მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №109/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,234 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 96% 21.06.2023 მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 21.06.2023 მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 26.06.2023 მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №109/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნასა და მიკრობანკის მიერ ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის ელემენტებსა და სტანდარტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისა და უცხოური მიკრობანკების ფილიალებისათვის და შვილობილი მიკრობანკებისთვის (შემდგომში – მიკრობანკი). 2. ლევერიჯის კოეფიციენტი წარმოადგენს მარტივ მაჩვენებელს და გამოიყენება რისკებზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შემავსებლად. მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის დაგროვების თავიდან არიდება. 3. ამ დებულებით განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება,  მიკრობანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივით. 4. მიკრობანკს უნდა გააჩნდეს ჭარბი ლევერიჯის იდენტიფიკაციის, მართვისა  და მონიტორინგის შიდა პოლიტიკა და პროცედურები.  მუხლი 2🔗. ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლა და კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა 1. ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, კაპიტალი იყოფა მთლიან რისკის პოზიციებზე და აღნიშნული გამოისახება პროცენტულად. 2. ამ დებულების მიზნებისთვის კაპიტალი წარმოადგენს „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით (შემდგომში –   კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება) განსაზღვრულ პირველად კაპიტალს. 3. მთლიანი რისკის პოზიციები წარმოადგენს შემდეგი ელემენტების ჯამს: ა) საბალანსო რისკის პოზიციები – ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები; ბ) წარმოებული ინსტრუმენტები – ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტები; გ) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები – რეპოოპერაციები, უკუ-რეპოოპერაციები, ფასიანი ქაღალდებითა და საქონლით დაფინანსებული ტრანზაქციები, გრძელვადიანი ანგარიშსწორების ტრანზაქციები და ზღვრული დაკრედიტების ტრანზაქციები, მათ შორის გარესაბალანსო, განსაზღვრული ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად; დ) გარესაბალანსო ელემენტები – ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გარესაბალანსო ელემენტები. 4. მიკრობანკის ლევერიჯის კოეფიციენტი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს 5%-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მიკრობანკის მიმართ ლევერიჯის ინდივიდუალური კოეფიციენტის მოთხოვნაა დაწესებული.  5. ლევერიჯის კოეფიციენტის დათვლის მიზნებისათვის  მიკრობანკებმა უნდა ისარგებლონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით. მუხლი 3🔗. საბალანსო რისკის პოზიციები 1. საბალანსო რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით და კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალის კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს და მხარის მიმართ ნებისმიერ სხვა სახის მოთხოვნებს, მათ შორის, დებიტორულ მოთხოვნებს. 2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება საბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის საბალანსო ელემენტებში ჩაითვლება კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტებისა და ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფები, რომელთა აღიარება ხდება ბალანსზე. მუხლი 4🔗. წარმოებული ინსტრუმენტები ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნებისთვის კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულების განსაზღვრისთვის მიკრობანკს შეუძლია გამოიყენოს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების 50-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მეთოდი. მუხლი 5🔗. ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები 1. ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციებისთვის რისკის პოზიციის ღირებულება წარმოადგენს შემდეგი ელემენტების ჯამს: ა) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების მთლიანი სააღრიცხვო ღირებულება; ბ) კონტრაჰენტის საკრედიტო რისკთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. ტრანზაქციებისთვის, კონტრაჰენტის საკრედიტო რისკთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული ტრანზაქციისთვის შემდეგი ფორმულის მიხედვით: Ei​​​* = max {0, Ei-Ci}, სადაც: ა) Ei არის i ტრანზაქციის ფარგლებში კონტრაჰენტზე გაცემული ფასიანი ქაღალდების ან გაცემული სახსრების სამართლიანი ღირებულება; ბ) Ci არის i ტრანზაქციის ფარგლებში კონტრაჰენტისგან მიღებული სახსრების ან მიღებული ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება. 3. თუ ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად  კლასიფიცირდება როგორც ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, მთლიანი რისკის პოზიციების მიზნებისთვის მიკრობანკმა უნდა შეასწოროს აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერები და დათვალოს შესაბამისი რისკის პოზიციების ღირებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. თუ ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების განხორციელებისას მიკრობანკი ასრულებს შუამავლის/აგენტის როლს ორ მხარეს შორის, მაშინ: ა) თუ მიკრობანკი უზრუნველყოფს ზარალის ლიმიტირებულად ანაზღაურებას გამსესხებლის მიერ გაცემული თანხისა  და მსესხებლის მიერ  წარმოდგენილი უზრუნველყოფის ღირებულების სხვაობის ფარგლებში, მაშინ რისკის პოზიციის ღირებულებაში შევა მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დათვლილი დამატებითი ღირებულება; ბ) თუ მიკრობანკი არ იღებს არანაირ ვალდებულებას ტრანზაქციაში მონაწილე მხარეების მიმართ, მაშინ ტრანზაქციის ღირებულება არ შევა რისკის პოზიციების ღირებულებაში; გ) თუ მიკრობანკი იღებს ვალდებულებას ტრანზაქციის ფარგლებში გაცემული თანხის ან უზრუნველყოფის მიმართ და არ შემოიფარგლება მხოლოდ დამატებითი ღირებულების ანაზღაურებით, მაშინ მიკრობანკმა რისკის პოზიციებში უნდა გაითვალისწინოს გაცემული თანხის ან უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება. 5. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკი ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების კონტრაჰენტთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულების გამოსათვლელად კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის იყენებს ფინანსური უზრუნველყოფის გამარტივებულ მეთოდს, მაშინ მიკრობანკს შეუძლია ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნებისთვის გამოიყენოს ეს უკანასკნელი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის ნაცვლად.  მუხლი 6🔗. გარესაბალანსო რისკის პოზიციები 1. ლევერიჯის კოეფიციენტის მიზნებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით განსაზღვრული გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 10%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოს რისკის კატეგორიები კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით. 2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება გარესაბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად. მუხლი 7🔗. ინდივიდუალური მიდგომები 1. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით გარკვეული რისკის პოზიციები შესაძლოა გამოირიცხოს მთლიანი რისკის პოზიციების დათვლისას, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი  ყველა პირობა: ა) კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიზნებისათვის ისინი წარმოადგენენ რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ; ბ) აღნიშნული რისკის პოზიციების მიმართ ვრცელდება იგივე მიდგომა, რაც ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის მიმართ არსებული რისკის პოზიციების მიმართ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; გ) ისინი დაკავშირებულია დეპოზიტებთან, რომელთა მიმართაც მიკრობანკს გააჩნია სამართლებრივი ვალდებულება, გადასცეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებას საერთო საზოგადოებრივი ინტერესების ინვესტიციების დასაფინანსებლად. 2. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მთლიანი რისკის პოზიციებიდან შესაძლოა გამოირიცხოს რისკის პოზიციები მშობელ, შვილობილ ან ჯგუფის წევრ სხვა საწარმოებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის ინსტრუმენტი წარმოიქმნება, და ამასთან, კუმულაციურად კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები: ა) კონტრაჰენტი არის ფინანსური ინსტიტუტი ან დამხმარე მომსახურებათა საწარმო, რომელიც ექვემდებარება შესაბამის საზედამხედველო მოთხოვნებს; ბ) კონტრაჰენტი და მიკრობანკი ექვემდებარებიან სრულ საზედამხედველო კონსოლიდირებას; გ) კონტრაჰენტი ექვემდებარება რისკების შეფასების, გაზომვისა და კონტროლის  იმავე  პროცედურებს, რასაც მიკრობანკი; დ) კონტრაჰენტი დაარსებულია იმავე ქვეყნის იურისდიქციაში, რომელშიც მიკრობანკი; ე) არ არის სახეზე არსებული ან მოსალოდნელი პრაქტიკული ან სამართლებრივი შეფერხებები, რომელიც დააბრკოლებს კაპიტალის გადადინებას ან ვალდებულებების დაფარვას კონტრაჰენტიდან მიკრობანკის მიმართულებით. 3. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, გარკვეული მაკროეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანი რისკის პოზიციებიდან შესაძლოა დროებით გამოირიცხოს ეროვნულ ბანკში არსებული სავალდებულო რეზერვები. აღნიშნულ შემთხვევაში ლევერიჯის კოეფიციენტის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო მიკრობანკები გამჭვირვალობის მიზნებისთვის ვალდებულნი იქნებიან, გამოაქვეყნონ კოეფიციენტი როგორც სავალდებულო რეზერვების გათვალისწინებით, ასევე რისკის პოზიციებიდან სავალდებულო რეზერვების გამორიცხვის ეფექტით.  მუხლი 8🔗. ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება მიკრობანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ ლევერიჯის კოეფიციენტის შესახებ ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.  მუხლი 9🔗. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) 1. ამ დებულებით განსაზღვრული კოეფიციენტის დარღვევის შემთხვევაში, მიკრობანკს ეკრძალება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის განაწილება, დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა გადახდების განხორციელება იმ პერიოდისათვის, როდესაც მიკრობანკი ვერ აკმაყოფილებს ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).