ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2023 წლის 27 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, N05.26.01.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზ­ღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.117) დაგეგმილი მშენებლო­ბის (შეთანხმე­ბული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ​1/2 მაჩვე­ნებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შო­რის, სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფარ­თების მუნიციპალიტეტისათვის გადაცე­მით).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე