უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები:
1. მუხლი 133-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 133. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა
ვინმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, ანდა თექვსმეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის მიმართ, ანდა განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ანდა დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში საშუალებით, ან რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ტანჯვის მიყენება ანდა მოკვლის ან დიდი ზიანის მიყენების მუქარა დაზარალებულის ან მისი ახლობლების მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან განსახლების გარეშე“.
2. 127-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 127. ბავშვის შეცვლა
ბავშვის შეცვლა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.
3. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1979 წლის 6 დეკემბერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.12.1979.
- როდის იქნა მიღებული „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
- „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ მიღებულია 06.12.1979. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.1979 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“, №-, 06.12.1979, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.1979). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5847150/