„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3432-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
360050000.05.001.021004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2023

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რამსარის კონვენციას და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1  სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3432-XIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2023.
როდის იქნა მიღებული „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3432-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.05.001.021004.
რამდენი მუხლისგან შედგება „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3432-XIმს-Xმპ, 30.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.021004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5846202/