მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №117/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016709
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,395 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
რისკის პოზიციის ღირებულება
„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - კაპიტალის ადეკვატურობის დებულება) მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კაპიტალის ადეკვატურობის დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%
მუხლი 2
მსხვილი რისკის პოზიცია
მიკრობანკის რისკის პოზიცია ერთი პირის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, რომლის ოდენობა უდრის ან აღემატება 500,000 ლარს
მუხლი 2
პირველადი კაპიტალი
კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალი
მუხლი 2
ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი
ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯგუფი
მუხლი 2
მსესხებელი
ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც მიკრობანკს გააჩნია რისკის პოზიცია ან/და წარმოადგენს რისკის პოზიციის მიმღებს, მათ შორის, პრინციპალს გარესაბალანსო ელემენტებისთვის
მუხლი 2
მიკრობანკი
ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებული მიკრობანკი, უცხოური მიკრობანკის ფილიალი და შვილობილი მიკრობანკი
მუხლი 2
კონტროლი
ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციით ან/და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განმარტებული; 2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 21.06.2023 მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 94% 21.06.2023 მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 26.06.2023 მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 21.06.2023 მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №117/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ  დებულება თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესებით ხელი შეუწყოს მიკრობანკებისა და ზოგადად საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 2. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის, უცხოური მიკრობანკების ფილიალებისათვის და შვილობილი მიკრობანკებისათვის (შემდომში – მიკრობანკი). 3. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრულ ჩარჩოსა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივას. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, მიკრობანკმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტებით. 4. მსესხებლების ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანებასთან დაკავშირებით მიკრობანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად. 5. ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რისკის პოზიციის ღირებულება„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - კაპიტალის ადეკვატურობის დებულება) მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კაპიტალის ადეკვატურობის დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%; ბ) მსხვილი რისკის პოზიცია – მიკრობანკის რისკის პოზიცია ერთი პირის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, რომლის ოდენობა უდრის ან აღემატება 500,000 ლარს; გ) პირველადი კაპიტალი – კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალი; დ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯგუფი; ე) მსესხებელიფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც მიკრობანკს გააჩნია რისკის პოზიცია ან/და წარმოადგენს რისკის პოზიციის მიმღებს, მათ შორის, პრინციპალს გარესაბალანსო ელემენტებისთვის; ვ) მიკრობანკი – ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებული მიკრობანკი, უცხოური მიკრობანკის ფილიალი და შვილობილი მიკრობანკი; ზ) კომერციული ბანკი - საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და უცხოური ბანკის ფილიალი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები; თ) კონტროლი – ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციით ან/და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განმარტებული; 2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრა 1. ამ დებულების მიზნებისათვის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდეს ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც: ა) ისინი მიკრობანკისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს (თუკი მიკრობანკის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საწინააღმდეგო არ იქნა დამტკიცებული და შეთანხმებული) – რადგან ერთ-ერთ წევრს, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, აქვს სხვა წევრის ან წევრების კონტროლის შესაძლებლობა; ბ) ისინი მიკრობანკისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, რადგან მათ შორის არის ისეთი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომ თუ ერთ-ერთ წევრს შეექმნება ფინანსური პრობლემები (მაგალითად, მათ შორის, დაფინანსებასთან ან/და გადახდებთან (მათ შორის, სესხის) დაკავშირებული სირთულეები და სხვა) მაშინ შესაძლოა, მეორე ან ყველა დანარჩენი წევრი ასევე აღმოჩნდეს ფინანსური სირთულეების წინაშე. 2. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქცია ამ დებულების დანართი №1-ის შესაბამისად განისაზღვრება. მუხლი 4🔗. რისკის პოზიციების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები 1. რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას შემდეგი ლიმიტი: ა) მიკრობანკის რისკის პოზიცია კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიმართ, ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, როდესაც ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს ერთ ან მეტ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი მიკრობანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს; ბ) ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს; გ) ყველა მსხვილი რისკის პოზიციების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის პირველადი კაპიტალის 100%-ს. 2. მიკრობანკის მიერ ერთი დაკავშირებული მხარისა და ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ არსებული რისკის პოზიციების მაქსიმალური ოდენობის, მათთან დაკავშირებული მსხვილი რისკებისა და ტრანზაქციის განხორციელების საკითხები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების დათვლისას მიკრობანკმა უნდა გამოიყენოს შემდეგი წესები: ა) მიკრობანკის რისკის პოზიციის ჯამური ღირებულება ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ დაითვლება ჯგუფში შემავალი ინდივიდუალური მსესხებლების მიმართ არსებული რისკის პოზიციების ღირებულების დაჯამებით; ბ) მიკრობანკის რისკის პოზიციას მსესხებლის მიმართ ემატება მსესხებლის ფასიან ქაღალდზე გამოშვებული დერივატივებიდან წარმოშობილი რისკის პოზიცია; გ) რისკის პოზიციის ღირებულების დათვლისას არ გაითვალისწინება ის რისკის პოზიციები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად იქვითება პირველადი კაპიტალიდან. 4. აკრძალულია მიკრობანკის მიერ რისკის პოზიციების შექმნა: ა) თავისი აქციების შესაძენად; ბ) ამავე მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად; გ) ამავე მიკრობანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად. 5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მიკრობანკის შემდეგი რისკის პოზიციები: ა) ეროვნული ბანკის მიმართ არსებული რისკის პოზიციები; ბ) ცენტრალური მთავრობების, საჯარო დაწესებულებებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად იწონება 0%-ში; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების და მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში; დ) რისკის პოზიციები, რომლებიც უზრუნველყოფილია ცენტრალური მთავრობების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მრავალმხრივი განვითარების ბანკების გარანტიით და რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში; ე) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში; ვ) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად კლასიფიცირებულია როგორც დაბალი რისკის მქონე გარესაბალანსო პოზიციები და რომელთა ათვისებაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკი არ დაარღვევს ამ დებულებით გათვალისწინებულ ლიმიტებს; ზ) აკრედიტივებისა და აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტების 50%, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის დებულების შესაბამისად კლასიფიცირებულია როგორც საშუალო/დაბალი რისკის მქონე გარესაბალანსო პოზიციები; თ) უცხოური ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში, რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ანგარიშსწორების ჩვეულებრივ პროცესში ტრანზაქციის განხორციელებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში; ი) ფასიანი ქაღალდების შესყიდვის შემთხვევაში, რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ანგარიშსწორების ჩვეულებრივ პროცესში ტრანზაქციის განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ან ფასიანი ქაღალდების ჩაბარებამდე, რომელიც უფრო ადრეა; კ) ბანკთაშორისი (მიკრობანკსა და კომერციულ ბანკს; მიკრობანკსა და მიკრობანკს შორის) ან/და კლიენტის საქმიანობით წარმოქმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ფულადი ტრანზაქციების განხორციელებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული ტრანზაქციები მოიცავს საგადახდო მომსახურების გაწევას, კლირინგს და ანგარიშსწორებას ნებისმიერ ვალუტაში, საკორესპონდენტო საბანკო მომსახურებას, ფინანსური ინსტრუმენტების კლირინგს, ანგარიშსწორებას კლიენტებისთვის და კლიენტის საქმიანობით გამოწვეულ სხვა ტრანზაქციებს; ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც, გამსესხებელ მიკრობანკს გააჩნია რისკის პოზიცია ამავე პუნქტის „ა - ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მსესხებლების მიმართ, რომლებიც ჰეჯირებულნი არიან დერივატივებით, გამსესხებელი მიკრობანკი აღნიშნული დერივატივიდან წარმოშობილ რისკის პოზიციას აღიარებს დერივატივის მომწოდებლის მიმართ. 6. მიკრობანკს ეკრძალება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. მუხლი 5🔗. მიკრობანკის პოლიტიკა-პროცედურები და ანგარიშგება 1. მიკრობანკი ვალდებულია ჰქონდეს ადმინისტრაციული და აღრიცხვიანობის გამართული პროცედურები და შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელ ჯგუფთა იდენტიფიცირება, მსხვილი რისკის პოზიციების იდენტიფიცირება, მართვა, მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება, ასევე კონცენტრაციასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის უზრუნველყოფის მომწოდებელთა და საშუალებათა მიმართ. 2. მიკრობანკის რისკების მართვის პოლიტიკა-პროცედურები, რისკის აპეტიტის ჩარჩო უნდა მოიცავდეს რისკების კონცენტრაციასა და მსხვილ რისკებთან დაკავშირებით შიდა ლიმიტებს. ამასთან, მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს რისკების კომიტეტი ყოველკვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას ყველა მატერიალური რისკის პოზიციისა და მათი ხარისხის შესახებ. მატერიალური რისკის პოზიციის ცნებას განსაზღვრავს მიკრობანკი. აღნიშნული ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს მიკრობანკის 20 უმსხვილესი მსესხებლის რისკის პოზიციების შესახებ ინფორმაციას. ეროვნული ბანკი, ასევე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს რისკების კომიტეტს მსხვილი რისკის პოზიციების დამტკიცება. 3. მიკრობანკებმა, ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ ურთიერთადაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ რისკის პოზიციებზე ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიშგება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ყველა მსხვილი რისკის პოზიციას. 4. მიკრობანკმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ამ დებულებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების დასაცავად და საკუთარი ქმედებით არ უნდა გამოიწვიოს მათი დარღვევა. ამ დებულებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა ან/და ნორმატივების დარღვევის შემთხვევაში მიკრობანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს დარღვევის შესახებ და წარუდგინოს დარღვევის აღმოფხვრის გეგმა, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები მიკრობანკმა უნდა შეიმუშავოს და ლიცენზიის მიღებიდან სამი თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შიდა მეთოდოლოგია.