“მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დროებითი დებუულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 10.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1102
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.663
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 99, 14/09/2004
matsne.gov.ge 1,696 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

“მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დროებითი დებუულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.45pt 59.15pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.12.106.006.663 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 1102 2004 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დროებითი დებულება (დანართი № 1). 2. დამტკიცდეს მოძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის, საჯარო რეესტრის ამონაწერის ფორმულარები და სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (დანართი № 2). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დანართი № 1 დროებითი დებულება მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ წინამდებარე დროებითი დებულება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. იგი ადგენს მოძრავ ნივთებზე გირავნობის რეგისტრაციის წესსა და პირობებს.     მუხლი 1🔗. დროებითი დებულების მიზანი დროებითი დებულების მიზანია საქართველოს ტერიტორია ზე მოძრავ ნივთებზე საგარანტიო უფლებების (შემდგომში – გირავნობა) სახელმწიფო რეგისტრაცია ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით.     მუხლი 2🔗. მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის პრინციპები მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერების, საჯაროობის, მიუკერძოებლობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) საჯარო რეესტრი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეესტრი, რომელიც ახორციელებს უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციას; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) სახელმწიფო რეგისტრაცია – სარეგისტრაციო წარმოება (შემდგომში რეგისტრაცია) – საჯარო რეესტრის მეშვეობით მოძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა წარმოშობის, შეჩერებისა და შეწყვეტის აღიარება-დადასტურება სახელმწიფოს მიერ; დ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები – გირავნობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით; ე) უფლების დამადასტურებელი საბუთი – კანონმდებლობით დადგენილი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას; ვ) საჯარო რეესტრის ფორმულარები – დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებშიც შეიტანება გირავნობის უფლებების შესახებ ინფორმაცია; ზ) სააღრიცხვო ბარათი – საჯარო რეესტრის ფორმულარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ასახავს გირავნობის უფლებებისა და შესაბამისი უფლების მქონე პირების შესახებ დოკუმენტურ მონაცემებს; თ) განცხადების რეგისტრაციის წიგნი – სარეგისტრაციო განცხადების სისტემური აღრიცხვის წიგნი, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ფორმულარის ნაწილს; ი) სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება) – დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი ფორმით წარდგენილი, წერილობითი მოთხოვნა, საჯარო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლებში მომსახურების მიზნით; კ) განცხადების სარეგისტრაციო ნომერი – რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომერი; ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – გირავნობის უფლების დამადასტურებელი საბუთები, რომლებიც წარმოადგენს საჯარო რეესტრში გირავნობის უფლების შესახებ რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს; მ) სარეგისტრაციო სამსახური – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახორციელებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს.     მუხლი 4🔗. უფლებები, რომლებიც ექვემდებარებიან საჯარო რეესტრში რეგისტრაციას საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება სანოტარო წესით დამოწმებული, ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი გირავნობის უფლება.     მუხლი 5🔗. უფლების დამადასტურებელი საბუთი უფლების დამადასტურებელი საბუთია სანოტარო წესით დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულება.     მუხლი 6🔗. მოთხოვნები უფლების დამადასტურებელი საბუთის მიმართ სარეგისტრაციო სამსახურს უფლების დამადასტურებელი საბუთი წარედგინება დედნის ან დამოწმებული ასლის სახით.     მუხლი 7🔗. სარეგისტრაციო წარმოების და საინფორმაციო მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი საბუთები 1. სარეგისტრაციო წარმოება დასტურდება შემდეგი საბუთებით: ა) განცხადების რეგისტრაციის წიგნი; ბ) მოძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი; გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2. საინფორმაციო მომსახურების განხორციელება დასტურდება შემდეგი საბუთებით: ა) საინფორმაციო და ანალიტიკური ბიულეტენები (ცნობები), ინფორმაციული მოდელირების სხვა შედეგები, მასალები ან მონაცემების ასლები; ბ) განცხადების (მოთხოვნა, საჩივარი, პრეტენზია) დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით შედგენილი სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი შეტყობინებების ასლები.     მუხლი 8🔗. განცხადების რეგისტრაციის წიგნი ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარმოებს სარეგისტ რაციო განცხადების რეგისტრაციის წიგნი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიტანება მონაცემები განცხადების მიღების და განცხადებული მოთხოვნის შესახებ.     მუხლი 9🔗. მოძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი 1. საჯარო რეესტრში გირავნობის უფლების რეგისტრაციის დროს იხსნება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი, რომელსაც გააჩნია განუმეორებელი ნომერი, რომელიც ემთხვევა განცხადების რეგისტრაციის ნომერს. 2. სააღრიცხვო ბარათში მონაცემების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე და მათ შესაბამისად. სააღრიცხვო ბარათის ძალაში მყოფი ჩანაწერები წარმოადგენს გირავნობის უფლების სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ძირითად იურიდიულ საფუძველს. 3. სააღრიცხვო ბარათი შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ა) მესაკუთრის განყოფილება; ბ) საკუთრების განყოფილება; გ) გირავნობის განყოფილება.     მუხლი 10🔗. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ ოფიციალურ საბუთს. 2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეიცავს ამონაწერის გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში გირავნობის უფლების შესახებ ძალაში მყოფ ჩანაწერებს. 3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ძალაშია გაცემის დღიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დამოწმებული უნდა იქნეს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. 5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არ წარმოადგენს მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხელახლა გაიცემა, მხოლოდ ამონაწერის დედნის დაბრუნების შემდეგ. 7. თუ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის დედანი დაიკარგა ან დაზიანდა, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოსთხოვოს სარეგისტრაციო სამსახურს ახალი ამონაწერის გაცემა, რისთვისაც უნდა წარუდგინოს წერილობითი ასხნა-განმარტება ამონაწერის დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაქვეყნოს შეტყობინება აღნიშნულის შესახებ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, რის შემდეგაც სარეგისტრაციო სამსახური გასცემს ახალ ამონაწერს და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათში.     მუხლი 11🔗. სარეგისტრაციო წარმოებასთან და საინფორმაციო მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადება 1. სარეგისტრაციო წარმოებასა და საინფორმაციო მომსახურებასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებით ან საინფორმაციო მომსახურებით დაინტერესებული პირის განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; გ) მოთხოვნის არსს; დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას. 2. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნე ს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულება ან გირავნობის გაუქმების დამადასტურებელი აქტი; ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.     მუხლი 12🔗. გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გირავნობის უფლების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებლის მიერ მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.     მუხლი 13🔗. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები სარეგისტრაციო წარმოების ერთ მხარეს წარმოადგენს დაინტერესებული პირი, ხოლო მეორე მხარეს – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით.     მუხლი 14🔗. სარეგისტრაციო წარმოების ვადები 1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია სარეგისტრაციო განცხადება და სრულყოფილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულება, განახორციელოს უფლების რეგისტრაცია. 2. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური განცხადების მიღებას ადასტურებს განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციით. 3. თუ არ არსებობს რეგისტრაციის შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური უფლების რეგისტრაციას ახორციელებს ხუთი სამუშაო დღის ვადაში და გასცემს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. 4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ხელახალ გაცემას სარეგისტრაციო სამსახური ახორციელებს მოთხოვნიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. 5. სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციის შეჩერებაზე ან რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში იღებს წერილობით გადაწყვეტილებას 3 დღის ვადაში.     მუხლი 15🔗. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები 1. სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, თუ: ა) წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ უფლების რეგისტრაციის განხორციელება შეიძლება შეეხოს სხვა პირის კანონიერ ინტერესს, რის გამოც აუცილებელია ამ პირის მოწვევა სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; გ) მოძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთების გასაჩივრების შემთხვევაში, თუ გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს; დ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას. 2. მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. 3. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა ორი კვირა, განმცხადებლის ინფორმირების დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო შეჩერების ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა, მისი განცხადება სარეგისტრაციო წარმოებაზე ჩაითვლება ძალადაკარგულად.     მუხლი 16🔗. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები სარეგიტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახური უარს ამბობს რეგისტრაციის განხორციელებაზე, თუ: ა) დოკუმენტურად დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად ან ძალადაკარგულად არის ცნობილი; დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.     მუხლი 17🔗. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა სარეგისტრაციო წარმოება შეიძლება შეწყდეს დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება ან ამ უფლების ობიექტი აღარ არსებობს ან გარიგება გაუქმდა მხარეთა შეთანხმებით.     მუხლი 18🔗. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის საფუძვლები 1. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების (შესწორების, დაზუსტების) შეტანის საფუძვლებია: ა) უფლებების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და სხვა) შეცვლა, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული; ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის შინაარსიც იწვევს სააღრიცხვო ბარათის არსებით ცვლილებას; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტი. 2. დასაშვებია სააღრიცხვო ბარათში ტექნიკური ხასიათის ხარვეზის აღმოფხვრა, რომლებიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის უზუსტო გადატანის შედეგად. ტექნიკური ხარვეზი შეიძლება აღმოიფხვრას როგორც დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ასევე სარეგისტრაციო სამსახურის ინიციატივით და ამის თაობაზე ეცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს.     მუხლი 19🔗. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება 1. საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება, თუ: ა) წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძვლის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს; გ) წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საჯარო რეესტრში გირავნობის უფლების რეგისტრაცია; დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტების გამოცემა, რომელიც აუქმებს მოძრავი ქონების მიმართ რაიმე უფლებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გასაჩივრებას ექვემდებარება ამ ჩანაწერის საფუძველი. 3. საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძვლების გაუქმების შემთხვევაში სარეგისტრაციო ჩანაწერები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან კარგავს იურიდიულ ძალას.