1. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის საფუძველს მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა მტკიცდება 6 წლის ვადით და მისი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

4. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურას ადგენს საქართველოს მთავრობ