მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №192/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016752
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“ სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044)
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№192/04
2023 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მიკრობანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიკაციის სისტემის შემუშავება.
2. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიზანია შეიმუშაოს კლასიფიკაციის სისტემა ისეთი ეკონომიკური აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ ან/და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებას უწყობს ხელს.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მოქმედ მიკრობანკებზე, უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებსა და შვილობილ მიკრობანკებზე (შემდგომში – მიკრობანკი).
4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწვანე ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით;
ბ) სოციალური ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს;
გ) მწვანე სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში;
დ) სოციალური სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში;
ე) მდგრადი სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს.
მუხლი 3🔗.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია
1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან.
2. მწვანე ტაქსონომია განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ით, ხოლო სოციალური ტაქსონომია – ამ წესის დანართ №2-ით.
მუხლი 4🔗.
მიკრობანკების უფლებები და ვალდებულებები
1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან:
ა) სესხს მიანიჭონ მწვანე სესხის კატეგორია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) მწვანე, სოციალური და მდგრადი კატეგორია მიანიჭონ სესხის სრული მოცულობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი კატეგორიის პირობებს აკმაყოფილებს;
გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება, თვის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის დანართ №3-ით განსაზღვრული მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმის გამოყენებით;
დ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში მწვანე სესხების განსაზღვრისას იმოქმედონ ამ წესის შესაბამისად.
2. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში განსაზღვრონ სოციალური და მდგრადი სესხები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან სესხებს მიანიჭონ სოციალური და მდგრადი კატეგორია ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. მიკრობანკის მიერ დაუშვებელია ტერმინების – მწვანე, სოციალური, მდგრადი სესხის გამოყენება, თუ სესხი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.