მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №134/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016715
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
matsne.gov.ge 1,845 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი
ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების ფარდობა სტაბილური დაფინანსების საჭიროებასთან
მუხლი 2
გაუმჯობესების გეგმა
მიკრობანკის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის საშუალებები/ქმედებები/ვადები
მუხლი 2
ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსება (ხსდ)
მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალისა და ვალდებულებების ელემენტები, რომლებიც გადანაწილდება ცალკეულ ხსდ-ის კატეგორიებში, რის შემდეგაც მათი საბუღალტრო ღირებულებები მრავლდება ამ დებულებით განსაზღვრულ ხსდ-ის განაკვეთებზე
მუხლი 2
სტაბილური დაფინანსების საჭიროება (სდს)
მიკრობანკის აქტივების და გარესაბალანსო მუხლების ელემენტები, რომლის საბუღალტრო ღირებულებები გადანაწილდება ცალკეულ სდს-ის კატეგორიებში და ენიჭება ამ დებულებით განსაზღვრული სდს-ის განაკვეთები
მუხლი 2
ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები
აქტივების და ვალდებულებების კატეგორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ პირობებს
მუხლი 2
საზედამხედველო ზომა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის სათანადო ზომების მიღების მოთხოვნა, მათ შორის, მიკრობანკისათვის ინდივიდუალურად დაწესებული ამ დებულებით გათვალისწინებული მაჩვენებლები/მოთხოვნები
მუხლი 2
დერივატივი
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება
მუხლი 2
გამოუთხოვადი ვალდებულებები
ვალდებულებები, რომელთა ცალმხრივად ვადაზე ადრე გამოთხოვა, მიკრობანკის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
მუხლი 2
მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები
აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე, „მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად
მუხლი 2
რეზიდენტი
რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად
მუხლი 2
არარეზიდენტი
იურიდიული პირი/ფილიალი/წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს მიკრობანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით
მუხლი 2
თავისუფალი აქტივები
აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და მიკრობანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა
მუხლი 2
დაჯავშნილი აქტივები
აქტივები, რომლებიც არ არის თავისუფალი საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და მიკრობანკი არ არის უფლებამოსილი შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა
მუხლი 2
საზედამხედველო კაპიტალი
განისაზღვრება „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით
მუხლი 2
ფინანსური ინსტიტუტი
განისაზღვრება „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ბრძანებით
მუხლი 2
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი
საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები და მრავალმხრივი განვითარების ბანკები, რომლებსაც „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად 0% რისკის წონა მიენიჭებათ
მუხლი 2
პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხი
სესხი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს
მუხლი 2
პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფასიანი ქაღალდი
ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 94% 22.04.2019 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 05.07.2018 მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 05.07.2018 მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №134/04 2023 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 47-ე მუხლის და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის  შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტს, რომლის მიზანია მიკრობანკების აქტივებისა და გარესაბალანსო ოპერაციების შესაბამისი დაფინანსების სტრუქტურის ხელშეწყობა. სტაბილური დაფინანსების სტრუქტურა ამცირებს მიკრობანკის გადახდისუნარიანობის რისკს. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი ზღუდავს მოკლევადიან დაფინანსებაზე დამოკიდებულებას და ასტიმულირებს დაფინანსების რისკის უკეთეს შეფასებას. 2. ამ დებულებით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის, უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისა და შვილობილი მიკრობანკისათვის. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი – ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების ფარდობა სტაბილური დაფინანსების საჭიროებასთან; ბ) გაუმჯობესების გეგმა – მიკრობანკის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის საშუალებები/ქმედებები/ვადები; გ) ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსება (ხსდ) – მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალისა და ვალდებულებების ელემენტები, რომლებიც გადანაწილდება ცალკეულ ხსდ-ის კატეგორიებში, რის შემდეგაც მათი საბუღალტრო ღირებულებები მრავლდება ამ დებულებით განსაზღვრულ ხსდ-ის განაკვეთებზე; დ) სტაბილური დაფინანსების საჭიროება (სდს) – მიკრობანკის აქტივების და გარესაბალანსო მუხლების ელემენტები, რომლის საბუღალტრო ღირებულებები გადანაწილდება ცალკეულ სდს-ის კატეგორიებში და ენიჭება ამ დებულებით განსაზღვრული სდს-ის განაკვეთები; ე) ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები – აქტივების და ვალდებულებების კატეგორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ პირობებს; ვ) საზედამხედველო ზომა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის სათანადო ზომების მიღების მოთხოვნა, მათ შორის, მიკრობანკისათვის ინდივიდუალურად დაწესებული ამ დებულებით გათვალისწინებული მაჩვენებლები/მოთხოვნები; ზ) დერივატივი„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება; თ) გამოუთხოვადი ვალდებულებები – ვალდებულებები, რომელთა ცალმხრივად ვადაზე ადრე გამოთხოვა, მიკრობანკის თანხმობის გარეშე შეუძლებელია; ი) მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე, „მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; კ) რეზიდენტირეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ლ) არარეზიდენტი – იურიდიული პირი/ფილიალი/წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს მიკრობანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით; მ) თავისუფალი აქტივები – აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და მიკრობანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა; ნ) დაჯავშნილი აქტივები – აქტივები, რომლებიც არ არის თავისუფალი საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და მიკრობანკი არ არის უფლებამოსილი შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა; ო) საზედამხედველო კაპიტალი – განისაზღვრება „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით; პ) ფინანსური ინსტიტუტი – განისაზღვრება „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ბრძანებით; ჟ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი – საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები და მრავალმხრივი განვითარების ბანკები, რომლებსაც „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად 0% რისკის წონა მიენიჭებათ; რ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხი – სესხი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს; ს) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს. მუხლი 3🔗. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი  1. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი განისაზღვრება როგორც მიკრობანკის ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების ფარდობა სტაბილური დაფინანსების საჭიროებასთან და უნდა იყოს მინიმუმ 100%. 2. თუ მიკრობანკისათვის მოსალოდნელია, რომ კოეფიციენტი ნაკლები იქნება 100%-ზე, მიკრობანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს გაუმჯობესების გეგმა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაბამისი საზედამხედველო ზომების გატარებისას. 3. მიკრობანკმა უნდა განახორციელოს დაფინანსების სტრუქტურის რეგულარული მონიტორინგი ვალუტების მიხედვით. მუხლი 4🔗. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები  1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს კოეფიციენტის ლიმიტები ცალკეული ვალუტების ჭრილში, მათ შორის, ინდივიდუალურად ცალკეულ მიკრობანკებზე. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება მიკრობანკების მიმართ. მუხლი 5🔗. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის გამოთვლა  1. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის, შესაბამისი კატეგორიის აქტივების, ვალდებულებების, საზედამხედველო კაპიტალის და გარესაბალანსო ელემენტების საბუღალტრო ღირებულებებს უნდა მიენიჭოს ამ დებულების შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სტაბილური დაფინანსების განაკვეთები. 2. მიკრობანკს ეკრძალება წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტში შემავალი ელემენტების დუბლირება. მუხლი 6🔗. დერივატივები  1. დერივატივების ხელშეკრულებების შეფასებისას გამოიყენება ამ ხელშეკრულებების საბუღალტრო ღირებულება. 2. დერივატივის პოზიციის რისკის შემცირებისთვის მიღებული უზრუნველყოფის ღირებულება აღარ გაითვალისწინება ვალდებულებების ნაწილში ხსდ-ს დაანგარიშებისას. მუხლი 7🔗. უზრუნველყოფილი დაფინანსების ოპერაციები უზრუნველყოფილი სესხების ტრანზაქციაში მონაწილე აქტივები და ვალდებულებები ერთ კონტრაჰენტთან გაიქვითება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მუხლი 8🔗. ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები  საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მიკრობანკს შეუძლია განსაზღვროს ურთიერთდაკავშირებული აქტივების და ვალდებულებების კატეგორია, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი აქტივიდან მიღებული ფულადი ნაკადები მხოლოდ კონკრეტული ვალდებულების დასაფარად გამოიყენება და ეს ვალდებულება არ გამოიყენება სხვა აქტივის დასაფინანსებლად. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ქვევით მითითებული ყველა პირობა ერთად: ა) ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი; ბ) ასეთი აქტივების და ვალდებულებების ძირის ვადიანობა უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი; გ) მიკრობანკი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას უნდა ასრულებდეს ამ ოპერაციაში; დ) ურთიერთდაკავშირებული აქტივების და ვალდებულებების კონტრაჰენტი არ უნდა იყოს ერთი და იგივე პირი.  მუხლი 9🔗. ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გაანგარიშება  1. ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გამოსათვლელად ხდება მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალისა და ვალდებულებების ელემენტების გადანაწილება ცალკეულ ხსდ-ის კატეგორიებში, რის შემდეგაც მათი საბუღალტრო ღირებულებები მრავლდება ამ დებულების შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ ხსდ-ის განაკვეთებზე და ჯამდება მთლიანი ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გამოსათვლელად. 2. კაპიტალის ან ვალდებულებების ვადიანობის განსაზღვრისას, გამოიყენება რეალური ვადა, რომლის დროსაც ინვესტორებს შეუძლიათ თანხის გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიკრობანკს გააჩნია შესაბამისი სახელშეკრულებო უფლება/შესაძლებლობა არ დააკმაყოფილოს ინვესტორის მოთხოვნა, გათვალისწინებული უნდა იქნეს რეპუტაციული რისკი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიკრობანკის გადაწყვეტილებაზე. თუ საბაზრო ფაქტორების გამო მოსალოდნელია, რომ მოხდება ცალკეული ვალდებულებების ვადაზე ადრე დაფარვა, აღნიშნული მიკრობანკებმა უნდა გაითვალისწინონ წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის მიზნებისთვის და მიანიჭონ ეს ვალდებულებები შესაბამის ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების კატეგორიას. ვალდებულებების ნარჩენი ვადიანობის განსაზღვრისას, გაითვალისწინება ფულადი ნაკადების შესაბამისი რეალური ვადიანობა და მიენიჭება შესაბამის ხსდ-ის კალათებში. მუხლი 10🔗. 100% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი  კაპიტალისა და ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 100% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) საზედამხედველო კაპიტალი, გარდა მეორადი კაპიტალის სხვა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ინსტრუმენტებისა; ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი ვალდებულებები, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შემავალი ინსტრუმენტებისა.  მუხლი 11🔗. 95% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 95% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის რეზიდენტი ფიზიკური პირების გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დეპოზიტები. მუხლი 12🔗. 50% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი  ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 50% ხელმისაწვდომი დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დაფინანსება, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ან მის კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და იურიდიული პირების მხრიდან, გარდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა; ბ) 6 თვიდან 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დაფინანსება, მიღებული ცენტრალური ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების მთლიანი გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დეპოზიტები.  მუხლი 13🔗. 0% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების  განაკვეთი  ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 0%-იანი ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) ურთიერთდაკავშირებული ვალდებულებები; ბ) დერივატივებთან დაკავშირებული ვალდებულებები, როგორც განსაზღვრულია ამ დებულებით, იმ შემთხვევაში, თუ დერივატივის პოზიცია უარყოფითია; გ) ვალდებულებების და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც არ შედის ამ დებულების მე-10-მე-12 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებში.  მუხლი 14🔗. სტაბილური დაფინანსების საჭიროების გაანგარიშება  1. სტაბილური დაფინანსების საჭიროების დასაანგარიშებლად, მიკრობანკის აქტივების და გარებალანსური მუხლების საბუღალტრო ღირებულებები გადანაწილდება ამ დებულებით განსაზღვრულ სდს-ის კატეგორიებში და ენიჭება შესაბამისი სდს-ის განაკვეთები, რომლებიც ჯამდება და მიიღება ჯამური სტაბილური დაფინანსების საჭიროება. 2. აქტივები უნდა გადანაწილდეს შესაბამის სდს-ის კატეგორებში მათი ნარჩენი ვადიანობის და ლიკვიდობის პოზიციის გათვალისწინებით. ვადიანობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიკრობანკს აქვს უფლება არ დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნა, მისი გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რეპუტაციული რისკის არსებობა. თუ საბაზრო ფაქტორების გამო მოსალოდნელია ცალკეული აქტივების დაგრძელვადიანება, მიკრობანკმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ქცევა კოეფიციენტის მიზნებისთვის და ასახოს შესაბამის სდს-ის კატეგორიებში. ვადიანობის კატეგორიებში გადანაწილება ხდება აქტივების ფულადი ნაკადების შესაბამისი რეალური ვადიანობებით. 3. დაჯავშნილ აქტივებს არ უნდა მიენიჭოს მსგავსი თავისუფალი აქტივების სდს-ის განაკვეთზე ნაკლები განაკვეთი.  მუხლი 15🔗. 0% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 0% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) ნაღდი ფული; ბ) მთლიანი რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში; გ) 6 თვემდე ფულადი სახსრები განთავსებული საქართველოს ეროვნულ ბანკში, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გარდა; დ) ურთიერთდაკავშირებული აქტივები. მუხლი 16🔗. 5% სდს-ის განაკვეთი აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 5% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) თავისუფალი პირველი დონის ლიკვიდური აქტივები, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლში შემავალი ინსტრუმენტებისა; ბ) სესხის გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მუხლი 17🔗. 10% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 10% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული 6 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები, რომელიც უზრუნველყოფილია პირველი დონის ლიკვიდური აქტივებით; ბ) 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები.  მუხლი 18🔗. 15% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 15% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული 6 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები, რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ სდს-ის კატეგორიებში; ბ) თავისუფალი მეორე დონის ლიკვიდური აქტივები; გ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები. მუხლი 19🔗. 50% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 50% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) 6 თვიდან 1 წლამდე დაჯავშნილი მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები; ბ) ფინანსურ ინსტიტუტებსა და ცენტრალურ ბანკებზე გაცემული 6 თვიდან 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები; გ) 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის აქტივები, რომლებიც არ აღირიცხება ამ დებულების მე-15-მე-18 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სდს-ის კატეგორიებში.  მუხლი 20🔗. 65% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 65% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი მოთხოვნები, რომლებსაც „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად 35%-იანი ან ნაკლები წონა ენიჭება; ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის სხვა სესხები, რომლებსაც 35% ან ნაკლები წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-19 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სდს-ის კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა. მუხლი 21🔗. 85% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 85% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხები, რომლებსაც 35%- ზე მაღალი წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-20 მუხლებით განსაზღვრულ კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა; ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ შედის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებში. მუხლი 22🔗. 100% სდს-ის განაკვეთი  აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 100% სდს-ის განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის დაჯავშნილი აქტივები; ბ) დერივატივებთან დაკავშირებული აქტივები, როგორც განსაზღვრულია ამ დებულებით, იმ შემთხვევაში, თუ დერივატივის პოზიცია დადებითია; გ) ყველა სხვა აქტივი, რომელიც არ შედის ამ დებულების მე-15-21-ე მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სდს-ის კატეგორიებში. მუხლი 23🔗. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება 1. მიკრობანკი წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის ანგარიშგებას წარადგენს ყოველთვიურად, თვის ბოლო დღის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 2. მიკრობანკებმა რეგულარულად უნდა მოახდინონ ლიკვიდობის რისკის მონიტორინგი და კონტროლი და გაითვალისწინონ საზედამხედველო და ოპერაციული შეზღუდვები ამ მიმართულებით. მუხლი 24🔗. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)  მიკრობანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).