„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,391 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში − ავტომობილი)
ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 3
სრული მასა
ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 3
გამონაბოლქვი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავის მუშაობისა და საწვავის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევა, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა:  ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და მყარი ნაწილაკები
მუხლი 3
კლასიკური ავტომობილი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
კატეგორია ავტომობილის აღწერა
M1 არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);
M2 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;
M3 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და  5 ტონაზე მეტი სრული მასით.
N1 I
N3 12 ტონაზე მეტი სრული მასით.
ავტომობილის კატეგორია მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები
ნახშირბადის მონოქსიდი (CO) ჯამური ნახშირწყალბადები (∑HC)
ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა
M1, M2 ≤ 2610 კგ
II 1306 - 1760
III >1760
ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC) გ/კვტსთ
M3, N3 4,0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 12.03.2026 სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ 84% 01.09.2023 ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საწვავი 82% 15.02.2019 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 79% 30.07.2024 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 07.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №238 2023 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“. მუხლი 2🔗 დადგენილება, გარდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 3🔗 M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე. 2. ეს რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებთან (გამონაბოლქვი) დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას ან დროებით რეგისტრაციას. 3. ამ რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში შიგაწვის ძრავით აღჭურვილ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების იმ ავტოსანტრასპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან დროებით რეგისტრაციას. მუხლი 2🔗. რეგლამენტის მიზანი ამ რეგლამენტის მიზანია: ა) დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებით (გამონაბოლქვით) მიყენებული ზიანისგან; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღება. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში − ავტომობილი) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) შიგაწვის ძრავა − თბური ძრავა, რომლის შიგნით ხდება საწვავჰაერის ნარევის წვით გამოყოფილი სითბოს ნაწილის მექანიკურ მუშაობაში გარდაქმნა; გ) ბენზინის ძრავა − ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე; დ) დიზელის ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს შეკუმშვით აალების პრინციპზე; ე) ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავა − ბუნებრივ აირზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე; ვ)  სრული მასა – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) გამონაბოლქვი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავის მუშაობისა და საწვავის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევა, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა:  ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და მყარი ნაწილაკები; თ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის დადგენილი ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოხატავს ერთეული ავტომობილის გარბენზე ან შიგაწვის ძრავას მუშაობაზე გადაანგარიშებულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას; ი) კლასიკური ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ი.ა) წლოვანება აღემატება 40 წელს; ი.ბ) შესაბამისი მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებოდან. მუხლი 4🔗. რეგულირების საგანი 1. ამ რეგლამენტის რეგულირების საგანია დანართი 1-ითა და დანართ 2-ით განსაზღვრული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები მათი საქართველოში პირველადი რეგისტრაციისას ან/და დროებითი რეგისტრაციისას (გარდა N3 კატეგორიის ავტომობილების დროებითი რეგისტრაციისა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების დადგენის მიზნით. 2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება: ა) კლასიკურ ავტომობილებზე; ბ) სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; გ) სპეციალური დანიშნულების ავტომობილზე, შეჯავშნული კორპუსით; დ) სახანძრო, სამაშველო ან/და სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. მუხლი 5🔗. ავტომობილების მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) მოთხოვნები 1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 3-ში. 2. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები N1 და N2  კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 4-ში. 3. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 5-ში. მუხლი 6🔗. ავტომობილების გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა მათი პირველადი ან დროებითი რეგისტრაციისას 1. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ისეთი M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილების დროებითი რეგისტრაცია, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ერთ-ერთ პირობას: ა) რეგისტრირებულნი იყვნენ მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს; ბ) ექსპორტი განხორციელდა მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს; გ) აკმაყოფილებენ მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების მე-3,    მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა, რომლებიც არაა მითითებული დანართ 6-ში ან არ აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, ხდება ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატის ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში და გასცემს შესაბამის დასკვნას. დანართი 1. M კატეგორია − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: კატეგორია ავტომობილის აღწერა M1 არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა); M2 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით; M3 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და  5 ტონაზე მეტი სრული მასით. დანართი 2. კატეგორია N − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი  და განკუთვნილნი არიან ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: კატეგორია ავტომობილის აღწერა N1 არაუმეტეს 3,5 ტონისა სრული მასით; N2  3,5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით; N3 12 ტონაზე მეტი სრული მასით. დანართი 3. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის ავტომობილის კატეგორია სარეკომენდაციო მასა, კგ მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები, გ/კმ ნახშირბადის მონოქსიდი (CO) ჯამური ნახშირწყალბადები (∑HC) არამეთანური აქროლადი ორგანული (NMVOC) აზოტის ოქსიდები (NOx) ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები ჯამურად (∑HC+NOx) მყარი ნაწილაკების მასა (PM) ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა M1, M2 ≤ 2610 კგ 1,0 0,50 0,10 − 0,068 − 0,06 0,18 − 0,23 0,005 0,005 დანართი 4. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის ავტომობილის კატეგორია წონითი კლასი სარეკომენდაციო მასა, კგ მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები, გ/კმ ნახშირბადის მონოქსიდი (CO) ჯამური ნახშირწყალბადები (∑HC) არამეთანური აქროლადი ორგანული (NMVOC) აზოტის ოქსიდები  (NOx) ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები ჯამურად (∑HC+NOx) მყარი ნაწილაკების მასა (PM) ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა ბენზინის ძრავა დიზელის ძრავა N1 I ≤ 1305 1,0 0,50 0,1 − 0,068 − 0,06 0,18 − 0,23 0,005 0,005 II 1306 - 1760 1,81 0,63 0,13 − 0,090 − 0,075 0,235 − 0,295 0,005 0,005 III >1760 2,27 0,74 0,16 − 0,108 − 0,082 0,280 − 0,35 0,005 0,005 N2 ≤ 2610 2,27 0,74 0,16 − 0,108 − 0,082 0,082 − 0,35 0,005 0,005 დანართი 5. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის ა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის − გამოცდის მდგრადი რეჟიმის ციკლი და გამოცდის დატვირთვის რეჟიმის ციკლი: ავტომობილის კატეგორია მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ ნახშირწყალბადები (HC) გ/კვტსთ აზოტის ოქსიდები  (NOx) გ/კვტსთ მყარი ნაწილაკების მასა (PM) გ/კვტსთ კვამლიანობა (m-1) M3, N3 1,5 0,46 2,0 0,02 0,5 ბ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის − გამოცდის გარდამავალი რეჟიმის ციკლი: ავტომობილის კატეგორია მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC) გ/კვტსთ მეთანი (CH4) გ/კვტსთ (მხოლოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებისთვის) აზოტის ოქსიდები  (NOx) გ/კვტსთ მყარი ნაწილაკების მასა (PM) გ/კვტსთ M3, N3 4,0 0,55 1,1 2,0 0,03 დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით                                                ქვეყანა ავტომობილის გამოშვების წელი ევროკავშირის წევრი ქვეყნები ≥2013 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ≥2013 შვეიცარიის კონფედერაცია ≥2013 ნორვეგიის სამეფო ≥2013 ამერიკის შეერთებული შტატები ≥2013 იაპონია ≥2013 კორეის რესპუბლიკა ≥2013 თურქეთის რესპუბლიკა ≥2013 კანადა ≥2013 ჩილეს რესპუბლიკა ≥2013 ავსტრალიის თანამეგობრობა ≥2016 რუსეთის ფედერაცია  (2022 წლამდე რეგისტრირებული) ≥2016 − ≤2021 სინგაპურის რესპუბლიკა ≥2017 არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის) ≥2021.