1. საპენსიო კომპანიის ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი წესდება საპენსიო კომპანიის ლიცენზირებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.

2. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის წესდება არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც:

ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არასამართლიანია საპენსიო სქემების მონაწილეების ინტერესებთან მიმართებით.

3. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას:

ა) საპენსიო კომპანიის სახელწოდებას;

ბ) საპენსიო კომპანიის მიზნისა და სამიზნე ჯგუფის შესახებ;

გ) საპენსიო კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანის წესებისა და პროცედურის შესახებ;

დ) საპენსიო მომსახურების მიწოდების განუსაზღვრელი ვადის შესახებ;

ე) საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების აღწერას;

ვ) საპენსიო აქტივების სამართავად დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მათი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების  შესახებ;

ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახე