„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 27 ივნისი დაბა თიანეთი |
„22. დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება“.
„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.“
„მუხლი 22. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები საცხოვრებლად უვარგის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 ლარისა, თუ ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა.
2. ფინანსური დახმარება გაიცემა საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. ერთ საცხოვრებელ სახლზე ფინანსური დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმვალობაში ერთხელ.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკუთრების მოწმობა/შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი სახლის მფლობელობის დადასტურების შესახებ.
დ) ფოტოსურათები;
ე) საბანკო ანგარიში.
4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
„მუხლი 231. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი სტუდენტი, რომელიც სწავლობს, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე) მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 800 ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვთ 100 %-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით.
3.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;.
დ) სტუდენტის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ე) ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს უფასო სახელმწიფო პროგრამაზე ან მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
ვ) საბანკო ანგარიში.
4.ანგარიშსწორება მოხდება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“.
„1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე,22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.“.
12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.“.
|