ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „წვრილმანი სპეკულაციისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საჭოს უწყებები, 1969 წ., №6, მუხ. 123):
1) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პატიმრობით ვადით ათიდან თხუთმეტ დღემდე, ან“;
2) მე-3 და მე-4 მუხლებში სიტყვა „ღონისძიებათა“ შეიცვალოს სიტყვით „ღონისძიების“;
3) მე-5 და მე-6 მუხლები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი.
2. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები; 1973 წ., წ, №5, მუხ. 81; 1975 წ., №11, მუხ. 204):
1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს, რომ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება, თუ იგი ჩადენილია პირველად, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, მატერიალური ზარალის ანაზღაურებით“.
2) მე-6, მე-7 და მე-9 მუხლები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი.
3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრების „150-153“ შემდეგ დაემატოს ციფრები „240, 2521“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1979 წლის 20 მარტი.