„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.646
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1068
2004 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 439) პირველი პუნქტის ა, გ, ე, ზ, ი, ლ, და ნ ქვეპუნქტებში სიტყვები „ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით“ შეიცვალოს სიტყვებით „110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით“ და სიტყვები „შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს“ შეიცვალოს სიტყვებით „შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1.„ა) დაბადების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია სალათისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა ”საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 1).”
2. „გ) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ვარდისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 3) ”
3. „ე) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყავისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 5).”
4. „ზ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყვითელი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 7).”
5. „ი) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია იასამნისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 9).”
6. „ლ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2100% -იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ცისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 11).”
7. „ნ) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია რუხი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 13).”
მუხლი 2
2004 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით დარჩენილი ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით შესრულებული მოწმობების გაცემა განხორციელდეს 2004 წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ძალაშია 2004 წლის 2 აგვისტოდან.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.2004.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 30.08.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1068. სარეგისტრაციო კოდი — 040.200.010.11.106.006.646.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №1068, 30.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58432/