მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №136/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№136/04
2023 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მიკრობანკების საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია საბანკო წიგნში წარმოშობილი საპროცენტო რისკის იდენტიფიცირება, შეფასება, მართვა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესებით საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღად ფუნქციონირების ხელშეწყობა.
2. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის, უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისა და შვილობილი მიკრობანკისათვის.
3. მიკრობანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია, მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბანკო წიგნი – მიკრობანკის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს „მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების განმარტებას;
ბ) საბანკო წიგნში საპროცენტო რისკი (შემდგომში – საპროცენტო რისკი) – ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკი;
გ) ოფციონი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დერივატივი;
დ) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ე) კაპიტალის ეკონომიკური ღირებულების ცვლილება – წმინდა საბალანსო ღირებულების ცვლილება საპროცენტო რისკის სტრესის სცენარების გათვალისწინებით, რომელშიც არ ხდება კაპიტალის გათვალისწინება;
ვ) პირველადი კაპიტალი – „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული პირველადი კაპიტალი.
მუხლი 3🔗.
საბანკო წიგნის საპროცენტო რისკი და მისი სახეები
1. საპროცენტო რისკი ასახავს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების გავლენას მიკრობანკის კაპიტალსა და მოგებაზე, რომელიც საბანკო წიგნის პოზიციების გადაფასების შედეგია. საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად იცვლება მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა ახლანდელი ღირებულება, რაც, თავისთავად ცვლის შესაბამის აქტივებს, ვალდებულებებს, გარესაბალანსო მუხლებსა და მათ ეკონომიკურ ღირებულებას. ცვლილებები საპროცენტო განაკვეთებში ასევე აისახება მიკრობანკის წმინდა საპროცენტო შემოსავალზე, რაც საპროცენტო რისკის მიმართ მგრძნობიარე შემოსავლებისა და ხარჯების ცვლილების შედეგია.
2. საპროცენტო რისკის სახეებია:
ა) ვადიანობის შეუსაბამობის რისკი – წარმოიქმნება საბანკო წიგნის ვადიანობის სტრუქტურის განსხვავებულობის გამო, როდესაც ცალკეული ინსტრუმენტების საპროცენტო განაკვეთების ცვლილება სხვადასხვა დროს ხდება;
ბ) საბაზისო რისკი – აღნიშნული რისკი ასახავს საპროცენტო განაკვეთების შედარებით ცვლილებას ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომელთაც მსგავსი ვადიანობა აქვთ, თუმცა განსხვავებულია მათი ფასდადებისათვის გამოყენებული საპროცენტო განაკვეთების ინდექსები;
გ) ოფციონის რისკი – წარმოიქმნება ოფციონის დერივატივების პოზიციებიდან ან ისეთი აქტივების, ვალდებულებებისა და გარესაბალანსო მუხლებისაგან, რომელთა ფულადი ნაკადების ვადიანობისა და მოცულობის ცვლილება მიკრობანკს ან კლიენტს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია.
მუხლი 4🔗.
საპროცენტო რისკის მართვის პრინციპები
1. საპროცენტო რისკი არის მიკრობანკებისთვის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ განსაზღვრული და გამოთვლილი. მისი მონიტორინგი და კონტროლი უნდა ხდებოდეს რეგულარულად.
2. თითოეული მიკრობანკის ხელმძღვანელი ორგანო პასუხისმგებელია საპროცენტო რისკის მართვის ჩარჩოსა და მის მიმართ მიკრობანკის რისკის აპეტიტის განსაზღვრაზე. მიკრობანკებს უნდა ჰქონდეთ საპროცენტო რისკის მართვის სათანადო ჩარჩო, რომელიც მოიცავს სისტემის ეფექტიანობის დამოუკიდებელ მიმოხილვასა და შეფასებებს.
3. მიკრობანკების რისკის აპეტიტი უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო რისკის გავლენას როგორც მიკრობანკის ეკონომიკურ ღირებულებაზე, ასევე მის შემოსავლებზე. მიკრობანკებმა უნდა უზრუნველყონ საპროცენტო რისკის შესაბამისობა რისკის აპეტიტთან.
4. საპროცენტო რისკის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს, როგორც ეკონომიკური ღირებულების, ასევე შემოსავლებზე დაფუძნებული მაჩვენებლების გაზომვის შედეგებს, რომლებიც წარმოიქმნება საპროცენტო განაკვეთების შოკებისა და სტრესის სცენარების დაშვების შედეგად.
5. საპროცენტო რისკის გაზომვისას, ქცევითი და მოდელის შესახებ გაკეთებული დაშვებები უნდა იყოს ნათლად გასაგები, კონცეპტუალურად ჯანსაღი და დოკუმენტირებული. ასეთი დაშვებები უნდა იყოს საფუძვლიანად ტესტირებული და მიკრობანკის ბიზნეს სტრატეგიებთან შესაბამისი.
6. მიკრობანკმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საპროცენტო რისკი და ეროვნულ ბანკს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს შესაბამისი ანალიზი და ჰეჯირების სტრატეგიები აგრეგირებულად.
7. კაპიტალის ადეკვატურობა საპროცენტო რისკისათვის მიჩნეული უნდა იყოს კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების პროცესის ნაწილად, რომელიც დამტკიცებულია ხელმძღვანელი ორგანოების მიერ და შეესაბამება მიკრობანკის საპროცენტო რისკის აპეტიტს.
მუხლი 5🔗.
საპროცენტო რისკის გამოთვლა
1. რეგულარული საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის, საპროცენტო რისკის გამოთვლა მიკრობანკების მიერ უნდა მოხდეს კაპიტალის ეკონომიკური ღირებულების ცვლილების და წმინდა საპროცენტო შემოსავლის მეთოდის გამოყენებით. მიკრობანკების ეკონომიკური ღირებულების ცვლილება სხვადასხვა შოკისა და სტრესის სცენარების გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს.
2. მიკრობანკების მიერ საპროცენტო რისკის ანგარიშგება ეროვნულ ბანკში უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდს და ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად შესავსები ანგარიშგებების ფორმებს, შესაბამისი სხვადასხვა შოკისა და სტრესის სცენარების ჩათვლით, ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ დებულებისგან განსხვავებული მოთხოვნები ინდივიდუალურად განუსაზღვროს მიკრობანკებს.