“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.11.106.006.619
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1022
2004 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., N81, მუხ. 589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კრიმინალისტიკის სამსახური;
ბ) საექსპერტო-ბიოლოგიური სამსახური;
გ) საექსპერტო-ქიმიური სამსახური;
დ) საექსპერტო-ეკონომიკური სამსახური;
ე) საექსპერტო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამსახური;
ვ) ადმინისტრაციული სამსახური.
3. ცენტრის სტრუქტურაშია:
ა) აჭარის ფილიალი;
ბ) ქუთაისის ფილიალი.”.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ცენტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადება;
ბ) საკადრო და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების წარმოება;
გ) ცენტრის მუშაკთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
დ) საქმისწარმოების ორგანიზაცია, საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) ცენტრის ბიუჯეტის შემუშავება, განაწილება და ოპერატიული მართვა;
თ) ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშების წარმოება და კონტროლი, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;
ი) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა და შენახვა;
კ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ლ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სხვა ინვენტარით უზრუნველყოფა.”
3. დებულების მე-4 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ცენტრის სხვა თანამშრომლები
ცენტრის საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) ჯგუფის(განყოფილებების) უფროსები;
ბ) მთავარი სპეციალისტები;
გ) წამყვანი სპეციალისტები;
დ) უფროსი სპეციალისტები;
ე) სპეციალისტები;
ვ) დამხმარე მოსამსახურეები.“.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრმა (ლევან სამხარაული) უზრუნველყოს საშტატო ნუსხის წარმოდგენა ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.08.2004.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” მიღებულია 17.08.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1022. სარეგისტრაციო კოდი — 110.080.000.11.106.006.619.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, №1022, 17.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.11.106.006.619 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58390/