მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №108/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016705
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
რისკების შეფასების საერთო პროგრამა
რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია მიკრობანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა.
მუხლი 2
მიკრობანკების რისკის კატეგორიები
საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯგუფის სტრუქტურა, კორპორაციული მართვა, საერთო რისკი  რესურსებამდე, რესურსები და საერთო რისკი რესურსების შემდგომ.
მუხლი 2
რისკის ზედამხედველები
საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასებაზე თითოეული მიკრობანკისა და სისტემის დონეზე: ა) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები და საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საკრედიტო რისკებს; ბ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ლიკვიდობისა და საბაზრო რისკებს, ბიზნესმოდელთან და მომგებიანობასთან, ასევე, მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს; გ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საოპერაციო რისკებს; დ) საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ჯგუფის სტრუქტურასთან და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ და მიკრობანკის საერთო რისკს.
მუხლი 2
მიკრობანკის ზედამხედველები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული მიკრობანკის ყველა რისკის კატეგორიის შეფასებაზე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 26.06.2023 მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 21.06.2023 მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 21.06.2023 მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 26.06.2023 მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №108/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, მიკრობანკების საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე „მიკრობანკების, საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მიკრობანკების რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. რისკების შეფასების საერთო პროგრამა – რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია მიკრობანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა. 2. მიკრობანკების რისკის კატეგორიები – საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯგუფის სტრუქტურა, კორპორაციული მართვა, საერთო რისკი  რესურსებამდე, რესურსები და საერთო რისკი რესურსების შემდგომ. 3. რისკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასებაზე თითოეული მიკრობანკისა და სისტემის დონეზე: ა) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები და საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საკრედიტო რისკებს; ბ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ლიკვიდობისა და საბაზრო რისკებს, ბიზნესმოდელთან და მომგებიანობასთან, ასევე, მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს; გ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საოპერაციო რისკებს; დ) საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ჯგუფის სტრუქტურასთან და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ და მიკრობანკის საერთო რისკს. 4. მიკრობანკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული მიკრობანკის ყველა რისკის კატეგორიის შეფასებაზე. 5. საზედამხედველო გეგმა-რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის მიმდინარე დღის წესრიგი, რომელიც ასახავს შესაფასებელ მიკრობანკებსა და რისკის კატეგორიებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. რისკების შეფასება 1. ცალკეული მიკრობანკის კონკრეტული რისკის კატეგორიის მიმართულებით რისკების შეფასება ხორციელდება მოცემული რისკის  და მიკრობანკის ზედამხედველების მიერ. 2. კონკრეტული რისკის კატეგორიის სისტემურ დონეზე შეფასება ხორციელდება მოცემული რისკის ზედამხედველის მიერ. 3. თითოეული მიკრობანკისათვის კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასება მოიცავს ინჰერენტული რისკის განსაზღვრას, არსებული მიტიგანტების ანალიზსა და წმინდა რისკის დონის შეფასებას. 4. რისკების ანალიზისა და შეფასების ფაზაში სხვადასხვა მიკრობანკის კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასების თანმიმდევრობისათვის რისკის  ზედამხედველები მხედველობაში იღებენ სხვა  მიკრობანკების რისკის პროფილს. 5. რისკების შეფასება ძირითადად ეყრდნობა „GRAPE”-ის შეფასების ჩარჩოს, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრინციპების“ დოკუმენტსა და სხვა მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო პრაქტიკას. 6. რისკების შეფასება წარმოადგენს უწყვეტ საზედამხედველო ციკლს. მუხლი 4🔗. საზედამხედველო ზომები 1. იდენტიფიცირებული რისკების შეფასების შედეგად რისკის  და მიკრობანკის ზედამხედველები, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებენ საზედამხედველო ზომების შესახებ წინადადებას, რომლის მიზანია სხვადასხვა რისკის კატეგორიის დონეების შემცირება ან მიკრობანკებისათვის მაღალი რისკის მიტიგაციისათვის საჭირო რესურსების ოდენობის გაზრდის მოთხოვნა. 2. საზედამხედველო ზომების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს მიკრობანკის საერთო რისკის შეფასება, თუ ცალკეული რიკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად. მუხლი 5🔗. რისკების შეფასებისა და საზედამხედველო ზომების განსაზღვრისა და დადასტურების პროცესი 1. რისკების შეფასებისა და სახედამხედველო ქმედებების ინიციირება ხდება საზედამხედველო გეგმის მიხედვით, როგორც ციკლური (პერიოდულად გამეორებადი), ასევე არაციკლური სამუშაოების ფარგლებში. 2. თითოეულ დავალებას ჰყავს ავტორი/ჯგუფის უფროსი, ჯგუფის წევრები და გადამხედავი. როგორც წესი, ავტორი/ჯგუფის უფროსი და გადამხედავი სხვადასხვა დეპარტამენტიდანაა. 3. პირველ ეტაპზე საზედამხედველო გეგმა მტკიცდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსების მიერ. საზედამხედველო გეგმას საბოლოოდ ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეთანხმებით. 4. საზედამხედველო ზომების მიკრობანკთან კომუნიკაცია, როგორც წესი, ხდება მხოლოდ იმ ძირითად არგუმენტებთან ერთად, რაც გახდა საზედამხედველო ზომების მიზეზი. მუხლი 6🔗. რისკების რაოდენობრივი შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ყურადღების დონე 1. გარდა კორპორაციული მართვის კატეგორიისა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის კატეგორიის რისკის დონის განსაზღვრისათვის ფასდება: ა) ინჰერენტული რისკი; ბ) რისკის მიტიგანტები, რომლის ფარგლებშიც ფასდება სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი მენეჯმენტი და რისკების მართვა და კონტროლი. 2. რისკის დონე თითოეული რისკის კატეგორიისათვის და საერთო რისკის დონე განისაზღვრება [1; 5] ინტერვალზე შეფასების ქულების მინიჭებით. შეფასების ბიჯის საორიენტაციო სიდიდეა 0,5. 3. საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება 3 ქულა, შედარებით დაბალი რისკის კატეგორიას – ქულები, რომლებიც ნაკლებია 3-ზე, ხოლო შედარებით მაღალი რისკის კატეგორიას – ქულები, რომლებიც მეტია 3-ზე. 4. თითოეული მიკრობანკისათვის რისკის კატეგორიებს ენიჭებათ წონები. აღნიშნული წონების ჯამი უნდა უდრიდეს 100%-ს. წონების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ სექტორის მასშტაბით თითოეული რისკის კატეგორიისათვის განსაზღვრული საშუალო წონები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წონები ცალკეული მიკრობანკისათვის იცვლება მისი ბიზნეს მოდელისა და მოცემული მიკრობანკისათვის კონკრეტული რისკის კატეგორიის მნიშვნელობის დონეზე დაყრდნობით. 6. ინფორმაცია მინიჭებული ქულების შესახებ კონფიდენციალურია და წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა საზედამხედველო ორიენტირებს. 7. საზედამხედველო ყურადღების ინტენსივობა განისაზღვრება მიკრობანკის რისკის კატეგორიისა და მისი  მნიშვნელობის გათვალისწინებით.