„მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№135/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №135/04

2023 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

 



მუხლი 1
„მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/08/2020; ს/კ: 220090000.18.011.016493) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დებულება განსაზღვრავს მოდელების აგებისა და გამოყენების პროცესს და მის ძირითად კომპონენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული შემდეგი სუბიექტების მიერ – კომერციული ბანკები, მიკრობანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო და სესხის გამცემი სუბიექტები, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს (შემდგომში – მოდელის გამომყენებელი სუბიექტი).“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოდელის მართვის პროცესში მოდელის გამომყენებელმა სუბიექტმა უნდა შეიმუშაოს ეთიკის პრინციპები, ხოლო კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული შესაბამისი პრინციპებით.“.

3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) მოდელის რისკის შესახებ უნდა ხორციელდებოდეს რეგულარული ანგარიშგება უმაღლეს მენეჯმენტთან, კომერციული ბანკისა და მიკრობანკის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოსთან და დაცვის დანარჩენ ხაზებთან.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის შემთხვევაში, დაცვის მესამე ხაზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული კოდექსის მოთხოვნებს, ხოლო მიკრობანკების შემთხვევაში დაცვის მესამე ხაზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კოდექსის მოთხოვნებს.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკისა და მიკრობანკის შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ მოდელის რისკი კომერციული ბანკის/მიკრობანკის რისკის აპეტიტთან თანხვედრაშია.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოდელის გამომყენებელ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს მოდელის აგების, შიდა ვალიდაციის ან/და აუდიტის პროცესის აუთსორსინგი. პროცესი უნდა განხორციელდეს „კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 და „მიკრობანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლით დადგენილი აუთსორსინგის პრინციპების დაცვით, რათა ხელი არ შეეშალოს ზედამხედველობის პროცესს. მოდელის აგების, შიდა ვალიდაციის ან/და აუდიტის პროცესის შემთხვევაში დაცვის სამი ხაზის დამოუკიდებლობის მოთხოვნა უნდა იყოს დაცული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2023.
როდის იქნა მიღებული „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №135/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016714.
რამდენი მუხლისგან შედგება „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №135/04, 26.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016714 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5840572/