საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №159/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016738
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2023
matsne.gov.ge 856 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 29.06.2020 მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი 89% 22.02.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 05.04.2018 კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 31.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №159/04 2023 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის 3​1 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მიკრობანკის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) თანხმობით საბროკერო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემა 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზირებულმა მიკრობანკმა საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ა) მიკრობანკის მიერ განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობის სახეების ჩამონათვალი „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული  წესის დანართი №3-ის შესაბამისად; ბ) არსებობის შემთხვევაში, სავაჭრო პლატფორმის პროვაიდერის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლების აღწერა; გ) ინფორმაცია საბროკერო საქმიანობის ჭრილში მიკრობანკის ბიზნესმოდელის შესახებ და მისი სტრატეგიული გეგმა; დ) მიკრობანკის საბროკერო მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ (გარდა მიკრობანკის მმართველი ორგანოს წევრისა)  „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები. 2. მიკრობანკის მიერ წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს 30 დღის ვადაში. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია მიკრობანკს წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს იმ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათი წარდგენის ვადისა და ფორმის მითითებით, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს მიკრობანკის მიერ საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღებამდე. 4. ეროვნული ბანკის მიერ განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. 5. განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა და ფორმა. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. 6. ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს განცხადებას, თუ: ა) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან მცდარი და მიკრობანკის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში; ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღებისთვის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ   მოთხოვნებს; გ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად ან/და წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების საფუძველზე ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას მიკრობანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიკრობანკს ეროვნული ბანკის მითითებით უნდა წარმოედგინა წერილობითი მიმართვის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე. 8. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბროკერო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით. მუხლი 3🔗. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად  გაცემული თანხმობის გაუქმება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს გაუუქმოს საბროკერო საქმიანობის განხორციელების თაობაზე გაცემული თანხმობა, თუ: ა) მიკრობანკმა ეროვნულ ბანკს წარუდგინა განცხადება საბროკერო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) მიკრობანკს გაუუქმდა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია; გ) ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ ეროვნული ბანკისათვის მიკრობანკის მიერ საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი თანხმობის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია იყო მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი; დ) მიკრობანკმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები; ე) მიკრობანკი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის შესაბამისად მის მიერ საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) მიკრობანკი ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს; ზ) მიკრობანკმა მნიშვნელოვნად გადაუხვია ეროვნული ბანკისათვის საბროკერო საქმიანობის  განხორციელებისათვის თანხმობის მისაღებად წარდგენილი ბიზნეს მოდელიდან და სტრატეგიული გეგმიდან ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად; თ) მიკრობანკის საქმიანობა საფრთხეს უქმნის კლიენტების, ინვესტორების ინტერესებს ან ზოგადად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს მიკრობანკი და დაუწესოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. 3. თუ მიკრობანკი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მიკრობანკისთვის საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული თანხმობის გაუქმებასთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗. საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი მიკრობანკის ვალდებულებები საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელ მიკრობანკზე შესაბამისად ვრცელდება „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული  წესის მე-9,  მე-11 მუხლებით, მე-12 მუხლის მე-13 პუნქტითა და მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.