“სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი კომუნიკაცია და ინფორმაცია
მიღების თარიღი 24.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 320.040.000.15.012.006.633
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 25/08/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2004 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ანგარიში N: | აბონენტი: |
| აბონენტის N: | მისამართი: |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPParliament;} @font-face {font-family:SPImedi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; color:black;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:"SPImedi","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:.5in 45.0pt .5in .5in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.040.000.15.012.006.633
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №1
2004 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და 55-ე მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტების თანახმად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს კავშირგაბმულობის ოპერატორის (ან/და მომსახურების მომწოდებელი კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების) მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშის თანდართული ტიპური ფორმა (დანართი 1) შემდეგი რეკვიზიტებით:
ა) კავშირგაბმულობის ოპერატორის (ან/და მომსახურების მომწოდებელი კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების) დასახელება, იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები;
ბ) საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების ანგარიშის ნომერი;
გ) აბონენტის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) აბონენტის რეკვიზიტები – სახელი, გვარი და მისამართი (წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში მისი რეკვიზიტები);
ე) დამატებითი რეკვიზიტები აბონენტის სოციალური, საგადამხდელო (საკრედიტო) ან სხვა სტატუსის შესახებ (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მომსახურების ანგარიშის გამოწერის თარიღი;
ზ) მიწოდებული მომსახურების საანგარიშო პერიოდი – მომსახურების გაწევის თვე;
თ) მომხმარებლის ანგარიშის საწყისი ბალანსი წინა საანგარიშსწორებო პერიოდში დაურეგულირებელი თანხების (ჯარიმების ჩათვლით), სადეპოზიტო ქვეანგარიშების მდგომარეობისა და გადაუხდელი დავალიანების თანხების ასახვით;
ი) გაწეული მომსახურების სახეების ჩამონათვალი (კოდიფიცირების შემთხვევაში მომსახურების კოდის მითითებით) განცალკევებულად, ერთჯერადი და განმეორებადი მომსახურების სახეებისა და მომსახურების მოცულობის ერთეულების მიხედვით (წუთობრივი სატელეფონო, ტელეფონის დადგმის, სააბონენტო სატელეფონო ხაზზე და ა.შ.);
კ) აბონენტზე დარიცხული კონკრეტული მომსახურების საფასური დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით;
ლ) მომსახურების სახეებზე დარიცხული ჯამური საფასური დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით;
მ) მიწოდებული მომსახურების სახეების ჯამურ საფასურზე დამატებული ღირებულების გადასახადი;
ნ) კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების მიერ გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული ჯამური საფასური დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით;
ო) მინიმალური დეპოზიტის ნაშთის შევსების მოთხოვნა და თანხა აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
პ) საანგარიშო პერიოდის დავალიანება სულ;
ჟ) დარიცხული საფასურის გადახდის ვადა;
რ) საბანკო დაწესებულების აღნიშვნები საფასურის გადახდის დასადასტურებლად, გადახდილი საფასურისა და გადახდის თარიღის მითითებით;
ს) ანგარიშის გადახდის დამადასტურებელი პერფორირებადი ავიზო-ქვითარი (მომსახურების ანგარიშების კონსოლიდაციის შემთხვევაში – კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების ანგარიშების პერფორირებადი ავიზო-ქვითრების რეესტრი), რომელიც ეგზავნება საფასურის მიმღები ოპერატორის მომსახურე ბანკს საბანკო არხების მეშვეობით. ავიზო-ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს: ოპერატორის რეკვიზიტები (იურიდიული და საბანკო); მომსახურების ანგარიშის „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეკვიზიტები; საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის ჯამი; გადახდის თარიღი;
ტ) მომხმარებლების უფლებების უზრუნველყოფისა და დაცვის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია: დარიცხული საფასურის ნებისმიერი საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გადახდის შესაძლებლობის შესახებ; დარიცხული საფასურის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადებისა და პირობების შესახებ; მომხმარებლების საპრეტენზიო განყოფილებისა და მომსახურების დროებით შეზღუდვის, შეწყვეტის ან დაზიანებების შემთხვევაში კავშირგაბმულობის ოპერატორის სამსახურებთან საკონტაქტო ტელეფონები.
2. დავალიანების არსებობის შემთხვევაში კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს მომხმარებელს გასულ საანგარიშო თვეს მის მიერ გაწეული მომსახურების ან/და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების კონსოლიდირებული ანგარიში მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ მისამართზე. ანგარიშის მიწოდების სახე (წერილობითი, ელექტრონული) განისაზღვრება მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად.
3. კავშირგაბმულობის ოპერატორებთან მომხმარებლების ანგარიშსწორება განხორციელდეს მიღებული ანგარიშების საფუძველზე საბანკო ქსელის მეშვეობით არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა.
4. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელზე გასულ საანგარიშო თვეს მის მიერ გაწეული მომსახურების დავალიანების შესახებ დეტალური ანგარიშის უფასოდ მიწოდება. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა საანგარიშო პერიოდებში გაწეული მომსახურების დეტალური ანგარიშის მიწოდება უნდა განხორციელდეს კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ დადგენილი პირობების ან კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
დეტალურ ანგარიშებში უნდა აისახოს:
ა) მომსახურების მიმწოდებელი კავშირგაბმულობის ოპერატორის დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) მომსახურების სახე და სპეციფიკური ინფორმაცია (მიმართულებები საერთაშორისო ზარების შემთხვევაში, გამოძახებული მომხმარებლის „ბ“ ნომერი და ა.შ.);
გ) მომსახურების მიწოდების თარიღი და დრო;
დ) მომსახურების მიწოდებული მოცულობის დამრგვალებული ოდენობა შესაბამის ერთეულებში;
ე) გაწეული მომსახურების სახეზე დარიცხული საფასური;
ვ) ანგარიშთან დაკავშირებით მომხმარებლების საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის პირობები და ადგილი.
5. კავშირგაბმულობის ოპერატორებმა 6 თვის ვადაში ეტაპობრივად უზრუნველყონ კომისიაში შექმნილ საინფორმაციო ბაზების ცენტრალიზებულ სისტემასთან თავსებადი საინფორმაციო პროგრამული სისტემების შემუშავება, ტესტირება და დანერგვა, აგრეთვე შესაბამისი სამსახურების შექმნა მომხმარებლებისთვის ან კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორებისთვის ანგარიშების, ანგარიშებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების და მათი საპრეტენზიო საჩივრების ოპერატიულად განხილვის უზრუნველსაყოფად.
6. მოქმედ კანონმდებლობასთან, ამ დადგენილებასთან და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ანგარიშის ტიპურ ფორმასთან (დანართი 1) შესაბამისობის დადგენის მიზნით, კავშირგაბმულობის ოპერატორებმა უზრუნველყონ მომსახურების გაწევისა და ანგარიშების კონსოლიდაციის თაობაზე მომხმარებლებთან და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების, აგრეთვე მათ მიერ დადგენილი ანგარიშების ფორმების კომისიაში წარდგენა დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს კავშირგაბმულობის ოპერატორებს ხელშეკრულების პირობებისა და ანგარიშების ფორმების შეცვლა კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.
7. კავშირგაბმულობის ოპერატორებმა ამ დადგენილების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებში ასახონ მომსახურების გაწევის, მათ შორის, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის, ტელეფონის გათიშვის, აგრეთვე მომხმარებლების განცხადებებისა და საჩივრების მიღებისა და განხილვის პირობები. მომსახურების შეზღუდვა, შეწყვეტა ან ტელეფონის გათიშვა დაიშვება მხოლოდ სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებიდან (სატელეფონო შეტყობინებიდან) არა უადრეს 3 სამუშაო დღისა.
8. საბანკო ქსელის მეშვეობით ანგარიშსწორებაზე გადასვლა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთანავე.
9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
10. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის თავმჯდომარე
დ. ქიტოშვილი
დანართი 1
სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშის ტიპური ფორმა
<ოპერატორის დასახელება>
<იურიდიული მისამართი>, <საბანკო რეკვიზიტები>
ანგარიში N:
აბონენტი:
აბონენტის N:
მისამართი:
<ანგარიშის გამოწერის თარიღი>
დეპოზიტზე არსებული ნაშთი:
გასული პერიოდის ვადაგადაცილებული დავალიანება
გასული პერიოდის სადავო თანხა:
<თვე> საანგარიშო პერიოდის დავალიანება (ლარი):
<მომსახურების სახეების ჩამონათვალი>
1
2
3
4
5
6
7
8
ჯამი:
მ. შ. დღგ:
სხვა ოპერატორების ანგარიშები
<ოპერატორების ჩამონათვალი>
1
-
2
-
3
-
4
-
ჯამი:
საანგარიშო პერიოდის დავალიანება სულ:
ლარი
გადახდის ბოლო თარიღი:
გადახდის თარიღი:
ბანკის აღნიშვნა
თანხის გადახდა უნდა მოხდეს ნებისმიერი ბანკის მეშვეობით
<თანხის მიმღები ოპერატორის დასახელება>
<იურიდიული მისამართი>, <საბანკო რეკვიზიტები>
აბონენტი N: ____________________________________ <გვარი, სახელი>
ანგარიში N: _____________________________________ საანგარიშო პერიოდი: <თვე>
გადახდილია: საანგარიშო პერიოდის დავალიანება:______________________ლარი
გადახდის თარიღი: __________________________
<ბანკის აღნიშვნა>
"_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
< თანხის მიმღები 1-ოპერატორის დასახელება>
<იურიდიული მისამართი>, <საბანკო რეკვიზიტები>
აბონენტი N: ____________________________________ <გვარი, სახელი>
ანგარიში N: _____________________________________ საანგარიშო პერიოდი: <თვე>
გადახდილია: საანგარიშო პერიოდის დავალიანება:______________________ლარი
გადახდის თარიღი: __________________________
<ბანკის აღნიშვნა>
"_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
< თანხის მიმღები მე-2-ოპერატორის დასახელება>
<იურიდიული მისამართი>, <საბანკო რეკვიზიტები>
აბონენტი N: ____________________________________ <გვარი, სახელი>
ანგარიში N: _____________________________________ საანგარიშო პერიოდი: <თვე>
გადახდილია: საანგარიშო პერიოდის დავალიანება:______________________ლარი
გადახდის თარიღი: __________________________
<ბანკის აღნიშვნა>
"_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
< თანხის მიმღები მე-3 ოპერატორის დასახელება>
<იურიდიული მისამართი>, <საბანკო რეკვიზიტები>
აბონენტი N: ____________________________________ <გვარი, სახელი>
ანგარიში N: _____________________________________ საანგარიშო პერიოდი: <თვე>
გადახდილია: საანგარიშო პერიოდის დავალიანება:______________________ლარი
გადახდის თარიღი: __________________________
<ბანკის აღნიშვნა>
(მე-4 ოპერატორის ქვითარი ავიზო, და.ა.შ.)
ძვირფასო აბონენტო
ოპერატორების დავალიანება შეგიძლიათ დაფაროთ არა უგვიანეს მიმდინარე თვის ბოლო რიცხვისა. თქვენ უნდა გადაიხადოთ წარმოდგენილი ანგარიშის სრული თანხა. თუ თქვენ არ ეთანხმებით რომელიმე ოპერატორის ანგარიშს, თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ იმ ოპერატორის მომხმარებელთა საჩივრების სამსახურს, რომლის ანგარიშსაც თქვენ არ ეთანხმებით. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია თქვენს სადეპოზიტო ანგარიშზე გადაიტანოს ზედმეტად გადახდილი თანხა. ამასთან, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა თქვენთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
დავალიანების ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში ოპერატორები უფლებამოსილნი არიან მათ შორის და თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად შეზღუდონ ან შეწყვიტონ მომსახურება სატელეფონო ან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.
შეზღუდელი ან შეწყვეტილი მომსახურება აღდგება დავალიანების დაფარვის მომდევნო სამუშაო დღეს.
მომსახურების გაწევის, მათ შორის, ტელეფონის გათიშვის მომსახურების შეზღუდვის და შეწყვეტის, აგრეთვე განცხადებებისა და საჩივრების მიღებისა და განხილვის წესები მოცემულია თქვენსა და კავშირგაბმულობის ოპერატორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
თუ ოპერატორი უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილებს თქვენს საჩივარს, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს.
საჩივრების შემთხვევაში მიმართეთ შემდეგ ტელეფონებზე:______________ ან მისამართზე:___________________________________
ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ დაზიანების ბიუროს შემდეგ ტელეფონებზე: ტელ.: _________________