მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №110/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016699
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,437 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (32)
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან
მუხლი 2
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან
მუხლი 2
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან
მუხლი 2
რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები
მუხლი 2
მთლიანი აქტივები
მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი აქტივები
მუხლი 2
მთლიანი ვალდებულებები
მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებები
მუხლი 2
სააქციო კაპიტალი
მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული სააქციო კაპიტალი
მუხლი 2
ლიკვიდური აქტივები
აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე
მუხლი 2
მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები
მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშებისა და მოთხოვნამდე დეპოზიტების ჯამი
მუხლი 2
მთლიანი სესხები
მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მიკრობანკის მიერ გაცემული მთლიანი სესხები
მუხლი 2
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი
მიკრობანკის საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილი სიდიდე, სადაც წონებად გამოიყენება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკები
მუხლი 2
უმოქმედო სესხები
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (ფასს 9) შესაბამისად განსაზღვრული მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები და შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტუმენტი (POCI)
მუხლი 2
მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მთლიანი სესხების მოცულობას გამოკლებული საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობა და გაყოფილი საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობაზე
მუხლი 2
წმინდა მოგება
მიკრობანკის მოგება-ზარალის უწყისით გათვალისწინებული წმინდა მოგება
მუხლი 2
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები
წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო შემოსავლები
მუხლი 2
მთლიანი საპროცენტო ხარჯები
წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო ხარჯები
მუხლი 2
საოპერაციო შედეგი
წლიურად გაანგარიშებული მიკრობანკის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობისგან მიღებული შედეგი, რომელიც გამოითვლება როგორც წმინდა საპროცენტო შემოსავალს მიმატებული მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები, გარდა დილინგური ფასიანი ქაღალდებიდან, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებიდან, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან და ქონების გაყიდვიდან მიღებული მოგება/ზარალისა და გამოკლებული მთლიანი არასაპროცენტო ხარჯები
მუხლი 2
წმინდა საპროცენტო მარჟა
წლიურად გაანგარიშებული წმინდა საპროცენტო შემოსავალი შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან
მუხლი 2
უკუგება საშუალო აქტივებზე
წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან
მუხლი 2
უკუგება საშუალო კაპიტალზე
წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან
მუხლი 2
საზედამხედველო კონსოლიდირების დონე
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკისა და მასთან დაკავშირებული იმ საწარმოების ერთობლიობა (ასეთების არსებობის შემთხვევაში), რომლებისთვისაც გაერთიანებულად განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა
მუხლი 2
მატერიალური ინფორმაცია
ინფორმაცია, რომლის არგამჟღავნებამ ან არასწორმა გადმოცემამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმ დაინტერესებული პირის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ამ ინფორმაციას
მუხლი 2
კომერციული საიდუმლოება
ამ წესის მიზნებისათვის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მიკრობანკის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას პროდუქტებისა და სისტემების შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც მიკრობანკის ინვესტიციებს ნაკლებად ღირებულს გახდის
მუხლი 2
კონფიდენციალური ინფორმაცია
კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია ან ინფორმაცია, რომლის შესახებაც მიკრობანკს მომხმარებლებისა და სხვა კონტრაჰენტების წინაშე ნაკისრი აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
მუხლი 2
მატერიალური რისკის ამღები პირები
მიკრობანკის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც მატერიალური რისკის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული
მუხლი 2
მატერიალური ცვლილება
ცვლილება, რომელიც შეიცავს (ან დაკავშირებულია) მატერიალურ ინფორმაციას (ინფორმაციასთან)
მუხლი 2
პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება
ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილების, განმარტებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, ან/და:
მუხლი 2
პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება
ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმას, №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას; გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას და ამ წესის მე-5-მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას. 2. ეკონომიკური მაჩვენებლების შესადარისობისათვის, მათ გაანგარიშებაში მონაწილე ფინანსური მონაცემები აიღება საშუალო წლიური ან წლიურად გაანგარიშებული მნიშვნელობით. 3. საბალანსო მაჩვენებლების საშუალო წლიური მნიშვნელობა გაიანგარიშება, როგორც წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღისა და კალენდარული წლის დასაწყისიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე შემავალი თვეების ბოლო თარიღების მდგომარეობით არსებული მონაცემების საშუალო არითმეტიკული, კერძოდ:
მუხლი 2
მარტი
(31/12, 01, 02 და 03 თვეების მონაცემების ჯამი)/4
მუხლი 2
ივნისი
(31/12, 01, 02 ,03, 04, 05 და 06 თვეების მონაცემების ჯამი)/7
მუხლი 2
სექტემბერი
(31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08 და 09 თვეების მონაცემების ჯამი)/10
მუხლი 2
წლიური (დეკემბერი)
(31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08, 09, 10, 11 და 12 თვეების მონაცემების ჯამი)/13, სადაც 31/12 აღნიშნავს წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღს. 4. მოგება-ზარალის უწყისის მაჩვენებლების წლიურად გაანგარიშება წარმოებს საანგარიშგებო პერიოდის მოგება-ზარალის უწყისის შესაბამისი მონაცემის გამრავლებით ქვემოთ მითითებული პუნქტებით მოცემულ კოეფიციენტზე:
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 21.06.2023 მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 26.06.2023 მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №110/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 32-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. მუხლი 3🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესის (შემდგომში – წესი)  მიზანია გამჟღავნების მოთხოვნების მეშვეობით ხელი შეუწყოს საბაზრო დისციპლინის გაძლიერებას. 2. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მიკრობანკის ძირითად ინფორმაციას, რაც განაპირობებს მიკრობანკის წინაშე არსებული რისკებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ გამჭვირვალობის ზრდასა და ნდობის ამაღლებას. 3. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისა და უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისთვის და შვილობილი მიკრობანკისთვის (შემდგომში – მიკრობანკი). 4. ამ წესის მიხედვით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამჟღავნების მოთხოვნები დაფუძნებულია პილარ 3-ზე, რომელსაც განსაზღვრავს „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ ბაზელ III-ის ჩარჩო. თუ ეს წესი არ არეგულირებს ცალკეულ საკითხებს ან არ შეიცავს კონკრეტულ განმარტებას, მიკრობანკებმა უნდა იხელმძღვანელონ „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ სტანდარტებით. 5. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები და განსაზღვრებანი 1. ამ წესში და ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებულ ანგარიშგების ფორმებში (შემდგომში – ანგარიშგების ფორმა) გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან; ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან; გ) საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან; დ) რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები; ე) მთლიანი აქტივები – მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი აქტივები; ვ) მთლიანი ვალდებულებები – მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებები; ზ) სააქციო კაპიტალი – მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული სააქციო კაპიტალი; თ) ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე;  ი) მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები – მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშებისა და მოთხოვნამდე დეპოზიტების ჯამი; კ) მთლიანი სესხები – მიკრობანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მიკრობანკის მიერ გაცემული მთლიანი სესხები; ლ)  მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – მიკრობანკის საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილი სიდიდე, სადაც წონებად გამოიყენება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკები; მ) უმოქმედო სესხები – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (ფასს 9) შესაბამისად განსაზღვრული მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები და შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტუმენტი (POCI); ნ) მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი – საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მთლიანი სესხების მოცულობას გამოკლებული საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობა და გაყოფილი საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობაზე; ო) წმინდა მოგება – მიკრობანკის მოგება-ზარალის უწყისით გათვალისწინებული წმინდა მოგება; პ) მთლიანი საპროცენტო შემოსავლები – წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო შემოსავლები; ჟ) მთლიანი საპროცენტო ხარჯები – წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო ხარჯები; რ) საოპერაციო შედეგი – წლიურად გაანგარიშებული მიკრობანკის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობისგან მიღებული შედეგი, რომელიც გამოითვლება როგორც წმინდა საპროცენტო შემოსავალს მიმატებული მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები, გარდა დილინგური ფასიანი ქაღალდებიდან, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებიდან, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან და ქონების გაყიდვიდან მიღებული მოგება/ზარალისა და გამოკლებული მთლიანი არასაპროცენტო ხარჯები; ს) წმინდა საპროცენტო მარჟა – წლიურად გაანგარიშებული წმინდა საპროცენტო შემოსავალი შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან; ტ) უკუგება საშუალო აქტივებზე – წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან; უ) უკუგება საშუალო კაპიტალზე – წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან; ფ) საზედამხედველო კონსოლიდირების დონე – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მიკრობანკისა და მასთან დაკავშირებული იმ საწარმოების ერთობლიობა (ასეთების არსებობის შემთხვევაში), რომლებისთვისაც გაერთიანებულად განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა; ქ) მატერიალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის არგამჟღავნებამ ან არასწორმა გადმოცემამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმ დაინტერესებული პირის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ამ ინფორმაციას; ღ) კომერციული საიდუმლოება – ამ წესის მიზნებისათვის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მიკრობანკის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას პროდუქტებისა და სისტემების შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც მიკრობანკის ინვესტიციებს ნაკლებად ღირებულს გახდის; ყ) კონფიდენციალური ინფორმაცია – კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია ან ინფორმაცია, რომლის შესახებაც მიკრობანკს მომხმარებლებისა და სხვა კონტრაჰენტების წინაშე ნაკისრი აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება; შ) მატერიალური რისკის ამღები პირები – მიკრობანკის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც მატერიალური რისკის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული; ჩ) მატერიალური ცვლილება – ცვლილება, რომელიც შეიცავს (ან დაკავშირებულია) მატერიალურ ინფორმაციას (ინფორმაციასთან);   ც) პილარ 3-ის ანგარიშგება: ც.ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილების, განმარტებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, ან/და: ც.ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმას, №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას; გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას და ამ წესის მე-5-მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას. 2. ეკონომიკური მაჩვენებლების შესადარისობისათვის, მათ გაანგარიშებაში მონაწილე ფინანსური მონაცემები აიღება საშუალო წლიური ან წლიურად გაანგარიშებული მნიშვნელობით. 3. საბალანსო მაჩვენებლების საშუალო წლიური მნიშვნელობა გაიანგარიშება, როგორც წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღისა და კალენდარული წლის დასაწყისიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე შემავალი თვეების ბოლო თარიღების მდგომარეობით არსებული მონაცემების საშუალო არითმეტიკული, კერძოდ: ა) მარტი – (31/12, 01, 02 და 03 თვეების მონაცემების ჯამი)/4; ბ) ივნისი – (31/12, 01, 02 ,03, 04, 05 და 06 თვეების მონაცემების ჯამი)/7; გ) სექტემბერი – (31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08 და 09 თვეების მონაცემების ჯამი)/10; დ) წლიური (დეკემბერი) –  (31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08, 09, 10, 11 და 12 თვეების მონაცემების ჯამი)/13, სადაც 31/12 აღნიშნავს წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღს. 4. მოგება-ზარალის უწყისის მაჩვენებლების წლიურად გაანგარიშება წარმოებს საანგარიშგებო პერიოდის მოგება-ზარალის უწყისის შესაბამისი მონაცემის გამრავლებით ქვემოთ მითითებული პუნქტებით მოცემულ კოეფიციენტზე: ა) მარტი – *4/1; ბ) ივნისი – *4/2; გ) სექტემბერი – *4/3; დ) წლიური (დეკემბერი) – *4/4. მუხლი 3🔗. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნების ძირითადი პრინციპები 1. ამ წესით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები გულისხმობს  რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას კაპიტალის ადეკვატურობის, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ. ინფორმაციის გამოქვეყნება მოითხოვება  კვარტალური და წლიური პერიოდულობით. 2. მიკრობანკები ვალდებულნი არიან მათ მიერ წარმოდგენილ რაოდენობრივ ინფორმაციას დაურთონ შესაბამისი განმარტებები, საანგარიშგებო პერიოდებს შორის მომხდარი მატერიალური ცვლილებების ასახსნელად, ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია რაოდენობრივი ინფორმაციის მართებულად აღსაქმელად ან/და რაც მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის აზრით, შესაძლოა, საინტერესო იყოს ბაზრის მონაწილეებისთვის. 3. ამ წესით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნებისას უნდა არსებობდეს ბალანსი მატერიალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებასა და კონფიდენციალური ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების დაცვას შორის. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამ წესით გარკვეული სახის ინფორმაციის გამჟღავნება საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის მიკრობანკის კონფიდენციალურ ინფორმაციას ან კომერციულ საიდუმლოებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მიკრობანკის პოზიციის გამოვლენა ან შელახოს მისი სამართლებრივი უფლებები და ვალდებულებები, მიკრობანკი არ არის ვალდებული, გაამჟღავნოს აღნიშნული ინფორმაცია. ასეთ შემთხვევებში, მიკრობანკმა უნდა გამოაქვეყნოს შედარებით ზოგადი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, ასევე წესის №1 და №2 ანგარიშგების ფორმების თანმხლებ კომენტარში ან/და პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა აღნიშნოს, რომ ცალკეული ტიპის ინფორმაცია არ გამოქვეყნდა და ახსნას ამ მიდგომის მიზეზები. 4. მიკრობანკის პილარ 3-ის ფარგლებში მომზადებული ანგარიშგებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის. ამ მიზნით პილარ 3-ის კვარტალური და წლიური ანგარიშგებები ექვემდებარება  ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებას მიკრობანკისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ცხრილები ექვემდებარება ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას. 5. მიკრობანკის პილარ 3-ის ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს: ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს ოთხივე კვარტლისთვის; ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა. 6. მიკრობანკის მიერ პილარ 3-ის ფარგლებში გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა ექვემდებარებოდეს, სულ მცირე, იმავე დონის შიდა განხილვისა და კონტროლის პროცესებს, რასაც მიკრობანკის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რაც მოიცავს პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების აუდიტის კომიტეტის ან რისკების კომიტეტის მიერ დამტკიცებას, მიკრობანკის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად. 7. ცალკეულ შემთხვევებში მიკრობანკს შეუძლია ამ წესის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია ან მისი ნაწილი გაამჟღავნოს პილარ 3-ის ანგარიშგებისგან დამოუკიდებელ დოკუმენტში. ასეთ შემთხვევაში, გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს და პილარ 3-ის ანგარიშგებაში დეტალურად უნდა მიეთითოს წყარო,  სადაც აღნიშნული ინფორმაციაა გამოქვეყნებული. 8. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი პასუხისმგებელია დანერგოს და შეინარჩუნოს ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, პილარ 3-ის ფარგლებში, გამჟღავნების შიდა კონტროლის ეფექტური სტრუქტურა. დირექტორატმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ანგარიშგება მომზადებულია სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული შიდა კონტროლის პროცესების სრული დაცვით. 9. ამ წესის შესაბამის ანგარიშგების ფორმებს ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს ამ წესის შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გარკვეული ელემენტები.   მუხლი 4🔗. კვარტალური გამჟღავნების მოთხოვნები მიკრობანკები ვალდებულნი არიან კვარტალურად გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია: ა) მიკრობანკის პრუდენციული საზედამხედველო მდგომარეობის, საქმიანობის ფინანსური შედეგების, საბალანსო და ბალანსგარეშე ელემენტების და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 1-5 ცხრილების შესაბამისად; ბ) დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოს, აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-6 ცხრილის შესაბამისად; გ) ფინანსურ ანგარიშგებებსა და საზედამხედველო რისკის პოზიციებს შორის კავშირები: გ.ა) საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის გამოყენებული სტანდარტული საბალანსო უწყისის აქტივებსა  და საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული საბალანსო ელემენტებს შორის კავშირები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-7 ცხრილის შესაბამისად; გ.ბ) საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის გამოყენებულ საბალანსო უწყისში წარმოდგენილ საბალანსო ღირებულებებსა და კაპიტალის ადეკვატურობის გამოთვლებში გამოყენებულ საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებულ რისკის პოზიციებს შორის განსხვავებების ძირითადი მიზეზები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-8 ცხრილის შესაბამისად; დ) საზედამხედველო კაპიტალი: დ.ა) საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების ჩაშლა ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-9 ცხრილის შესაბამისად; დ.ბ) საბალანსო უწყისისა და საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებს შორის კავშირები  ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-10 ცხრილის შესაბამისად; დ.გ) საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 9.1 ცხრილის შესაბამისად; ე) საკრედიტო რისკის პოზიციები: ე.ა) საკრედიტო რისკის პოზიციების ჩაშლა აქტივების კლასებისა და რისკის წონების მიხედვით, სტანდარტიზებული მიდგომის თანახმად, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-11 ცხრილის შესაბამისად; ე.ბ) მიკრობანკის მიერ გამოყენებული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-12 ცხრილის შესაბამისად. აღნიშნულმა უნდა მოიცვას კაპიტალის მოთხოვნების შესამცირებლად გამოყენებული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ყველა ფორმა და  ყველა უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის გამჟღავნება; ე.გ) საბალანსო და ბალანსგარეშე რისკის პოზიციების მოცულობა საკრედიტო კონვერსიის ფაქტორისა და საკრედიტო რისკის მიტიგაციის გათვალისწინების გარეშე და მათი გათვალისწინების შემდეგ ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-13 ცხრილის შესაბამისად; ე.დ) ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-14 ცხრილის შესაბამისად. ვ) კონტრაჰენტებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-15 ცხრილის შესაბამისად; ზ)  ძირითადი ინფორმაცია აქტივებზე: ზ.ა) რისკის პოზიციის ღირებულების განაწილება ნარჩენი ვადიანობის  და რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-17 ცხრილის შესაბამისად; ზ.ბ) აქტივების, აქტივებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის და ჩამოწერის განაწილება რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-18 ცხრილის შესაბამისად; ზ.გ) აქტივების, აქტივებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის და ჩამოწერის  განაწილება დაფარვის წყაროს სექტორების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-19 ცხრილის შესაბამისად; ზ.დ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ცვლილება სესხებზე და კორპორატიულ სავალო ფასიან ქაღალდებზე, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად; ზ.ე) უმოქმედო სესხების ცვლილება, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ვ) სესხების, სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება, საკრედიტო რისკის კატეგორიის, ვადაგადაცილების და მსესხებლის ტიპის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 22-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ზ) სესხების, უზრუნველყოფის კოეფიციენტის მიხედვით განაწილებული სესხების, სესხებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის, სესხებზე უზრუნველყოფის ღირებულების და გარანტიებით უზრუნველყოფილი სესხების განაწილება საკრედიტო რისკის კატეგორიისა და ვადაგადაცილების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 23-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.თ) სესხების და სესხებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განაწილება, დაფარვის წყაროს სექტორების და საკრედიტო რისკის კატეგორიის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 24-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ი) სესხების, კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება უზრუნველყოფების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 25-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.კ) ზოგადი და ხარისხობრივი ინფორმაცია საცალო პროდუქტებზე, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 26-ე ცხრილის შესაბამისად; თ) ლევერიჯის კოეფიციენტის შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის N15.1 ცხრილის შესაბამისად; ი) წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-16 ცხრილის შესაბამისად. მუხლი 5🔗. პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 1. მიკრობანკის მიერ გამოსაქვეყნებელი პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება მოიცავს ამ წესის №1, №2 ანგარიშგების ფორმებში მოცემული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, №3 ანგარიშგების ფორმით  განსაზღვრულ ინფორმაციას და ამ მუხლსა და ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემულ ხარისხობრივ ინფორმაციას. 2.  ბუღალტრული და საზედამხედველო კონსოლიდირების დონით გამოწვეული განსხვავებების მიზნით, მიკრობანკები ვალდებულნი არიან პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში წარმოადგინონ: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილ და გამოქვეყნებულ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების ღირებულებების შედარება იმავე მუხლების შესაბამის ღირებულებებთან საზედამხედველო კონსოლიდირების დონეზე ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად. მიკრობანკები ვალდებულნი არიან განმარტონ ღირებულებებს შორის არსებული მატერიალური განსხვავებები; ბ) ყველა იმ საწარმოს ჩამონათვალი, რომელიც კონსოლიდირდება ფინანსური და/ან საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის, მათი შესაბამისი კონსოლიდირების მეთოდის მითითებით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად. 3. მიკრობანკებმა უნდა გაამჟღავნონ საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული რაოდენობრივი ინფორმაცია ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 22-ე და 23-ე ცხრილების შესაბამისად.  4. მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია ESG საკითხებთან დაკავშირებით, რა მიზნითაც უნდა გამოიყენონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული №3 ანგარიშგების ფორმის უახლესი ვერსია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო, სასარგებლო, თავსებადი და შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნება. მიკრობანკმა №3 ანგარიშგების ფორმის შევსებისას რეკომენდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებით. მიკრობანკი ვალდებულია მაქსიმალურად დაბალანსებული და გასაგები შეფასება წარმოადგინოს მიკრობანკის ბიზნეს მოდელის, პოლიტიკისა და სათანადო შეფასების (Due Diligence) პროცესების, შედეგების, ძირითადი რისკებისა და მენეჯმენტის და შესრულების ძირითადი ინდიკატორების შესახებ. 5.  მიკრობანკი ვალდებულია №3 ანგარიშგების ფორმაში მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისას იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესით“. მუხლი 6🔗. ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები 1. მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია მიკრობანკის მფლობელობასა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ. აღნიშნული უნდა მოიცავდეს მიკრობანკის მონათესავე საწარმოებსა და მიკრობანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დაინტერესებული პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს სქემატური ილუსტრაციები. 2. მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში კორპორაციული მართვის შესახებ უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ა) აქციონერებისა და აქციონერთა კრების მიმოხილვა, მათი უფლებები და პოლიტიკის მიმოხილვები, რომლითაც რეგულირდება აქციონერთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ბ) სამეთვალყურეო საბჭოს აღწერა: ბ.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და საბჭოს კომიტეტების ფუნქცია-მოვალეობები და შემადგენლობა; ბ.ბ) პოლიტიკა და წესები, თუ როგორ განისაზღვრება წევრების დამოუკიდებლობა და თითოეული დამოუკიდებელი წევრის დამოუკიდებლად მიჩნევის შესახებ არგუმენტები; ბ.გ) სამეთვალყურეო საბჭოს დაბალანსებულობის შეფასება (განათლება, გამოცდილება,  დომინანტი პირის რისკი და ა. შ.); ბ.დ) მიკრობანკის საქმიანობაში სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის აღწერა. მათ შორის, რა სიხშირით განიხილავს და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო რისკების მართვასთან დაკავშირებულ პოლიტიკებს; ბ.ე) სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტების კრებების ჩატარების სიხშირე, წევრების დასწრების სტატისტიკა და კრებებზე განხილული საკითხების თემატური მიმოხილვა; ბ.ვ) სამეთვალყურეო საბჭოს, სამეთვალყურეო სსაბჭოს კომიტეტების და მათი წევრების საქმიანობის შეფასება და შეფასების პროცესის აღწერა. აღნიშნული მოიცავს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი საქმიანობის შეფასებას, ასევე გარე შემფასებლის შეფასებებს; ბ.ზ) პასუხისმგებლობის დელეგირების სისტემა – რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს სამეთვალყურეო საბჭო და რა ტიპის გადაწყვეტილებების დელეგირების უფლებამოსილება გააჩნია აღმასრულებელ ერთეულზე; გ) ჰოლდინგური სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მოიცავს ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების აღწერას. ასევე, მათ მიერ მიკრობანკის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიმოხილვას; დ) დირექტორატის აღწერა: დ.ა) დირექტორატისა და აღმასრულებელ დონეზე არსებული კომიტეტების შემადგენლობა; დ.ბ) დირექტორატის წევრთა შერჩევის პოლიტიკა, მათი განათლება, გამოცდილება და უნარები; დ.გ) დირექტორატის მიმოხილვა პასუხისმგებელი სფეროების მიხედვით. 3. მიკრობანკის რისკის პროფილისა და რისკის აპეტიტის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ა) მიკრობანკის სტრატეგია და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა  სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული მიკრობანკის რისკის პროფილისა და ბიზნეს მოდელის ურთიერთკავშირი; გ) რისკის მართვის სტრუქტურა, რომელიც რისკების სახეების მიხედვით (საკრედიტო რისკი, საბაზრო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საოპერაციო რისკი და ა.შ.) უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, კონტროლი და უფლებამოსილების დელეგირება, მოვალეობების, პოლიტიკებისა და ჩარჩოს აღწერა, რისკის მართვის პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, (სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი მენეჯმენტი, დამოუკიდებელი რისკების ფუნქცია, რისკების მართვის სტრუქტურა, შესაბამისობის სამსახური, შიდა აუდიტის კომიტეტი) კავშირების აღწერა; დ) რისკის კულტურის კომუნიკაციის, შემცირებისა და აღსრულების საშუალებები, მათ შორის, მიკრობანკის ეთიკის კოდექსი, საოპერაციო ლიმიტების, დარღვევათა რეგულირების პროცედურების, რისკის ზღვრების დარღვევის სახელმძღვანელო; ბიზნეს ხაზსა და რისკის ფუნქციას შორის საკითხების მიმოცვლის და თანამშრომლობის პროცედურები, რისკების მართვის ფუნქციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესები; ე) სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატთან რისკების შესახებ ანგარიშგების პროცესის აღწერა, კერძოდ, ანგარიშგების დონე და რისკის პოზიციის შესახებ ანგარიშგების ძირითადი შემადგენელი ნაწილები; ვ) ინფორმაცია მიკრობანკის მიერ რისკების მართვაში გამოყენებული სტრესტესტების შესახებ; ზ) რისკის მართვის, ჰეჯირებისა და მიტიგაციის სტრატეგიებისა და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგის პროცესები; თ) ინფორმაცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის შესახებ: თ.ა) უზრუნველყოფის შეფასებისა და მართვის ძირითადი პოლიტიკა და პროცედურები; თ.ბ) მიკრობანკის მიერ მიღებული უზრუნველყოფის საშუალებების ძირითადი სახეების მახასიათებლები; თ.გ) ინფორმაცია საკრედიტო რისკის კონცენტრაციის შესახებ მიტიგაციის ინსტრუმენტების მიხედვით; თ.დ) უზრუნველყოფაში მიღებული გარანტიებისა და კონტრაჰენტების  ძირითადი ტიპები; ი) მიკრობანკის მიერ სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესავსებად, მიკრობანკებმა უნდა გაამჟღავნონ ხარისხობრივი ინფორმაცია მათ მიერ საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (სშგი) საკრედიტო რეიტინგების გამოყენების შესახებ, კერძოდ: ი.ა) იმ სშგი-ების დასახელებები, რომელთა საკრედიტო შეფასებებსაც იყენებს მიკრობანკი და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სშგი-ს ნებისმიერი ცვლილების გამომწვევი მიზეზები; ი.ბ) იმ აქტივების კლასები, რომლებისთვისაც გამოიყენება თითოეული სშგი. 4. მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია საზედამხედველო კაპიტალის შესახებ: ა) კაპიტალის ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინსტრუმენტების სახეებს, მათ ვადიანობას და ხარისხს; ბ) კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ზოგადი ინფორმაცია იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მიკრობანკებს განსაზღვრული აქვთ კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები,  ასევე ინფორმაცია კაპიტალის კომბინირებული ბუფერებისა და პილარ 2-ის ჯამური ბუფერის შესახებ. 5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგების გარდა, მიკრობანკმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს ხარისხობრივი ინფორმაცია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს №3 ანგარიშგების ფორმის მოკლე შეჯამებას. მუხლი 7🔗. ანაზღაურების პოლიტიკის გამჟღავნების მოთხოვნები 1. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ბაზრის მონაწილეების ინფორმირებისათვის მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში უნდა გაამჟღავნონ ანაზღაურების პრაქტიკასთან დაკავშირებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემები. რაოდენობრივი მონაცემები მოიცავს ანაზღაურების  მოცულობას უმაღლესი მენეჯმენტისა და სხვა მატერიალური რისკების ამღები პირების მიხედვით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 24-ე-27-ე ცხრილების შესაბამისად. 2. უმაღლესი მენეჯმენტისა და სხვა მატერიალური რისკის ამღები პირებისთვის, მიკრობანკებმა, არსებობის შემთხვევაში, უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია ანაზღაურების პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით: ა) ინფორმაცია იმ სტრუქტურულ ერთეულებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ანაზღაურებას: ა.ა) ანაზღაურების განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეულის დასახელება და შემადგენლობა; ა.ბ) ინფორმაცია გარე კონსულტანტების შესახებ, რომელთა კონსულტაცია გაითვალისწინება ანაზღაურების განსაზღვრისას, ამასთან, ინფორმაცია, თუ რომელი ორგანოს მიერ მიენიჭათ მათ აღნიშნული უფლებამოსილება და რა სფეროში; ა.გ) მიკრობანკის ანაზღაურების პოლიტიკის სტრუქტურის აღწერა ბიზნეს ხაზების მიხედვით; ა.დ) პოზიციების აღწერა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმაღლეს მენეჯმენტსა და  სხვა მატერიალური რისკის ამღებ პირთა ჯგუფს და თითოეულ ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა; ბ) ანაზღაურების გეგმასა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბ.ა) ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი მიზნები და მახასიათებლები; ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე ანაზღაურების კომიტეტის არსებობის შემთხვევაში, საანგარიშგებო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პოლიტიკა ან/და მასში შეტანილი ცვლილებები; ბ.გ) პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს რისკების ფუნქციისა და შესაბამისობის სამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურების მათივე საქმიანობისგან დამოუკიდებლობას. გ) არსებული და მოსალოდნელი რისკების გავლენა ანაზღაურებაზე: გ.ა) ძირითადი რისკების მიმოხილვა, რომლებიც გაითვალისწინება ანაზღაურების  განსაზღვრისას; გ.ბ) იმ ძირითადი მაჩვენებლების აღწერა, რომლებიც მხედველობაში მიიღება ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისი რისკების გასათვალისწინებლად, მათ შორის, რთულად გასაზომი რისკების; გ.გ) მოცემული მაჩვენებლების ანაზღაურებაზე გავლენის ანალიზი; გ.დ) მაჩვენებლების ცვლილების ანალიზი საანგარიშგებო პერიოდში, ცვლილებების მიზეზები და ამ ცვლილებების გავლენა ანაზღაურებაზე; დ) პროცესების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შედეგები აისახება ანაზღაურებაზე: დ.ა) საქმიანობის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების მიმოხილვა, როგორც მთლიანად მიკრობანკისთვის, ასევე უმაღლესი მენეჯმენტის ფუნქციებისა და პირების მიხედვით; დ.ბ) მიკრობანკისა და ინდივიდუალურ პირთა საქმიანობის შედეგების გავლენა ინდივიდუალურ ანაზღაურებაზე; დ.გ) მიკრობანკის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, ანაზღაურების მაკორექტირებელი ღონისძიებების ანალიზი; ე) პროცესების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც ანაზღაურება კორექტირდება შედარებით გრძელვადიან შედეგებთან მიმართებაში: ე.ა) გადავადებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პოლიტიკის აღწერა; იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების გადავადებული ნაწილი განსხვავდება თანამშრომლებს ან თანამშრომელთა ჯგუფებს შორის, იმ ფაქტორების აღწერა, რომლებიც განაპირობებენ ამ განსხვავებას და მათი შედარებითი მნიშვნელობა; ე.ბ) მიკრობანკის პოლიტიკისა და კრიტერიუმების ანალიზი, რომელთა მეშვეობითაც ხდება გადავადებული ანაზღაურების კორექტირება, განაღდებამდე და განაღდების შემდეგ ჯარიმების/სანქციების მეშვეობით; ვ) ცვალებადი ანაზღაურების განსხვავებული ფორმების აღწერა, რომლებსაც მიკრობანკი იყენებს და  ანაზღაურების ამ ფორმების გამოყენების არგუმენტაცია: ვ.ა) ცვალებადი ანაზღაურების ფორმების მიმოხილვა (მაგ: ნაღდი ფული, აქციები, აქციებთან დაკავშირებული ინსტრუმენტები და სხვა ფორმები); ვ.ბ) ცვალებადი ანაზღაურების სხვა ფორმების აღწერა, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ცვალებადი ანაზღაურების სხვადასხვა ფორმის კომბინაცია განსხვავდება თანამშრომლებს ან თანამშრომელთა ჯგუფებს შორის, იმ ფაქტორების აღწერა, რომლებიც განსაზღვრავენ კომბინაციას და მათი შედარებითი მნიშვნელობა; ვ.გ) საქმიანობის შედეგების საზომი კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება აქციების, ოფციონებისა და ანაზღაურების ცვალებადი კომპონენტების მისანიჭებლად; ზ) თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა ანაზღაურებამაც ფინანსური წლის განმავლობაში გადააჭარბა 1 მილიონ ლარს; თ) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მიკრობანკისგან აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ და რომელთა გადახდაც დაკავშირებულია ამ პირის მიერ მიკრობანკისთვის გაწეულ მომსახურებასთან, ექვემდებარება პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში გამოქვეყნებას. გამჟღავნებას დაქვემდებარებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, თითოეული აქციონერის მიერ მიღებული ანაზღაურების მოცულობას, ანაზღაურების ფორმებისა და გაწეული მომსახურების აღწერას. ამ მოთხოვნის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება ის აქციონერები, რომლებსაც აქვთ აღმასრულებელი ფუნქციები მიკრობანკში ან/და რომელთა წილი  მიკრობანკის განაღდებულ კაპიტალში 2%-ზე ნაკლებია. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 1. მიკრობანკებმა ამ წესით განსაზღვრული პილარ 3-ის პირველი კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოაქვეყნონ ლიცენზიის მიღებიდან მომდევნო კვარტალის მდგომარეობით. 2. მიკრობანკებმა ამ წესით განსაზღვრული პილარ 3-ის პირველი წლიური ანგარიშგება უნდა გამოაქვეყნონ და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ლიცენზიის მიღების წლის ბოლოს მდგომარეობით, არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 მაისისა.