მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №105/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,464 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი 93% 22.02.2023 მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 21.06.2023 კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 31.10.2022 მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 21.06.2023 მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №105/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის და „მიკრობანკების  საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკების ლიცენზირების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკების ლიცენზირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მიკრობანკების ლიცენზირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკრობანკების ლიცენზირების საკითხებს, ასევე უცხოური სანდო ბანკის შვილობილ კომპანიაზე, უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალსა და შვილობილ მიკრობანკზე, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესს. 2. ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით  რეგისტრირებულ  იმ  იურიდიულ  პირზე,  რომელიც აკმაყოფილებს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს. 3. უცხოური კომერციული ბანკის შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება გამარტივებული წესით განხორციელდეს, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ განსაკუთრებულად სანდო ბანკის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე. 4. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის  შვილობილმა  კომპანიამ  უნდა წარადგინოს  მიკრობანკის  საქმიანობის  ლიცენზიის  მისაღებად.  წარდგენილი  დოკუმენტაცია  უნდა მოიცავდეს, სულ მცირე ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუხლი 2🔗. წერილობითი მიმართვა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 1. დაინტერესებული იურიდიული პირი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობით მიმართავს ეროვნულ  ბანკს.  წერილობითი   მიმართვა    წარდგენილი    უნდა    იყოს ამ ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. წერილობითი მიმართვა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას (გარდა უცხოური სანდო ბანკის შვილობილი კომპანიისა) თან უნდა დაერთოს ამ ლიცენზიის მაძიებლის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები, მათ შორის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: განაცხადთან დაკავშირებით საკონტაქტო პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია, სათავო ოფისის მისამართი, თუ ის განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისაგან, ვებგვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში); ბ) კომერციული ბანკის ცნობა ნებადართული და განთავსებული კაპიტალისა  და მისი განაღდებული   ნაწილის  შესახებ,   აგრეთვე   ინფორმაცია,   რომელიც მოიცავს მონაცემებს ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე; უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალი ან შვილობილი მიკრობანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის/მიკრობანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ. გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; დ) მისი ადმინისტრატორებისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და საემთვალყურეო საბჭოს) „მიკრობანკების  საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს  კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); ვ) ინფორმაცია მისი ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ამ  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ასევე, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში, 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; ზ)  ინფორმაცია  მისი სამეთვალყურეო  საბჭოს, მათ შორის, აუდიტის  კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; თ) მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ი) თუ იგი ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, ინფორმაცია მისი წარსული საქმიანობის შესახებ, რაც მოიცავს: ი.ა) ინფორმაციას მისი ან/და მისი შვილობილი საწარმოს მიერ ფინანსურ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის ნებისმიერი მიმდინარე, განხილვის პროცესში მყოფი, გაუქმებული ან/და გამოუყენებელი ლიცენზიის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან/და ნებართვის შესახებ; ი.ბ) ინფორმაციას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ან მისი შვილობილი საწარმოს გადახდისუუნარობის, რესტრუქტურიზაციის ან რეორგანიზაციის, დროებითი ადმინისტრაციის, რეზოლუციის ან/და ლიკვიდაციის პროცესების შესახებ; ი.გ) ინფორმაციას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ან მისი შვილობილი საწარმოს ადმინისტრაციული, რელევანტური სამოქალაქო ან საარბიტრაჟო დავის, ასევე სისხლისსამართლებრივი წარმოების შესახებ, რომელიც მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა ან/და მიმდინარეობს და რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის განხილვის მიზნებისთვის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებულად მოითხოვოს, მათ შორის, შემდეგი დეტალური ინფორმაცია: ი.გ.ა) ინფორმაცია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წინააღმდეგ დაკმაყოფილებული საჩივრებისა და დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ; ი.გ.ბ) მორიგება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან, რომელიც უკავშირდება საფინანსო სექტორს; ი.გ.გ) ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება თაღლითობას, კორუფციას, ფულის გათეთრებას, სხვა ეკონომიკურ დანაშაულს ან ტერორიზმის დაფინანსებას ან/და მისი პრევენციისათვის არასათანადოდ გატარებულ ზომებს; ი.გ.დ) ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს ფინანსური სექტორის ზედამხედველი ორგანოს მიერ საფინანსო მომსახურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების ან მომხმარებელთა უფლებების დარღვევისათვის; ი.გ.ე) საჩივრები კლიენტების ან ყოფილი კლიენტების მხრიდან, რომლებიც გადაწყდა კლიენტის სასარგებლოდ მესამე მხარის მიერ; ი.გ.ვ) უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო დაკისრებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა; ი.გ.ზ) ამ პუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი ორგანოს დასახელება და მისამართი, საქმის განხილვის თარიღი, დავის ღირებულება, შედეგი და ძირითადი გარემოებების ახსნა; ი.დ) აუდიტორის მიერ აუდიტირებული ბოლო ერთი წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგება. თუ იურიდიული პირის დაფუძნებიდან არ გასულა 6 თვე, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; კ) უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ლ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. 3. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალზე (გარდა უცხოური სანდო ბანკის შვილობილისა) და შვილობილზე მიკრობანკის  საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი/მიკრობანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების  ადგილსამყოფელ  ქვეყანაში მოიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წერილობით მიმართვას, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, დამატებით თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სათავო ბანკის/მიკრობანკის ბოლო 3 წლის აუდიტირებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება და მოგება-ზარალის თაობაზე ანგარიშგება; ბ) სათავო ბანკის/მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის გახსნის ან შვილობილის დაფუძნებისა და მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის  წარდგენის შესახებ; გ) სათავო ბანკის/მიკრობანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტური საქართველოში ფილიალის/შვილობილი მიკრობანკის გახსნაზე. 4. ეროვნული  ბანკი უცხოური სანდო ბანკის შვილობილზე მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე: ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო  ორგანოს  თანხმობა საქართველოში შვილობილი მიკრობანკის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული; დ) დოკუმენტი,  რომლითაც  დასტურდება,  რომ დამფუძნებელ  ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, „კომერციული  ბანკების  საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს კანონიდან  გამომდინარე,  ენიჭება  უცხოური სანდო ბანკის სტატუსი; ე) შვილობილის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი; ვ) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს; ზ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის თაობაზე, მათ შორის, აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს; ა.ზ)  შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ)  აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში. 6. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, რისკების კომიტეტის და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 7. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და დირექტორატის წევრთა სამუშაოს აღწერილობას; ბ) კორპორაციული მართვის პრინციპებს; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას; ზ) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში); თ) ბიზნესგეგმას. იგი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: თ.ა) ბიზნესსტრატეგიას; თ.ბ) ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესმოდელის სიცოცხლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორების პოტენციური გავლენის შესახებ მიკრობანკის ბიზნესსტრატეგიაზე; თ.გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას მომხმარებელთა სეგმენტების, პროდუქტების, მომსახურების და მათი მიწოდების არხების ჩათვლით; თ.დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო სამი წლისთვის, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს: თ.დ.ა) საპროგნოზო მაჩვენებლებს ინდივიდუალურ და ჯგუფის დონეზე; თ.დ.ბ) საპროგნოზო მაჩვენებლებს თითოეული ბიზნესხაზისთვის; თ.დ.გ) ბალანსის, შემოსავლისა და ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებს; თ.ე)  ბიზნესსა და მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; თ.ვ) ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსის აღწერას დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისად, მათ შორის, საწყის ეტაპზე დასანერგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მინიმუმსა და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას; თ.ზ) სრული ფუნქციონირების დაწყების გეგმას, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მომენტისათვის ვერ იქნება სრულად ფუნქციონირებადი; თ.თ) ყველა იმ საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემის დასახელებას, რომლის წევრობასაც გეგმავს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირველი საოპერაციო წლის განმავლობაში; თ.ი) აუთსორსინგის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე ინფორმაციას: მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის საოპერაციო და შიდა კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობის აუთსორსინგის, შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის და ლიცენზიის მაძიებელთან მისი ნებისმიერი კავშირის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებლის ადგილმდებარეობის, აუთსორსინგის გამოყენების მიზეზების, მიმწოდებლისაგან მომსახურების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი გეგმის და პასუხისმგებლობის შესახებ, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება აუთსორსინგი. 8.  ამ  წესით  გათვალისწინებული  დოკუმენტები  წარდგენილ  უნდა  იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული უნდა იყოს. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 9. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას არ ითვალისწინებს, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამის დამადასტურებელი, უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. 10. საქართველოს ტერიტორიაზე ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს. თუ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, სრულად არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/პირის დასტური იმის თაობაზე, რომ სხვაგვარი ცნობა არ გაიცემა. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების თაობაზე წერილობითი მიმართვის განხილვის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების ხელახლა წარდგენა მოითხოვოს. 11. ლიცენზირების პროცესში წარდგენილი უნდა იქნეს იმ ჯგუფის დეტალური აღწერა, რომლის ნაწილიც უნდა  გახდეს  მიკრობანკი ლიცენზირების შემთხვევაში. აღნიშნული ჯგუფის სტრუქტურა  მისაღები უნდა  იყოს ეროვნული  ბანკისათვის.  კერძოდ,  ჯგუფის სტრუქტურა არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ შეიძლება შეაფერხოს მისი ზედამხედველობა. ლიცენზირებული მიკრობანკი აღნიშნულ მოთხოვნას მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს. მუხლი 3🔗. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. 2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი წერილობითი მიმართვის მიღებამდე ამ ლიცენზიის მაძიებელთან შესაბამისი კონსულტაციები გამართოს. 4.   მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ფორმალური შესაბამისობის შემოწმება გულისხმობს მხოლოდ იმის შეფასებას წარდგენილია თუ არა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული, სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და არ გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსობრივი მხარის, მათ შორის, გამცემი ორგანოს უფლებამოსილების ან/და დამოწმების სისწორის შეფასებას. თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით დასტურს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადას. 5. ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. მისი განხილვის პერიოდში  ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა არის ვადის დინების განახლების საფუძველი, ხოლო მისი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ეროვნული ბანკი აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას, ხოლო თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებს − დასაბუთებულ უარს. 6. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გასცეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია და მიკრობანკს კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები გარკვეული სახის ნებადართული საქმიანობის განხორციელებაზე. მუხლი 4🔗. მიკრობანკების შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) 1.  მიკრობანკების გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი ან ორზე მეტი მიკრობანკის მიერ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 2. ამ მუხლის  პირველი პუნქტით  გათვალისწინებული  თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შესაბამისი მიკრობანკების პარტნიორთა საერთო კრებების გადაწყვეტილება   გაერთიანების შესახებ; ბ) მიკრობანკების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი ახალი მიკრობანკის ბალანსის პროექტი; გ) ახალი მიკრობანკის ბიზნესგეგმა და გაერთიანების ეკონომიკური დასაბუთება; დ) ახალი მიკრობანკის წესდების პროექტი. 3. ამ  მუხლის  მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული  დოკუმენტების განხილვის შემდგომ,  არაუგვიანეს  ორი თვისა,  ეროვნული  ბანკი  იღებს  გადაწყვეტილებას და წერილობით  აცნობებს  ამის  თაობაზე მიკრობანკებს. 4. თუ მიკრობანკების გაერთიანება დადებითად იქნა შეფასებული, მაშინ დამატებით, მიკრობანკის ლიცენზირებისათვის საჭიროა წარდგენილ იქნეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შეცვლილი გარემოებების ნაწილში. 5. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. 6. ერთი მიკრობანკის მიერ მეორე მიკრობანკის მიერთებისას, ვრცელდება მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეროვნულ ბანკს ინფორმაცია უნდა წარედგინოს შეცვლილი გარემოებების ნაწილში. დამატებით, მიკრობანკის მიერთებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად განცხადებას უნდა დაერთოს: ა)  მიკრობანკების საერთო კრების გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე; ბ) ბიზნესგეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი მიკრობანკის მიერთებისას მეორე მირკობანკზე. 7. ამ  მუხლის  მე-6  პუნქტით  გათვალისწინებული  დოკუმენტების განხილვის  შემდგომ,  არაუგვიანეს ორი თვისა, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს მიკრობანკს. 8. მიკრობანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიერთებული მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად,  ხოლო იმ მიკრობანკის  საქმიანობის ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე –  უცვლელი რჩება. 9. მიკრობანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე მიკრობანკად განიხილება როგორც ახალი მიკრობანკების  წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს  ამ  წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით. 10. მიკრობანკისგან გამოყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი მიკრობანკის ლიცენზირება უნდა განხორციელდეს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. ის მიკრობანკი, რომლისგან გამოყოფაც განხორციელდა, საქმიანობას აგრძელებს მოქმედი ლიცენზიის ფარგლებში, ამასთან იგი უნდა აკმაყოფილებდეს მიკრობანკის ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.  ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვლილი გარემოებების ნაწილში მოითხოვოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული და სხვა ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, მიკრობანკების შერწყმაზე (გაერთიანება, მიერთება) ვრცელდება „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები.