„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26/ნ
სარეგისტრაციო კოდი
220050000.66.078.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №26/ნ

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016001) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი განსაზღვრავს კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის, დეპოზიტების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობისა და პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანების შეუტანლობის შემთხვევაში შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, ოქმის შენახვისა და წარმოების წესს, ასევე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების პროცედურას. წინამდებარე წესი ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხებს.“.

2. მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ კანონითა და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის, დეპოზიტების შესახებ მოთხოვნილი ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ასევე პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დარღვევა გამოწვეულია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ან დარღვევა არაერთჯერადია, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (შემდგომში – სამართალდარღვევის ოქმი).

2. სააგენტოს მიერ გამოცემული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად წარმოადგენს საჯარიმო ქვითარს, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისათვის (კომერციული ბანკი/მიკრობანკი) ფულადი სანქციის (შემდგომში – ჯარიმა) დაკისრება და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამართალდამრღვევი პირის (კომერციული ბანკი/მიკრობანკი) სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ჯარიმის გადახდა

სამართალდამრღვევმა (კომერციულმა ბანკმა/მიკრობანკმა) ჯარიმა უნდა გადაიხადოს სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღეში.“.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა




დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №                      ბ.ა.                                           

 

1.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------        

                 შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი

2. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და თანამდებობა

 3.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი პირის (კომერციული ბანკი/მიკრობანკი) სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი

 ­­­­­­­­­­­4. სამართალდარღვევის არსი: ----------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 5. ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის:

 „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი ---- მუხლი ---- პუნქტი

 

6. ჯარიმის ოდენობა: --------- ლარი ---------- თეთრი, ------------------------------------------------

                                                                                               თანხა სიტყვიერად

  7. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------

                                                                                                            ხელმოწერა                                                                         

  8. პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, მისი ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.