თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2023 წლის 26 ივნისი ქ. თელავი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. წლის განმავლობაში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებებისათვის შესაბამისი პროგრამების მომზადება და მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;
2. ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი, მუსიკა, მხატვრობა და სხვა) განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;
3. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებებისათვის შესაბამის ინფრასტუქტურის მოსაწყობად, წინადადებების შემუშავება;
4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
5. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის და პრობლემების შესწავლა და ხელშეწყობა;
6. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერა;
7. სამსახურის მმართველობის სფეროებთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
8. სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ორგანიზების ხელშეწყობა;
9. საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
10. კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა;
12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და შესრულება;
13. საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;
14. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
15. შემოქმედებით ჯგუფების პოპულარიზაცია;
16. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.“
2. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები
1. კულტურისა და განათლების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებებისათვის შესაბამისი პროგრამების მომზადებას;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის სფეროში;
გ) კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;
დ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;
ე) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.
2. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და ხელს უწყობს მის შესრულებას;
ბ) კოორდინაციას/ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;
გ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.“.
|