1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−29-ე მუხლებისა და I−III დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი−29-ე მუხლები და I−III დანართები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,29 ივნისი 2023 წ.
N3381-XIმს-Xმპ
I დანართი
საქმიანობების ნუსხა
ამ დანართში მოცემული ზღვრები ძირითადად საწარმოო სიმძლავრეებს ან წარმადობებს ეხება. თუ ერთსა და იმავე ობიექტზე ხორციელდება ზღვრების შემცველ ერთსა და იმავე საქმიანობის პუნქტში მოყვანილი განსხვავებული წარმადობის რამდენიმე საქმიანობა, მათი წარმადობები უნდა შეიკრიბოს. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შემთხვევაში აღნიშნული გაანგარიშება ვრცელდება ამ დანართის 5.1, 5.3 და 5.4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა დონეზე.
1. ენერგიის წარმოება:
1.1. საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 50 მეგავატი ან 50 მეგავატზე მეტია;
1.2. ნავთობისა და გაზის გადამუშავება;
1.3. კოქსის წარმოება;
1.4. გაზიფიკაცია ან გათხევადება:
1.4.1. ქვანახშირის;
1.4.2. სხვა მყარი საწვავის ისეთ დანადგარში, რომლის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატი ან 20 მეგავატზე მეტია.
2. ლითონების წარმოება და დამუშავება:
2.1. ლითონური მადნის (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერაცია;
2.2. თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორეული დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება;
2.3. შავი ლითონების დამუშავება:
2.3.1. ცხელი გლინვის დგანების ექსპლუატაცია, საათში 20 ტონაზე მეტი არარაფინირებული ფოლადის წარმადობით;
2.3.2. სამჭედლო უროების ექსპლუატაცია, რომელთა ენერგია თითოეული უროსთვის 50 კილოჯოულს, ხოლო მოხმარებული თბოუნარიანობა 20 მეგავატს აღემატება;
2.3.3. დამცავი გამდნარი ლითონური დანაფარის დატანა, სადაც არარაფინირებული ფოლადის მოხმარება საათში 2 ტონას აღემატება;
2.4. დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი საწარმოო სიმძლავრის შავი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია;
2.5. ფერადი ლითონების დამუშავება:
2.5.1. არარაფინირებული ფერადი ლითონების წარმოება მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროლიტური პროცესების საშუალებით;
2.5.2. ფერადი ლითონების (მათ შორის, აღდგენილი პროდუქტების) გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება;
2.6. ლითონების ან პლასტიკური მასალების ზედაპირული დამუშავება ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესების საშუალებით, სადაც დასამუშავებლად გამოყენებული აბაზანის მოცულობა 30 მ3-ზე მეტია.
3. მინერალური ნედლეულის გადამუშავება:
3.1. ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება:
3.1.1. ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
3.1.2. კირის წარმოება დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი საწარმოო სიმძლავრის ღუმელში;
3.1.3. მაგნიუმის ოქსიდის წარმოება ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
3.2. აზბესტის ან აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება;
3.3. მინის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება;
3.4. მინერალური ნივთიერებების გამოდნობა (მათ შორის, მინერალური ბოჭკოს წარმოება), სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება;
3.5. კერამიკული პროდუქციის (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება ან/და ღუმელის ტევადობა 4მ3-ზე მეტია და სადაც თითოეულ ღუმელში ჩანატვირთის სიმჭიდროვე 300 კგ/მ3-ზე მეტია.
4. ქიმიური მრეწველობა:
4.1. ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება:
4.1.1. მარტივი ნახშირწყალბადების (სწორხაზოვანი ან ციკლური, ნაჯერი ან უჯერი, ალიფატური ან არომატული რიგის) წარმოება;
4.1.2. ჟანგბადშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორებიცაა სპირტები, ალდეჰიდები, კეტონები, კარბონმჟავები, რთული ეთერები და მათი ნარევები, აცეტატები, მარტივი ეთერები, პეროქსიდები და ეპოქსიდური ფისები;
4.1.3. გოგირდშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება;
4.1.4. აზოტშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორებიცაა ამინები, ამიდები, აზოტნაერთები, ნიტრონაერთები ან ნიტრატნაერთები, ნიტრილები, ციანატები, იზოციანატები;
4.1.5. ფოსფორშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება;
4.1.6. ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება;
4.1.7. მეტალორგანული ნაერთების წარმოება;
4.1.8. პლასტიკური მასალების (პოლიმერების, სინთეზური და ცელულოზის საფუძველზე მიღებული ბოჭკოს) წარმოება;
4.1.9. სინთეზური კაუჩუკის წარმოება;
4.1.10. საღებავებისა და პიგმენტების წარმოება;
4.1.11.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისა და სურფაქტანტების წარმოება;
4.2. არაორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება:
4.2.1. აირების (ამიაკის, ქლორის ან ქლორწყალბადის, ფტორის ან ფტორწყალბადის, ნახშირბადის ოქსიდების, გოგირდნაერთების, აზოტის ოქსიდების, წყალბადის, გოგირდის დიოქსიდის, კარბონილქლორიდის (ფოსგენის)) წარმოება;
4.2.2. მჟავების (ქრომის მჟავას, ფტორწყალბადმჟავას, ფოსფორმჟავას, აზოტმჟავას, მარილმჟავას, გოგირდმჟავას, ოლეუმის, გოგირდოვანი მჟავების) წარმოება;
4.2.3. ფუძეების (ამონიუმის ჰიდროქსიდის, კალიუმის ჰიდროქსიდის, ნატრიუმის ჰიდროქსიდის) წარმოება;
4.2.4. მარილების (ამონიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორატის, კალიუმის კარბონატის, ნატრიუმის კარბონატის, პერბორატის, ვერცხლის ნიტრატის) წარმოება;
4.2.5. არალითონების, ლითონის ოქსიდების ან სხვა არაორგანული ნაერთების (როგორებიცაა კალციუმის კარბიდი, სილიციუმი, სილიციუმის კარბიდი) წარმოება;
4.3. ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან კალიუმოვანი სასუქების (მარტივი ან რთული სასუქების) წარმოება;
4.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან ბიოციდების წარმოება;
4.5. ფარმაცევტული პროდუქციის, მათ შორის, შუალედური პროდუქტების წარმოება;
4.6. ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება.
5. ნარჩენების მართვა:
5.1. დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების განთავსება ან აღდგენა, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ოპერაციას:
5.1.1. ბიოლოგიური დამუშავება;
5.1.2. ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;
5.1.3. შერევა, 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე;
5.1.4. გადაფუთვა, 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე;
5.1.5. გამხსნელების აღდგენა/რეგენერაცია;
5.1.6. არაორგანული მასალების (გარდა ლითონების ან ლითონის ნაერთებისა) რეციკლირება/აღდგენა;
5.1.7. მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია;
5.1.8. იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება;
5.1.9. კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა;
5.1.10. ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ნარჩენების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება;
5.1.11. ზედაპირული ჩაშვება;
5.2. ნარჩენების განთავსება ან აღდგენა ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებში:
5.2.1. არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა საათში 3 ტონას აღემატება;
5.2.2. სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა დღე-ღამეში 10 ტონას აღემატება;
5.3. დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა:
5.3.1. ბიოლოგიური დამუშავება;
5.3.2. ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება;
5.3.3. ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით;
5.3.4. წიდის და ნაცრის დამუშავება;
5.3.5. ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში;
5.4. დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/ აღდგენა და განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა:
5.4.1. ბიოლოგიური დამუშავება;
5.4.2. ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით;
5.4.3. წიდის და ნაცრის დამუშავება;
5.4.4. ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში;
შენიშვნა: თუ ნარჩენების დამუშავებისთვის ხორციელდება მხოლოდ ანაერობული დაშლა, წარმადობა დღე-ღამეში 100 ტონას უნდა აღემატებოდეს;
5.5. ნაგავსაყრელები, სადაც დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი ნარჩენის მიღება ხორციელდება, ასევე 25 000 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის ნაგავსაყრელები, გარდა ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელებისა;
5.6. 50 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დანართის 5.5 პუნქტით, ამავე დანართის 5.1, 5.2, 5.5 და 5.7 პუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებამდე (ეს არ მოიცავს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას);
5.7. 50 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის სახიფათო ნარჩენების მიწისქვეშ დასაწყობება.
6. საქმიანობის სხვა სახეები:
6.1. სამრეწველო დანადგარებზე შემდეგი პროდუქციის წარმოება:
6.1.1. ცელულოზა (მიღებული მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან);
6.1.2. ქაღალდი ან მუყაო, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით;
6.1.3. ხის პანელები (ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი, მერქან-ბურბუშელოვანი ან მერქან-ბოჭკოვანი ფილები), დღე-ღამეში 600 მ3-ზე მეტი წარმადობით;
6.2. საფეიქრო ბოჭკოს ან ქსოვილების წინასწარი დამუშავება (გამოხარშვა, გამოთეთრება, მერსერიზაცია) ან ღებვა, დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი დამუშავების სიმძლავრით;
6.3. ტყავის თრიმლვა, დღე-ღამეში 12 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით;
6.4. სასაკლაოების ექსპლუატაცია, სადაც ტანხორცის წარმოების მოცულობა დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
6.5. სურსათის ან ცხოველთა კომბინირებული საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი (წინასწარ დამუშავებული ან დაუმუშავებელი) ნედლეულის დამუშავება ან გადამუშავება (შეფუთვის გარდა):
6.5.1. მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ნედლეული (გარდა რძისა), დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით;
6.5.2. მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ნედლეული, დღე-ღამეში 300 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით, ან დღე-ღამეში 600 ტონაზე მეტი წარმადობით, თუ დანადგარი წელიწადში ზედიზედ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში მუშაობს;
6.5.3. ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნედლეული, როგორც კომბინირებული, ისე ცალკეული პროდუქტის სახით, სადაც დღე-ღამეში მზა პროდუქციის წარმადობა აღემატება 75 ტონას, თუ A უდრის 10-ს ან 10-ზე მეტია ან [300- (22,5 x A)] ტონას ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სადაც „A“ აღნიშნავს მზა პროდუქციის წარმადობაში ცხოველური წარმოშობის მასალის მასურ წილს (წონის პროცენტული მაჩვენებლის სახით). პროდუქტის საბოლოო წონაში შეფუთვა არ გაითვალისწინება. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ნედლეული მხოლოდ რძეა.
;
6.6. მხოლოდ რძის დამუშავება და გადამუშავება, როდესაც დღე-ღამეში მიღებული რძის რაოდენობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 200 ტონას აღემატება;
6.7. ცხოველთა ტანხორცის ან ცხოველური ნარჩენების განთავსება ან რეციკლირება, როდესაც დამუშავების სიმძლავრე დღე-ღამეში 10 ტონას აღემატება;
6.8. ინტენსიური მეფრინველეობა ან მეღორეობა:
6.8.1. 40 000-ზე მეტი ფრინველის სადგომით;
6.8.2. 2 000-ზე მეტი სახორცე ღორის (30 კგ-ზე მეტი) სადგომით;
6.8.3. 750-ზე მეტი დედა ღორის (ნეზვის) სადგომით;
6.9. ნივთიერებების, საგნების ან პროდუქტების ზედაპირული დამუშავება ორგანული გამხსნელებით, კერძოდ, მოპირკეთების, ბეჭდვის, დანაფარის დატანის, გაუცხიმოვნების, ჰიდროიზოლაციის, დაკალიბრების, შეღებვის, გასუფთავების ან გაჟღენთვის მიზნით, სადაც ორგანული გამხსნელების მოხმარების მოცულობა საათში 150 კილოგრამს ან წელიწადში 200 ტონას აღემატება;
6.10. ინსინერაციით (წვით) ან გრაფიტიზაციით ნახშირბადის ან ელექტროგრაფიტის წარმოება;
6.11. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება;
6.12. ქიმიკატების გამოყენებით მერქნისა და მერქნული პროდუქტის დაცვა, სადაც წარმადობა დღე-ღამეში 75 მ3-ს აღემატება, გარდა მერქნის სილურჯისგან დაცვის მიზნით დამუშავებისა;
6.13. ამ დანართით განსაზღვრული საქმიანობების შედეგად ჩაშვებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა) საშუალებით.
II დანართი
დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი
1. ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებებია:
ა) გოგირდის ორჟანგი და გოგირდის სხვა ნაერთები;
ბ) აზოტის ოქსიდები და აზოტის სხვა ნაერთები;
გ) ნახშირჟანგი;
დ) აქროლადი ორგანული ნაერთები;
ე) ლითონები და მათი ნაერთები;
ვ) მტვერი, წვრილი ნაწილაკების ჩათვლით;
ზ) აზბესტი (შეწონილი ნაწილაკები, ბოჭკოები);
თ) ქლორი და მისი ნაერთები;
ი) ფტორი და მისი ნაერთები;
კ) დარიშხანი და მისი ნაერთები;
ლ) ციანიდები;
მ) ნივთიერებები და ნარევები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კანცეროგენური და მუტაგენური ან ისეთი თვისებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს რეპროდუქციაზე ჰაერის საშუალებით;
ნ) პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინები და დიბენზოფურანები.
2. წყლის დამაბინძურებელი ნივთიერებებია:
ა) ჰალოგენორგანული ნაერთები და ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა წარმოქმნას ასეთი ნაერთები წყლის გარემოში;
ბ) ფოსფორორგანული ნაერთები;
გ) კალაორგანული ნაერთები;
დ) ნივთიერებები და ნარევები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კანცეროგენური და მუტაგენური ან ისეთი თვისებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეპროდუქციაზე წყლის გარემოში ან მისი საშუალებით;
ე) მდგრადი ნახშირწყალბადები, მდგრადი და ბიოაკუმულირებადი ორგანული ტოქსიკური ნივთიერებები;
ვ) ციანიდები;
ზ) ლითონები და მათი ნაერთები;
თ) დარიშხანი და მისი ნაერთები;
ი) ბიოციდები და მცენარეთა დაცვის საშუალებები;
კ) შეწონილ მდგომარეობაში მყოფი მასალები;
ლ) ნივთიერებები (კერძოდ, ნიტრატები და ფოსფატები), რომლებიც ევტროფიკაციაში მონაწილეობენ;
მ) ნივთიერებები, რომლებიც ჟანგბადის ბალანსზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს და იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (BOD), ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD) და სხვა;
ნ) „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებები.
III დანართი
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის
განსაზღვრის კრიტერიუმები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) მცირე ნარჩენების მქონე ტექნოლოგიის გამოყენება;
ბ) ნაკლებად სახიფათო ნივთიერებების გამოყენება;
გ) ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი და გამოყენებული ნივთიერებების, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების ხელშეწყობა;
დ) შედარებადი პროცესები, ობიექტები ან ექსპლუატაციის მეთოდები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული სამრეწველო მასშტაბით;
ე) ტექნოლოგიური მიღწევები და ცვლილებები სამეცნიერო ცოდნასა და ცნობიერებაში;
ვ) ემისიების სახე, ზემოქმედება და მოცულობა;
ზ) ახალი და არსებული დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღები;
თ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვისთვის საჭირო ვადა;
ი) ნედლეულის (წყლის ჩათვლით) სახე, გამოყენება და ენერგოეფექტურობა;
კ) გარემოზე ემისიების საერთო ზემოქმედებისა და რისკების პრევენციის ან მინიმუმამდე შემცირების საჭიროება;
ლ) ავარიების პრევენციისა და გარემოზე მათი ზემოქმედების შედეგების მინიმუმამდე შემცირების საჭიროება;
მ) საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციებ