„რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21/ნ
სარეგისტრაციო კოდი
220090000.66.078.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №21/ნ

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის №13/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2020; ს/კ: 220090000.66.078.016013) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის“.

2. მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მეთოდოლოგია საერთოა და საჯაროა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის, ხოლო თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოანგარიშებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის.

2. თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

3. კანონის და ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის ამტკიცებს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა (მომდევნო კალენდარული წლისთვის) და წარუდგენს შესაბამის კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ხელმძღვანელობს „დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით, თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოთვლილი აგრეგირებული რისკის წონით.“.

4. მე-4 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლის შესაბამისად მიღებული აგრეგირებული რისკის წონა გამოიყენება თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოსათვლელად.

1​1. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია აგრეგირებული რისკის წონის მიღებამდე კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაუწესოს კანონით დადგენილი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მაქსიმალური ოდენობა.

2. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. აღნიშნული ოდენობის გამრავლებით აგრეგირებულ რისკის წონაზე გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის.“.

5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოითვლება ამ მეთოდოლოგიის დანართი №2-ის შესაბამისად.“.

6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რისკზე დაფუძნებული  რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობის გამოთვლის ფორმულა

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას ყველა კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. საბოლოო ინდივიდუალური ოდენობა გამოითვლება აღნიშნული ოდენობის გამრავლებით თითოეული კომერციული ბანკის და მიკრობანკის აგრეგირებული რისკის წონაზე.

რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა გამოითვლება ფორმულით:

Ci = (CRi gel× CDi gel) + (CRi fx x Cdi fx)

სადაც, თითოეულ შემადგენელს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

· Ci – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანი შესაბამისი კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის;

· CRi gel – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის;

· CRi fx – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის;

· CDi gel – ლარში დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა;

· Cdi fx – უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა.

 

მაგალითი:

ბანკი

აგრეგირებული რისკის წონა

ოდენობა ლარში (CR gel)

ოდენობა უცხოურ ვალუტაში

(CR fx)

რისკის წონის მიხედვით დაკორექტირებული ოდენობა ლარში (CRi gel), %

რისკის წონის მიხედვით დაკორექტირებული ოდენობა უცხოურ ვალუტაში (CRi fx), %

ბანკი 1

0,910

0,03333

0,06667

0,0303

0,0607

ბანკი 2

1,074

0,03333

0,06667

0,0358

0,0716

 

აღნიშნული მაგალითის შესაბამისად, ბანკი 1, ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის გამოიყენებს 0,0303%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის - 0,0607%-ს. ანალოგიურად, ბანკი 2, ლარში და უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის იხელმძღვანელებს შემდეგი ოდენობებით - 0,0358% და 0,0716% შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა