მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №132/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016717
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
matsne.gov.ge 881 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023 მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 21.06.2023 მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 21.06.2023 მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 21.06.2023 მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 26.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №132/04 2023 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და 28-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ თანდართული ინსტრუქცია. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. მიკრობანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების  შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბანკო პროდუქტებზე ჯანსაღი ფასდადების პრინციპებსა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, ფასდადებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური შეფასებისა და მონიტორინგის მიზნებისათვის. ფასდადების ჯანსაღი პოლიტიკის არსებობა ამცირებს მიკრობანკის მომგებიანობისა და გადახდისუნარიანობის რისკებს, რაც დადებითად აისახება საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, ხელს უწყობს საფინანსო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. 2. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის, უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისა და შვილობილი მიკრობანკისათვის (შემდგომში – მიკრობანკი). 3. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია შეაფასოს მიკრობანკის მიერ შემუშავებული ფასდადების მოდელები და რისკზე დაფუძნებული პრინციპებიდან გამომდინარე, მოსთხოვოს მიკრობანკს მოდელში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.  მუხლი 2🔗. ფასდადების ჯანსაღი პრინციპები 1. ფასდადების პროცესის ფარგლებში მიკრობანკის მიერ ადეკვატურად უნდა იქნეს შეფასებული პროდუქტის მთელ ვადიანობაზე არსებული ცალკეული რისკები და ხარჯები ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად. ამასთან, მიკრობანკი პერიოდულ მონიტორინგს უნდა უწევდეს ფასდადების პროცესში გამოყენებული დაშვებების ვალიდურობას/სისწორეს. მიკრობანკის მიერ გამოყენებული დაშვებები უნდა ასახავდეს არსებულ ტენდენციებს ფინანსურ სექტორში, ბიზნესციკლსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს და ექვემდებარებოდეს რეგულარულ განახლებას. 2. მიკრობანკს დოკუმენტირებული უნდა ჰქონდეს ფასდადების პოლიტიკა-პროცედურები, მოდელები, ლიმიტები და შესაბამისი მიდგომები, რაც ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამის ერთიან ჩარჩოში, რომლის საფუძველზე უნდა წარიმართებოდეს მიკრობანკის ხელმძღვანელობის მიერ ფასდადების, ბიუჯეტის შედგენისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი. 3. მიკრობანკს უნდა გააჩნდეს დეტალური ფასდადება ძირითად პროდუქტებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შესაბამისი პორტფელის გაცემის მიზნობრივი ფასი, რომელზე არსებითად იაფად პროდუქტების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ფორმალიზებულად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, რაც საერთო ჯამში არ უნდა შეადგენდეს შესაბამისი ტიპის პორტფელის გაცემის მატერიალურ ნაწილს. ამასთან, აღნიშნული შემთხვევებისას დაკარგულ შემოსავალს შესაბამის კლიენტთან ან პროდუქტთან დაკავშირებული პოტენციურად მისაღები სხვა შემოსავლები უნდა აკომპენსირებდეს. 4. მიკრობანკმა არ უნდა დააწესოს ფინანსურად ზარალის მომტანი (უარყოფითი უკუგებით კაპიტალზე) ფასი ცალკეულ პროდუქტზე, იმ დაშვებით, რომ ჯამურ შემოსავლიანობაში მას დააკომპენსირებს სხვა შემოსავალი, რომელიც ამ პროდუქტთან არ არის დაკავშირებული. 5. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის მიმდინარე მომგებიანობა დროებით, ცალკეული ფაქტორების გამო, მოთხოვნილ დონეს აჭარბებს, ან მიკრობანკს დროებით ჭარბი ლიკვიდობა დაუგროვდა, მიკრობანკს შეუძლია ეს ფასდადებაში ასახოს და პროდუქტის ფასი შეამციროს, თუმცა ასეთი პროდუქტის ვადიანობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს იმ სავარაუდო ვადას, რის შემდეგაც აღნიშნული დროებითი დამხმარე ფაქტორები ამოიწურება. 6. მიკრობანკს უნდა გააჩნდეს გათვლები, თუ როგორ აგენერირებს პროდუქტებისა და სეგმენტების დაგეგმილი უკუგება ჯამურად დაგეგმილ მომგებიანობას. 7. მიკრობანკის მიერ ფასდადებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის“ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული არ შემოიფარგლება, თუმცა მოიცავს ფასდადების საბანკო სექტორის კეთილსინდისიერების/კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობას. დაუშვებელია ისეთი ფასდადება, რომლის მიზანი ან შედეგი კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვაა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და შესაძლოა მიკრობანკს საბანკო სექტორში არასათანადო უპირატესობა მიანიჭოს.  მუხლი 3🔗. ფასდადების შემადგენელი კომპონენტები  1. პროდუქტის ადეკვატური ფასის განსაზღვრის მიზნით, ფასდადების პროცესის ფარგლებში მიკრობანკის მიერ უნდა ფასდებოდეს შემოსავლების, ხარჯებისა და რისკების თითოეული ელემენტი, მათ შორის: ა) კაპიტალის ხარჯი; ბ) ფონდირების ხარჯი; გ) არასაპროცენტო შემოსავლები; დ) არასაპროცენტო ხარჯები; ე) საპროცენტო რისკი; ვ) საკრედიტო რისკი; ზ) გადასახადები და პროდუქტთან სხვა  პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული ხარჯები. 2. კაპიტალის ხარჯი წარმოადგენს პროდუქტის დაფინანსებისას გამოყენებული კაპიტალის მოზიდვის ხარჯს. კაპიტალის ხარჯის გაანგარიშება დამოკიდებულია პროდუქტის ტიპის შესაბამისი კაპიტალის საჭიროებაზე, რისკის წონაზე, მიკრობანკის მიერ დაგეგმილ კაპიტალის ადეკვატურობის მოსალოდნელ დონესა და მის უკუგებაზე. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი უკუგება არ უნდა იყოს ინვესტორებისგან კაპიტალური რესურსების მოზიდვის ხარჯზე ნაკლები. 3. ფონდირების ხარჯი წარმოადგენს სესხის ვალდებულებებით დაფინანსებული ნაწილის ხარჯს, რომელიც დგინდება მოზიდულ სახსრებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. აღნიშნული ასევე უნდა ითვალისწინებდეს ვალდებულებებზე არსებულ ლიკვიდობის ხარჯს, შესაბამისი შემოსავლების გათვალისწინებით. 4. არასაპროცენტო შემოსავლები და ხარჯები მოიცავს ხელშეკრულების ვადის განმავლობაში პროდუქტთან დაკავშირებული არასაპროცენტო ხასიათის შემოსავლებსა და ხარჯებს. ხარჯების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ფონდირების მოზიდვისა და მომსახურების საოპერაციო ხარჯები, ხოლო შემოსავლებში ამავე კლიენტის სხვა პროდუქტებისა და ამავე პროდუქტის სხვა თანმდევი პროდუქტებიდან მისაღები პოტენციური წმინდა შემოსავლები. მისი რაოდენობრივი შეფასება უნდა მოხდეს ცალკეული პროდუქტების ტიპების მიხედვით და შესაძლოა ეფუძნებოდეს ბოლო პერიოდის სტატისტიკასა და არსებულ პრაქტიკას. 5. საპროცენტო რისკი სახეზეა მაშინ, როდესაც სესხების დაფინანსების წყაროების საპროცენტო განაკვეთების გადაფასების ვადები (დურაცია) განსხვავდება სესხის საპროცენტო განაკვეთის გადაფასების ვადებისგან. ასეთ დროს საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მერყეობამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს მიკრობანკის საპროცენტო მარჟაზე. ამის მიტიგაციისთვის, მიკრობანკმა უნდა შეაფასოს შესაბამისი ვადიანობებისა და ვალუტების მიხედვით საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მერყეობა, რისთვისაც შეიძლება დაეყრდნოს ექსპერტულ შეფასებასა და ისტორიულ დინამიკას, მათ შორის, სტრესული პერიოდების გათვალისწინებით. აქვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ უცხოურ ვალუტაში ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის განაკვეთები ყოველთვის ერთნაირად არ იცვლება. ამ მიზნით გამოყენებული დაშვებების და სცენარების თანმიმდევრული ასახვისთვის მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ ფასს 9-ის მიზნებისთვის გამოქვეყნებული რეგულარულად განახლებადი მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები. 6. მსესხებელი პირის შესაძლო გადახდისუუნარობით გამოწვეული დანაკარგები უნდა აისახოს საკრედიტო რისკის ხარჯში. ხარჯის დონე დამოკიდებულია სასესხო პროდუქტის ტიპზე, საკრედიტო სტანდარტებზე, ვადიანობაზე, ვალუტაზე, საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობაზე, უზრუნველყოფასა და სხვა ფაქტორებზე. საკრედიტო რისკის შეფასება შესაძლოა ეფუძნებოდეს ისტორიული მონაცემების ანალიზს, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მთლიან ბიზნესციკლს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქტის მახასიათებლები და ფინანსური სექტორის ტენდენციები, რის გამო შესაძლოა ისტორიული მაჩვენებლები მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებდეს. მუხლი 4🔗. ანგარიშგება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიკრობანკმა უნდა განახორციელოს ძირითად პროდუქტებზე ფასდადების მოდელებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ანგარიშგება.