩნია ინფორმაცია იმ გარიგების (ან სხვა საფუძვლის) შესახებ, რომელიც სადაზღვევო (ოპერაციის) გარიგების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, უზუფრუქტი, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.);
ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს);
გ) გარიგების ფორმა (მაგალითად, წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);
დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვა);
ე) გარიგების მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანახმად ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა;
ვ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, მოქმედების ვადა, თანხის ოდენობა, ვალუტა;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში).
4. დებულების მე-6 მუხლის მე-6 და მე-11 პუნქტებსა და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.
მუხლი 8🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული სახით (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა).
2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა შიდა ინსტრუქციით ან მის საფუძველზე მიღებული სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 5 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები (როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით). ამასთან, სადაზღვევო ორგანიზაციაში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ბეჭდით.
4. სადაზღვევო ორგანიზაციაში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პროცესის ან სისხლისსამრთლებრივი დევნის დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ შიდა ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 9🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციათა) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული წერილობითი ცნობები უნდა იყოს შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №1).
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით.
4. ანგარიშგების სპეციალური ფორმების გაგზავნა (მიწოდება) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ ოპერაციის (გარიგების) თანხა ან ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი ოპერაციის (გარიგების) არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა (ე.ი. თუ საეჭვოობის ვარაუდი გაჩნდა ოპერაციის შესრულების (გარიგების დადების) შემდეგ, ინფორმაციის შემდგომში უკეთ გაანალიზების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად);
გ) თუ არსებობს ვარაუდი, რომ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, რომელიც ეხება ამ ოპერაციას (გარიგებას) და მასში მონაწილე პირებს.
5. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია არა უგვიანეს ინფორმაციის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით მიწოდების მიზეზები.
6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.
7. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწოდება ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge”. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.
8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+99532)44 23 76; ფაქსი: (+99532) 93 69 41.
9. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
10. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით ან მის საფუძველზე მიღებული სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით.
11. ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის, სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ან სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის იმ ხელმძღვანელის, რომელიც კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს) ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი მიეწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
12. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმების რეესტრი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი.
13. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, ხოლო, თუ კონკრეტული ოპერაციის (გარიგების) თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „—” სიმბოლოებით.
14. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით.
15. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.
16. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს).
17. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან (გარიგებასთან) და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
18. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემდეგ სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან (გარიგებასთან) ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.
19. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ოპერაციასთან, გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო ოპერაციას (გარიგებას) ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციის თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 10🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევსებული ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.