მიკრობანკი ვალდებულია ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, კვოტის მოთხოვნასთან შესაბამისობა უზრუნველყოს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 33% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგან;

ბ) არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგა