“№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში პარლამენტის 2004 წ. 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადისა და საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გაუუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურეს განსაზღვრის თაობაზე”

მიღების თარიღი 07.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №52/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.660
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 08/09/2004
matsne.gov.ge 946 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში პარლამენტის 2004 წ. 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადისა და საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გაუუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურეს განსაზღვრის თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 37.35pt 35.45pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.660 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №52/2004 2004 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი №4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გაუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗 პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენისას, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 31-ე დღისა (23 სექტემბერი) უნდა წარადგინოს: 1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში: პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერილი განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატი, კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი, პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“). განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი – 2 ცალად; ბ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი. ამ მუხლში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და საბუთების მიღებიდან 3 დღის ვადაში (26 სექტემბერი) დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. თუ ზემოაღნიშნული საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე მისთვის დასკვნის გადაცემიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა (27 სექტემბერი) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შეუსაბამობის არსებობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მას 3 დღე ეძლევა (30 სექტემბერი) საბუთების სრულყოფისთვის. 2. შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში: პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერილი განცხადება მხარდამჭერთა სიის წარდგენის შესახებ, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით. განცხადებაში უნდა აღინიშნოს მხარდამჭერთა ხელმოწერილი ბლანკებისა და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით. საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში რეგისტრირდება მხარდამჭერთა ხელმოწერილი ბლანკების და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა, ხოლო პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა სათანადო ცნობა. კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-8 დღისა, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა (პირველი ოქტომბერი). შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები დასკვნას მხარდამჭერთა სიის შემოწმების შესახებ გადასცემენ ცესკოს 2 დღის ვადაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა (3 ოქტომბერი). თუ მხარდამჭერთა სიები და შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა (4 ოქტომბერი) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე გადაეცეს. ცესკო კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის განკარგულებას, კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათის და კანდიდატის ფოტოსურათის თითო ეგზემპლარს კანდიდატის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში (6 ოქტომბერი) გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.     მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამარ­თ­ლო­ში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი კომისიის მდივანი  კ. კვიტაიშვილი