„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 პუნქტი:
„371. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის, სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.“.
3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება.“.
4. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 29 ივნისი 2023 წ. N3385-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
- მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა
- მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3385-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 410000000.05.001.020928.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3385-XIმს-Xმპ, 29.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 410000000.05.001.020928 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5842328/