1. წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები, რომელთა მართვაც ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მათ საფუძველზე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან/და გამდინარე ზედაპირული წყლებით ან მიწისქვეშა წყლით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო წყალსარგებლობის წესით სარგებლობის