“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 17.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №1-1/75
სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.11.104.006.632
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 25/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,640 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 48.0pt 45.0pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.11.104.006.632 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/75 2004 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (რ. დალაქიშვილი) 45 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კ. ბენდუქიძე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის, „საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. 3. დეპარტამენტის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ. 4. დეპარტამენტის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი; დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები. 5. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს. 6. დეპარტამენტს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესით და ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით (თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.). 7. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბეჭედი და დასრულებული ბალანსი. 8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, გაგარინის ქ. №29ა.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საავტომობილო გზების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო; გ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია; დ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია; ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია, აგრეთვე ამ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სატენდერო პირობების მომზადება და დამტკიცება, მისი რეალიზაცია; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების სფეროში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა; ზ) სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემების უზრუნველყოფა; თ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის კატეგორიის სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება; კ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაობის კოორდინაცია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ლ) საავტომობილო გზების სფეროს შემდგომი ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; მისი ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების მომზადება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და შენიშვნების მომზადება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია; ნ) გადაცემული სახელმწიფო ქონების ფლობა და სარგებლობა; ო) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაცია, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას; პ) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია; ჟ) საერთო სარგებლობის „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომელიც არ შედის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებაში; რ) ფასიანი საერთო სარგებლობის გზებზე მოსაკრებლებისა და საფასურის აკრეფის ორგანიზაცია და ადმინისტრირება; ს) საავტომობილო გზების სფეროში სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების, გრანტების, პროგრამებისა და სხვა დაფინანსებით მიღებული სახსრების მართვა, მათი ხარჯვის და რეალიზაციის მონიტორინგი; საინვესტიციო პროგრამების საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონთან მათი შესაბამისობის ნაწილში; ტ) წევრობაზე დაფუძნებული საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაერთიანება და მათ საქმიანობაში მონაწილეობა. უ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება. 2. დეპარტამენტი, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სახელმწიფოს სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას, პერიოდულ შეკეთებას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციას, რეაბილიტაციას და მშენებლობას დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების, მიღებული გრანტების, კრედიტების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე. 4. დეპარტამენტი უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა მისთვის ამ დებულებით მინიჭებული მოვალეობების შესასრულებლად.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი აქტები და მოქმედებები. 3. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 4. დეპარტამენტი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე უძღვება დეპარტამენტის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებულ დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებას და სრულად წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია,განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოიწვიოს კონკრეტული საკითხის სპეციალისტი პირი. 6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 7. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე. 8. დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. 9. დეპარტამენტს, თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს აპარატი, რომლის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 10. დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და ანაზღაურების წესი.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთო განყოფილება; ბ) კადრების განყოფილება; გ) იურიდიული სამმართველო; დ) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო; ე) საავტომობილო გზების განვითარებისა და ტექნიკური პოლიტიკის სამმრთველო; ვ) გზების ექსპლუატაციის სამმართველო; ზ) მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება; თ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ი) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება; კ) საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება; ლ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციის სამმართველო; მ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.     მუხლი 6🔗. საერთო განყოფილება 1. საერთო განყოფილების ძირითადი ამოცანებია დეპარტამენტის აპარატის საქმისწარმოებისა და საკანცელარიო მომსახურების უზრუნველყოფა. 2. განყოფილების ფუნქციებია: ა) აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის (მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების) განხილვის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ცალკეულ შემთხვევებში შესაბამის დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების შემოწმება; დ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ე) დოკუმენტაციისა და დავალებების შესაბამის ვადებში შესრულებისა და განყოფილებაში მათი დაბრუნების სისტემატური კონტროლი; ვ) აპარატის აუცილებელი საკანცელარიო ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა; ზ) აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და მეთოდური დახმარება; თ) აპარატში ნომენკლატურით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადება და არქივში ჩაბარება. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 7🔗. კადრების და სპეციალურ საკითხთა განყოფილება 1. განყოფილების ძირითადი ამოცანაა ორგანიზაცია გაუწიოს საკადრო და სპეციალურ საკითხთა წარმოებას. 2. განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის მუშაკთა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა-შენახვა; ბ) მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების, ცნობების სწორად შედგენისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენის ორგანიზაცია; გ) დეპარტამენტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზაცია; დ) საკონკურსო-საატესტაციო პროცესების შედეგების მიხედვით მოხელეთა რეზერვის შექმნა; ე) შრომის წიგნაკების, პირადობის მოწმობების შეძენის, შენახვა-გაცემის, მათი აღრიცხვის, სწორი შევსების, დადგენილი საბუთების შექმნის, დაჯილდოებასა და წახალისების საკითხების ორგანიზაცია; ვ) მოხელეთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების ორგანიზაცია; ზ) მოხელეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთა ორგანიზაცია; თ) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის ბეჭდით დამოწმება; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლო საქმეთა წარმოება და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაცია. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 8🔗. იურიდიული სამმართველო 1. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია დეპარტამენტის სისტემაში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) კანონშემოქმედებით პროცესში მონაწლეობა, დეპარტამენტისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, წარმოდგენილ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების გაკეთება; ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი ექსპერტიზა და ვიზირება; დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობა; ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა და ვიზირება; ვ) დარგში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების წინადადებების მომზადება. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირეული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისიტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ინფორმაცია, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 9🔗. ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო 1. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) დარგის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ძირითადი მიმართულებების პროექტების შემუშავება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დარგისა და მისი სტრუქტურის სრულყოფის მიზნით, ნორმატიული ბაზის პროექტების მომზადება, არსებული ნორმატივების შესწავლა და დანერგვა; გ) დარგის დაფინანსებისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო მოსაკრებლებისა და გადასახადების მონიტორინგი და ანალიზი. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი და მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირების უზრუნველყოფა; ბ) დარგის დაფინანსებისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი პრევენციული ზომების თაობაზე წინადადებების შემუშავება; გ) დარგის რესტრუქტურიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი და კორექტივების აუცილებლობისას შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობისათვის მიღებული გრანტების, კრედიტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე განხორციელებული სამუშაოების წლიური გეგმების მომზადება; ე) დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური და საფინანსო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში ფასიანი გზების საფასურის ადმინისტრირება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდიკატური გეგმების პროექტების მომზადება, აგრეთვე წინადადებების შემუშავება დარგის ინსტიტუციონალური მოწყობის თაობაზე; თ) დეპარტამენტის ბუღალტერიის წარმოება მოქმედი დადგენილი წესის მიხედვით. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადგენილ ვადებში და სათანადო ფორმით უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა.     მუხლი 10🔗. საავტომობილო გზების განვითარებისა და ტექნიკური პოლიტიკის სამმრთველო 1. სამართველოს ძირითადი ამოცანაა დარგის ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით საგზაო სისტემაში სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროგრესული ტექნოლოგიების, კონსტრუქციებისა და სამუშაოთა წარმოების მეთოდების ძიება და შერჩევა-დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავტომობილო გზებისა და მასზე არსებული ხელოვნურ ნაგებობათა მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობაში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი; ბ) დარგში არსებული მიღწევების შესწავლა და განზოგადება; გ) დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციების, წესების შემუშავების უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური სატიტულო სიების მომზადება, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინების და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით; ე) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტის დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება; ვ) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზ­ღვრა და შესრულების კონტროლი; ზ) საინჟინრო პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასამუ­შა­ვებ­ლად შესაბამისი მონაცემების, ნორმატიული დანახარჯების, საგზაო საშენ-მასალათა ზიდვის სატრანსპორტო სქემების, საგზაო სამშენებლო მასალების ღირებულებების საპროექტო ინსტიტუტებისადმი არსებული წესით გაცემა; თ) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციების განხორ­ციე­ლება და მათი შესრულების კონტროლი; ი) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუ­მენ­ტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმება და ექსპერტიზის ორგანიზაცია-უზრუნველყოფა; კ) საპროექტო-საკვლევაძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ყოველწლიური გეგმების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლი; ლ) სახიდე გადასასვლელების და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინ­რო ნაგებობების დათვალიერება-გამოცდის ყოველწლიური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი, მიღებული ანგარიშების მიხედვით შესაბამისი დასკვნების მომზადება; მ) პერიოდულად, არსებული წესის შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება შესაბამისი ანგარიშის წარდგენა; ნ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპე­ციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე ტექნიკური პირობების გაცემა; ო) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრე­ბელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა; პ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებთან მეო­რე­ხა­რისხოვანი მისასვლელი გზების მოწყობაზე ტექნიკური პირობების გაცემა არსებული წესის შესაბამისად; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სხვა საკითხების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების ორგანიზაცია. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 11🔗. გზების ექსპლუატაციის სამმართველო 1. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სრულყოფა და განვითარება, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებთან და განყოფილებებთან ერთად მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკოსტრუქციისა და მოდერნიზაციის პერსპექტიული გეგმების შემუშავება. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე მოვლა-შენახვის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და დამტკიცების შემდეგ მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორების მიერ შესასრულებელ სამუშაოებზე გეგმების მომზადება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების დამტკიცებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება, შესრულებული სამუშაოების მოცულობების შერჩევითი გადამოწმება, რის შემდგომ, მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) სისტემატური კონტროლი გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაზე; ე) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა; ვ) საგანგებო სიტუაციების და სტიქიური მოვლენების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია; ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრა; ზ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადგენილ ვადებში და სათანადო ფორმით უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა.     მუხლი 12🔗. მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, მოძრაობის უსაფრთხოების (ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) ამაღლება და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2. განყოფილების ფუნქციებია: ა) საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ტექნიკური პირობების მომზადება; ბ) მეცნიერებისა და ტექნიკის იმ მიღწევათა დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას; გ) საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ერთად საგზაო ნიშნებისა და ჰოპიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელება; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გზების მიხედვით) აღრიცხვა, მათი წარმოშობის მიზეზებისა და პირობების ანალიზი, ავარიულობის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება; ე) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემების სისტემატური შედარება საგზაო პოლიციის მონაცემებთან; ვ) კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენის უზრუნველყოფა და მათი შეფასება; ზ) სამეცნიერო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; თ) საგ­ზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ი) საგზაო ნი­შ­ნებისა და ინდივიდუალური პროექტირების ფარების დამზადებაზე შესაბამის ორგანოებში განაცხადის წარდგენის უზრუნველყოფა; კ) დამზადებული საგზაო ნიშნებისა და ინდივიდუალური პროექტირების ფარების დისლოკაციის პროექტების განაცხადის შესაბამისად განაწილება. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადგენილ ვადებში და სათანადო ფორმით უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო 1. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საგზაო ფონდის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების, კრედიტებით, გრანტებითა და სხვა შემოსავლებით მიღებული სახსრების ხარჯზე დეპარტამენტის დაკვეთით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის შესასრულებელ სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზაცია. 2. სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; ბ) დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ტენდერის გამოცხადება; გ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო კომისიაზე განსახილველად გატანა და შესაბამისი ოქმის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი წინადადებების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშა ჯგუფების შედგენა; დ) ტენდერის მონაწილეებისათვის ტენდერის შედეგების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინებათა დაგზავნა; ე) გამარჯვებული მიმწოდებლისათვის კონტრაქტის გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ვ) კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის კოორდინაციის განხორციელება და კვარტალური და წლიური ანგარიშების სამინისტროში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება; თ) შესასყიდ სამუშაოთა და მომსახურებათა წლიური გეგმის შედგენა. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 14🔗. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრეთვე საინვესტიციო კაპიტალის, გრანტების მოზიდვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონული) ხელშეკრულებებისა და პროექტების შესრულების კოორდინირება, მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მათი განხორციელების თვალსაზრისით რეკომენდაციათა შემუშავება; გ) ოფიციალური აქტებისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალის მომზადება-გაცნობა; ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე; დ) დეპარტამენტის აქტების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და მათი რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ე) საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებისა და სხვა მისიების მიღების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა; ვ) დეპარტამენტის წარმომადგენლობა საერთაშორისო შეხვედრებზე და კონფერენციებზე; ზ) საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ინფორმაციის მოძიება ახალი ტექნოლოგიების შესახებ; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის საავტომობილო გზების სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 15🔗. საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია საინფორმაციო ნაკადების, დეპარტამენტის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება და მისი გავრცელების კოორდინაცია. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში დეპარტამენტის მონაწილეობის შესახებ ადგილობრივი და უცხოური საინფორმაციო საშუალებებისათვის ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება; ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება; გ) დეპარტამენტის სახელით მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების სათანადოდ გაშუქების მიზნით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა მოწვევა და მათთვის სამუშაო პირობების შექმნა; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით დეპარტამენტის მიერ შედგენილი განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ე) მსოფლიო საზოგადოებისათვის დეპარტამენტის საქმიანობის უკეთესად გაცნობის მიზნით ინტერნეტის გლობალურ საერთაშორისო ქსელში შესაბამისი ელექტრონული გვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის პრესის მიმოხილვის მომზადება; თ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 16🔗. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციის სამმართველო 1. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაცია. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საშუალებების, სასელექტორო რადიოკავშირებისა და არსებული კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაცია, განახლება და შემდგომი განვითარება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის ელექტროკავშირგაბმულობის სახაზო, სასადგურო მოწყობილობების, რადიოსადგურების მოვლა-პატრონობისა და კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის ხარისხიანი უზრუნველყოფა; გ) სახაზო წრედების, რადიოგადამცემის, მიმღებების, სააბონენტო და სასადგურო აპარატურის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა; დ) ტექნიკური ნორმების დაცვით კავშირგაბმულობის საშუალებათა და კომპიუტერული სისტემის რეკონსტრუქცია-შეკეთება; ე) კავშირგაბმულობის ხაზების დაცვით ზონაში კონკრეტული სამუშაოების წარმოების შეთანხმება; ვ) კავშირგაბმულობის ხაზების მოვლა-შენახვის წესების დაცვის მიზნით განმარტებითი ღონისძიებების გატარება როგორც ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, ასევე ცალკეულ პირებთან; ზ) დეპარტამენტის ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების კომპიუტერული სისტემის პასპორტიზაცია; თ) ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება; ი) ტექნოლოგიური წარმოების და შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესება, ახალი ტექნიკის დანერგვა, რაციონალიზაციისა და გამომგონებლობისათვის ნორმალური პირობების შექმნა, მიღებული წინადადებების დანერგვა, საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია, შრომატევადი სამუშაოების მექანიზაცია. 3. სამმართველოს უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სამმართველო ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 17🔗. სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება 1. განყოფილების ძირითად ამოცანას წარმოადგენს დეპარტამენტის შენობის და ინვენტარის მოვლა-ექსპლუატაცია. 2. განყოფილების ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის აპარატის მოხელეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა (ინვენტარით, ავეჯით და სხვა ნივთებით უზრუნველყოფა); ბ) კონტროლი და პასუხისმგებლობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, შენობის მოვლა-შენახვაზე, სანიტარიული მდგომარეობის დაცვაზე; გ) კონტროლის დაწესება განათების, გათბობის, წყლის, სხვა დანადგარების შეუფერხებელ მუშაობაზე; დ) დეპარტამენტის აპარატისათვის გამოყოფილი სამეურნეო სახსრების (საქვეანგარიშო თანხების) მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით; ე) ავეჯისა და სხვა სამეურნეო ინვენტარის შეძენა; ვ) ფასეულობების აღრიცხვიანობა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და აპარატის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა; ზ) სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა. 3. განყოფილებას უფლება აქვს თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად დააყენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 4. განყოფილება ვალდებულია სისტემატურად მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 18🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები 1. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია. 3. ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 4. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 5. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.     მუხლი 19🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.