ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 18.04.1979
ძალის დაკარგვა 01.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1979
დოკუმენტის ტექსტი
ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
ითვალისწინებს რა მოქალაქეთა მრავალრიცხოვან სურვილებს, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ორგანიზაციათა წინადადებებს ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 243🔗. ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცება
ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება დროებით გამოყენების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ან ჩადენილი სიმთვრალეში, ან პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, ანდა დაკავშირებული ძალადობასთან, რომელიც საშიში არაა დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება, რაც დაკავშირებულია დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასთან, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1979 წლის 18 აპრილი.