მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №113/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016707
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,496 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
გარიგების პარტნიორი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორი
მუხლი 2
აუდიტორული ფირმა
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება
მუხლი 2
ფინანსური ანგარიშგება
განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
წარდგენის შესაფერისი საფუძვლები
განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
არსებითი უზუსტობა
ფასს-ის მიხედვით განსაზღვრული არსებითი უზუსტობა
მუხლი 2
არსებითობის ზღვარი
აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 320-ის შესაბამისად განსაზღვრული არსებითობის ზღვარი
მუხლი 2
სარეკომენდაციო წერილი
აუდიტორული ფირმისგან მიღებული კომუნიკაცია,  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 265-ის და 260-ის შესაბამისად
მუხლი 2
წინასწარი ფინანსური ანგარიშგება
ფასს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული არააუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც სულ მცირე მოიცავს: ფინანსური მდგომარეობის, პერიოდის მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის, პერიოდის საკუთარი კაპიტალის, პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებებს, სააღრიცხვო პოლიტიკებს და სხვა ახსნა-განმარტებითი შენიშვნების უმეტეს ნაწილს
მუხლი 2
საბანკო ჰოლდინგი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ​​​2​“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი
მუხლი 2
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება
მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ფასს 10-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებიც გამოყენებულია საკუთარი ან მესამე მხ
არის ვალდებულების უზრუნველსაყოფად (პირობითი ვალდებულებების ჩათვლით). ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ჩანდეს იმ აქტივების საერთო თანხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად თითოეული  ვალდებულებების კლასების, მესამე მხარის ვალდებულებების კლასების და პირობითი ვალდებულებების კლასების მიხედვით
მუხლი 5
გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში ვალდებულება ვადაზე ადრე უნდა შესრულდეს; დასაშვებია გარემოებები მოიცავდეს ხ
არისხობრივ არაამომწურავ ჩამონათვალს
მუხლი 5
თითოეული იმ საწარმოს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სამართლებრივი ფორმა, რომლის მიმართ მიკრობანკი
წარმოადგენს შეუზღუდავი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს.   2. მიკრობანკი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გაამჟღავნოს მატერიალურობის მიუხედავად.
მუხლი 5
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი 95% 22.02.2023 მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 21.06.2023 მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 21.06.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 14.02.2024 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 05.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №113/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და  განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მიკრობანკის, მათ შორის, უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის (შემდგომში – მიკრობანკი) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, ურთიერთობას საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში – ეროვნული ბანკი), მიკრობანკების გარე აუდიტორულ ფირმებსა (შემდგომში – აუდიტორული ფირმა) და მიკრობანკებს შორის, აგრეთვე აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარიგების პარტნიორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორი; ბ) აუდიტორული ფირმა – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება; გ) ფინანსური ანგარიშგება – განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე) არსებითი უზუსტობა – ფასს-ის მიხედვით განსაზღვრული არსებითი უზუსტობა; ვ) არსებითობის ზღვარი – აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 320-ის შესაბამისად განსაზღვრული არსებითობის ზღვარი; ზ) სარეკომენდაციო წერილი – აუდიტორული ფირმისგან მიღებული კომუნიკაცია,  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 265-ის და 260-ის შესაბამისად; თ) წინასწარი ფინანსური ანგარიშგება – ფასს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული არააუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც სულ მცირე მოიცავს: ფინანსური მდგომარეობის, პერიოდის მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის, პერიოდის საკუთარი კაპიტალის, პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებებს, სააღრიცხვო პოლიტიკებს და სხვა ახსნა-განმარტებითი შენიშვნების უმეტეს ნაწილს; ი) საბანკო ჰოლდინგი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ​​​2​“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი; კ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ფასს 10-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗. მიკრობანკის ვალდებულებები  1. მიკრობანკი ვალდებულია: ა) აუდიტორული ფირმისაგან დამოუკიდებლად შეადგინოს წინასწარი ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინოს აუდიტორულ ფირმას აუდიტის მიზნებისთვის. წინასწარი ფინანსური ანგარიშგებების აუდიტორული ფირმისთვის გადაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში და არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის პირველი მარტისა წარუდგინოს  წინასწარი ფინანსური ანგარიშგება ეროვნულ ბანკს; ბ) უზრუნველყოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წლიური სავალდებულო აუდიტის ჩატარება მიკრობანკის საქმიანობის სირთულის, მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილების ან შესაბამისი რესურსების მქონე აუდიტორული ფირმის მიერ. მიკრობანკის შერჩეული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს: ბ.ა) აუდიტორულ ფირმას ან აუდიტორული ფირმის ქსელში შემავალ რომელიმე უცხოურ ან ქართულ ფირმას, ფილიალს ან წარმომადგენლობას უნდა გააჩნდეს სულ მცირე 15-წლიანი  სამუშაო გამოცდილება აუდიტის სფეროში; ბ.ბ) აუდიტორულ ფირმას და გარიგების პარტნიორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების  აუდიტში საქმიანობისა; გ) ყოველი საანგარიშგებო პერიოდის არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორთან გაფორმებული აუდიტორული გარიგების ხელშეკრულების ასლი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ; დ) სათანადოდ გაფორმებული გარიგების საფუძველზე მოწვეული აუდიტორული ფირმის მიერ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაზე უარის თქმის, ან მასში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ეროვნულ ბანკს შეატყობინოს ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში; ე) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების და სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული და დოკუმენტური ასლები, მათი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 15 მაისისა; ვ) აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარადგინოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, ერთ-ერთ ენაზე დედნის სახით. თუ დედანი სხვა ენაზეა მომზადებული, მაშინ ქართულ და ინგლისურ ვერსიებთან ერთად აუცილებელია მისი დამატებით წარდგენა. აუდიტირებულ ანგარიშგებებს ორივე ენაზე უნდა ახლდეს  აუდიტორული მოსაზრება და სულ მცირე ერთ ენაზე გარიგების პარტნიორის ან აუდიტორული ფირმის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა დასკვნის გაცემის თარიღის მითითებით. დასაშვებია აუდიტორული მოსაზრების და აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით წარდგენა. ანგარიშგებები წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთ ფორმატში, სადაც შესაძლებელი იქნება თითოეული სიტყვის ავტომატურ რეჟიმში მოძებნა, ანგარიშგებების სხვა ფორმატში გადატანის გარეშე. დასაშვებია ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა ინგლისურ ენაზე; ზ) თუ მიკრობანკი არ მიიღებს სარეკომენდაციო წერილს აუდიტორული ფირმისგან წერილობითი ფორმით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვადის ფარგლებში, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული ფირმის სახელით უფლებამოსილი პირის  ხელმოწერილი განცხადება, რომ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში არ აღმოუჩენიათ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები; თ) საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ინგლისურ და ქართულ ენაზე, არაუგვიანეს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვადისა და გამოქვეყნებიდან 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ანგარიშგებების ხელმისაწვდომობა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები მიკრობანკმა უნდა გამოაქვეყნოს იმავე ფორმითა და შინაარსით, რომელზეც აუდიტორმა გამოხატა მოსაზრება და მათ თან უნდა ერთოდეს  აუდიტორული ფირმის მოსაზრება; ი) ეროვნულ ბანკს დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს მშობელი კომპანიის და  საბანკო ჰოლდინგის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები მარეგისტრირებელ ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე, აგრეთვე შუალედური აუდიტირებული/მიმოხილული ფინანსური ანგარიშგებები, თუ ეს უკანასკნელი საჯაროდ ხელმისაწვდომია; კ) აანაზღაუროს წინა საანგარიშგებო პერიოდის სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული ხარჯები არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშგებო წლის 31 ოქტომბრისა. საანგარიშგებო წლის აუდიტის გადასახადი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამ წესით და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნილ მიკრობანკის სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს; ლ)  აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-5 მუხლით გამჟღავნებულ აუდიტირებულ ინფორმაციას; მ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების იმ ნაწილისთვის, რომელიც არ არის მომზადებული ფასს-ის შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს მომზადების საფუძველი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი ინფორმაცია; ნ) აღნიშნოს აუდიტირებული  კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ის ნაწილი, რომელიც აუდიტირებული არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ო) მიკრობანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ჩატარების პროცესში განსაზღვრული არსებითობის ზღვარი გაუზიაროს ეროვნულ ბანკს; პ) გარიგების პარტნიორის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს გარიგების პარტნიორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია; ჟ) ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ წერილობით მიაწოდოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშგებო პერიოდის აუდიტის და არააუდიტორული მომსახურების გადასახადების ჯამი წარმოადგენს სავალდებულო აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20%-ს ან მეტს, მიკრობანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანალიზი აუდიტორული ფირმისგან ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2. ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიკრობანკი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახოს აუდიტორულ ფირმასთან დადებულ აუდიტორული გარიგების წერილში აღნიშნულ წესზე გადამისამართებით ან ტექსტის სახით. 3. აუდიტორული გარიგების წერილში უნდა მიეთითოს, რომ ამ წესის მიზნებისათვის მიკრობანკის ინფორმირებით გარე აუდიტორული ფირმის მიერ ეროვნული ბანკისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების შესახებ მათ ხელთ არსებული, დამატებითი, ინფორმაციის მიწოდება არ ჩაითვლება კონფიდენციალურობის დარღვევად. 4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიკრობანკის სავალდებულო აუდიტის და არააუდიტორული მომსახურებების გადასახადების ჯამი დასაშვებია წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20%-ს ან  მეტს 5 თანმიმდევრული წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის აუდიტის კომიტეტი ყოველ წელს ეროვნულ ბანკში წარადგენს გარე აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანგარიშს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუგვიანეს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვადისა. მუხლი 4🔗. მოთხოვნები მიკრობანკის აუდიტის მიმართ   1. მიკრობანკის აუდიტის პროცესში სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) აუდიტორულმა ფირმამ უარი უნდა განაცხადოს ნებისმიერი ისეთი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არღვევს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოუკიდებლობისა და ეთიკის მოთხოვნებს; ბ) სავალდებულო აუდიტის განხორციელებისას ამ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში გარიგების პარტნიორი/აუდიტორული ფირმა  ეროვნულ ბანკს ფაქტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას: ბ.ა) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიკრობანკის  საქმიანობის ლიცენზიის ერთ-ერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე; ბ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიკრობანკის ადმინისტრატორებთან კონფლიქტის შესახებ; ბ.გ)  კანონმდებლობის ან მიკრობანკის წესდების  არსებითი დარღვევის  თაობაზე; ბ.დ) მიკრობანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებში რაიმე სახის არსებითი ნეგატიური ცვლილების ან შესაძლო სამომავლო რისკების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მიკრობანკის განგრძობითობაზე იქონიოს გავლენა.   2. თუ მიკრობანკის მიერ მიწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე აუდიტორული ფირმა დარწმუნდება, რომ ეროვნული ბანკისათვის ცნობილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი გარემოებების შესახებ, იგი თავისუფლდება ამავე ქვეპუნქტით დადგენილი  ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან. 3.  აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში განსაზღვრული არსებითობის ზღვარი გაუზიაროს მიკრობანკის აუდიტის კომიტეტს.   4. აუდიტორულმა ფირმამ, მიკრობანკის ინფორმირებით, ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაუმჟღავნოს იმ არსებითი უზუსტობის/უზუსტობების შესახებ დამატებითი  ინფორმაცია, რამაც განაპირობა მოდიფიცირებული მოსაზრების გამოცემა. 5. აუდიტორული ფირმა ვალდებულია მარწმუნებელი გარიგების გაფორმებამდე წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია მიკრობანკის აუდიტის კომიტეტს იმის თაობაზე,  წარმოადგენს თუ არა საანგარიშგებო პერიოდის სავალდებულო აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურებების გადასახადების ჯამი საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20% ან მეტს. მუხლი 5🔗. აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელი ინფორმაცია 1. მიკრობანკი ვალდებულია გაამჟღავნოს: ა) ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებიც გამოყენებულია საკუთარი ან მესამე მხარის ვალდებულების უზრუნველსაყოფად (პირობითი ვალდებულებების ჩათვლით). ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ჩანდეს იმ აქტივების საერთო თანხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად თითოეული  ვალდებულებების კლასების, მესამე მხარის ვალდებულებების კლასების და პირობითი ვალდებულებების კლასების მიხედვით; ბ) იმ სუბორდინირებულ ვალდებულებასთან მიმართებით, რომელიც მთლიანი სუბორდინირებული ვალდებულებების 10%-ს აღემატება, გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) აღებული ვალდებულების თანხა, ვალუტა, რომელშიც დენომინირებულია საპროცენტო განაკვეთი, ვადიანობა ან ფაქტი, რომ ვალდებულება უვადოა; ბ.ბ) გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში ვალდებულება ვადაზე ადრე უნდა შესრულდეს; დასაშვებია გარემოებები მოიცავდეს ხარისხობრივ არაამომწურავ ჩამონათვალს; ბ.გ) სუბორდინირების პირობები და შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც სუბორდინირებული ვალდებულება კაპიტალში ან სხვა სახის ვალდებულებაში კონვერტირდება და ასეთი შეთანხმების პირობები; ამ პუნქტის მიზნებისთვის გამჟღავნებას ექვემდებარება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში  კაპიტალში  კონვერტირებული ვალდებულებების თანხაც; გ) დაქირავებულ მომუშავეთა საშუალო წლიური რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანების შესაბამისად. კატეგორიები უნდა დაიყოს უმაღლესი მენეჯმენტის, შუა რგოლის მენეჯმენტის და სხვა თანამშრომლების, ასევე დროებითი და მუდმივი დასაქმების კონტრაქტების მიხედვით; დ) იმ საწარმოების  სახელწოდება და იურიდიული მისამართი, რომლებშიც მიკრობანკი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფლობს 10%-ს ან მეტ წილს. გამჟღავნებული უნდა იყოს მფლობელობაში არსებული კაპიტალის წილი, მფლობელობაში არსებული კაპიტალის თანხობრივი რაოდენობა; ე) თითოეული იმ საწარმოს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სამართლებრივი ფორმა, რომლის მიმართ მიკრობანკი წარმოადგენს შეუზღუდავი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს.   2. მიკრობანკი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გაამჟღავნოს მატერიალურობის მიუხედავად. მუხლი 6🔗. მიკრობანკის აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული შეზღუდვები  1. მიკრობანკი ვალდებულია აუდიტორული მოსაზრების გამოცემიდან სულ მცირე 1 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს მიკრობანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული  აუდიტორული ფირმის მთავარი აუდიტორი მიკრობანკში ან შვილობილ საწარმოში. მიკრობანკი ვალდებულია სულ მცირე 2 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს მიკრობანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული აუდიტორული ფირმის აუდიტის მენეჯერი და გარიგების პარტნიორი მიკრობანკში ან მიკრობანკის შვილობილ საწარმოში. შეზღუდვა ამ მუხლის, ამავე პუნქტის მიზნებისთვის ვრცელდება შემდეგ თანამდებობებზე: ა) მმართველობითი ორგანოს წევრი; ბ) აუდიტის კომიტეტის წევრი ან მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს წევრი; გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული თანამდებობები. 2. მიკრობანკს ეკრძალება აუდიტორული მომსახურების ანაზღაურება დაუქვემდებაროს რაიმე ცვლადს, როგორიცაა მიკრობანკის მოგება, შემოსავალი ან მიკრობანკის სხვა ფინანსური ინდიკატორი. 3. მიკრობანკს ეკრძალება შემდეგი არააუდიტორული მომსახურებების მიღება საკუთარი აუდიტორული ფირმისგან ან იმ ქსელში შემავალი ფირმისგან, რომლის წევრსაც წარმოადგენს აუდიტორული ფირმა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან აუდიტორული მოსაზრების გამოცემამდე: ა) საგადასახადო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია; ა.ა) დეკლარაციების მომზადებასთან; ა.ბ) საშემოსავლო გადასახადთან; ა.გ) საბაჟო გადასახადებთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საქმიანობები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; ა.ე) საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო ინსპექციის მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო რჩევების მიწოდებასთან; ბ) სერვისები, რომლებიც გულისხმობს მიკრობანკის მართვაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღებას; გ) ბუღალტერიის წარმოება, საბუღალტრო ჩანაწერების და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასთან; დ) მიკრობანკის დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული სერვისები; ე) შიდა კონტროლების და რისკის მართვის პროცედურების შემუშავება და დანერგვასთან, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და/ან კონტროლთან ან ფინანსური ინფორმაციის ტექნოლოგიური სისტემების შემუშავება და დანერგვასთან; ვ) საშემფასებლო მომსახურების სერვისებთან, მიკრობანკის მიმართ წამოწყებული დავის ფინანსური ეფექტის შეფასების და აქტუალული მომსახურების ჩათვლით; ზ) იურიდიული მომსახურება: ზ.ა) ზოგადი იურიდიული კონსულტაცია; ზ.ბ) მიკრობანკის სახელით მოლაპარაკების წარმოება; ზ.გ) დავის გადაწყვეტის პროცესში მიკრობანკის მხარდამჭერის როლის შეთავსება; თ) მიკრობანკის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული სერვისები; ი) მიკრობანკის აქციების რეკლამირება, აქციებით ვაჭრობა და ანდერაიტინგი; კ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სერვისები: კ.ა) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი; კ.ბ) იმ თანამშრომლების ძიების პროცესში მონაწილეობა, რომლებიც გამიზნული იქნებიან მიკრობანკის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის; ლ) მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია მიკრობანკის დაფინანსების, კაპიტალის სტრუქტურისა და საინვესტიციო სტრატეგიების განსაზღვრასთან, გარდა იმ მომსახურებისა, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსური ანგარიშგების მარწმუნებელ სერვისებთან, როგორიცაა მოსაზრების გამოცემა აუდიტირებული საწარმოს პროსპექტუსის გამოშვებასთან დაკავშირებით. 4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებებისა, არააუდიტორული მომსახურებების მიღების შეზღუდვა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ვრცელდება აგრეთვე ისეთ არააუდიტორულ მომსახურებებზე, რომლებზეც მიკრობანკი მიიჩნევს, რომ საფრთხეს უქმნის აუდიტორის დამოუკიდებლობას.   5. დასაშვებია ამ მუხლის მე-3 პუნტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ „ა.დ – ა.ზ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სერვისებზე, იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) სერვისებს არ აქვთ მატერიალური ეფექტი ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად აუდიტირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე; ბ) ამ სერვისების გაწევის ეფექტის ანალიზი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე წერილობითი ფორმით არის გაზიარებული მიკრობანკის აუდიტის კომიტეტისათვის. 6. მიკრობანკი ვალდებულია ერთი და იმავე აუდიტორული ფირმისგან უწყვეტი 5-წლიანი სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღების შემდგომ, სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შერჩევის მიზნით გამართოს მიკრობანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული ტენდერი. ტენდერის შედეგების გათვალისწინებით, მიკრობანკის აუდიტის კომიტეტი, აუდიტორული ფირმის შერჩევის მიზნით, შესაბამის წერილობით რეკომენდაციას უგზავნის სამეთვალყურეო საბჭოს. წერილობითი რეკომენდაცია, სულ მცირე, ორი კანდიდატი აუდიტორული ფირმის შესახებ შეთავაზებასა და თითოეული აუდიტორული ფირმის უპირატესობის თაობაზე ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. ერთი და იგივე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღება დასაშვებია არაუმეტეს 10 უწყვეტი  წლის განმავლობაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ იმავე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღებამდე, მიკრობანკმა უნდა დაიცვას, სულ მცირე, 4-წლიანი შუალედი, რომელიც აითვლება 10-წლიანი ვადის ამოწურვის მომენტიდან. 8. მიკრობანკის სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორი და სხვა საკვანძო პერსონალი უნდა შეიცვალოს ყოველი უწყვეტი 5-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. ერთი და  იგივე გარიგების პარტნიორის და სხვა საკვანძო პერსონალის მიერ სავალდებულო აუდიტის პროცესის წარმართვა დასაშვებია, სულ მცირე, 3-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც აითვლება ამ პუნქტით განსაზღვრული უწყვეტი 5-წლიანი ვადის ამოწურვის მომენტიდან. მუხლი 7🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები  1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) აუდიტორული ფირმის მიერ მოსაზრების გამოცემიდან ნებისმიერ დროს, წერილობითი სახით  მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია აუდიტორული ფირმისაგან და/ან მიკრობანკისგან აუდიტირებულ  კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან მიმართებით; ბ) მიკრობანკისაგან ან/და აუდიტორული ფირმისგან მოითხოვოს ინფორმაცია აუდიტორული ფირმის მიერ მიკრობანკისათვის გაწეული ყველა მომსახურების შესახებ, აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასების მიზნით; გ) მიკრობანკს მოსთხოვოს სხვა აუდიტორული ფირმის შერჩევა, თუ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობის შემდეგ დაადგენს, რომ აუდიტი არ არის განხორციელებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობა/კომპეტენტურობა, ან/და აუდიტორული ფირმა არღვევს ამ წესის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ისარგებლებს ამ უფლებამოსილებით, მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს აუდიტორულ ფირმას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს და მიკრობანკს  გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი სამუშაოს მასშტაბი და ფორმები. მუხლი 8🔗. საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1. მიკრობანკები ვალდებული არიან ლიცენზიის მიღების წლის 1 იანვრიდან დაწყებული საანგარიშგებო პერიოდების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმება, არააუდიტორული მომსახურებები და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნება განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. თუ მიკრობანკს არ ჰყავს შვილობილი საწარმო, ამ წესის მოთხოვნები გავრცელდეს მიკრობანკის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე. 2. მიკრობანკები, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ უწყვეტ 10-წლიან ვადასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ან ერთი და იმავე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღების უწყვეტი 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 2 წელზე ნაკლები პერიოდი აქვთ დარჩენილი, უწყვეტ 10-წლიან ვადასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა. 3. ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ტენდერის გამართვის ვალდებულება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.